მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
03 ოქტომბერი 2021
თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით „ქართულ ოცნებას“ 46.65% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 30.7% - ცესკო-ს წინასწარი შედეგები
ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით პროპორციულ ნაწილში „ქართულ ოცნებას“ 46.65 პროცენტი (821 225 ხმა) აქვს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 30.7 პროცენტი (540 469 ხმა). ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სულ 3 743 უბნიდან მონაცემები დათვლილია 3 740 უბანზე (99.92%). აღნიშნული მოანცემებით, პარტიას „გახარია – საქართველოსთვის“ აქვს 7.79% (1 37181 ხმა), „ლელოს“ – 2.71 % (47 791 ხმა), დანარჩენმა პარტიებმა კი ორ პროცენტზე ნაკლები აიღეს. წინასწარი მონაცემებით, 64-დან 20 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
   
02 ოქტომბერი 2021
შემდეგი არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება - კახა კალაძე
„ქართული ოცნების“ დღევანდელი გამარჯვებით გაიმარჯვა საქართველომ, მისმა სტაბილურობამ, მშვიდობამ, წინსვლამ და განვითარებამ. ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ საკადრისი პასუხი გასცა რევანშს მოწყურებულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს ძალადობითა და არეულობით ემუქრებოდნენ. დღევანდელი დღე გახდება საქართველოს მშვიდობიანი განვითარების მყარი საფუძველი. შეგახსენებთ, რომ შემდეგი არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, ეს სამი წელი სრულად დავუთმოთ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის თვისებრივ გაჯანსაღებას, ეკონომიკის განვითარებას, ჩვენი მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და სხვა სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებას".
   
02 ოქტომბერი 2021
სამმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა
„ფორმულას“ დაკვეთის ეგზიტპოლი ამერიკულმა „ედისონ რისერჩმა“ (Edison Research) ჩაატარა. ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემების თანახმად, დედაქალაქის მერობის კანდიდატები კახა კალაძე – 43%; ნიკა მელია – 39%; გიორგი გახარია – 7%; ანა დოლიძე – 4%; ანა ბიბილაშვილი – 2%; გიორგი ლომია – 1%; არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – 1%. რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 46%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 33%; „საქართველოსთვის“ – 6%; „ევროპული საქართველო“ – 2%; „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 2%; „ლელო“ – 2%; „მესამე ძალა“ – 1%; ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის +/- 2%.
   
02 ოქტომბერი 2021
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები მერებს ირჩევენ დედაქალაქსა და 63 მუნიციპალიტეტში. ასევე, მაჟორიტარების არჩევითა და პარტიებისთვის ხმის მიცემით, ამომრჩევლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს შემადგენლობას დააკომპლექტებენ.
   
01 ოქტომბერი 2021
მოდით არჩევნებზე, ყველამ ერთად ჩავატაროთ არჩევნები - გიორგი კალანდარიშვილი
"და ბოლოს, ისევ მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, ძვირფასო მეგობრებო, არჩევნების დღე ყოველთვის არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. ეს არის იმედის, მომავლის, მშვიდობის და ჩვენი ქვეყნის განვითარების არჩევის დღე. გარწმუნებთ, რომ ყველა თქვენგანის ეს უზენაესი არჩევანის გაკეთების უფლება, იქნება გარანტირებული კონსტიტუციით და ჩვენი, ცენტრალური თუ ადგილობრივი საარჩევნო კომისიების ძალისხმევით. თქვენ გექნებათ უსაფრთხო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მოდით არჩევნებზე, მოდით, ყველამ ერთად ჩავატაროთ არჩევნები!"
   
01 ოქტომბერი 2021
სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს - შსს
„ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა უკრაინულ მხარესთან, მათგანაც დარწმუნებით და ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი. ის არის ძებნილი, მის მიმართ არის დამდგარი განაჩენი, თუ ის გადმოკვეთს საზღვარს, დავაკავებთ და გადავიყვანთ შესაბამის პენიტენციურ დეპარტამენტში“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
   
30 სექტემბერი 2021
არავითარი ნიშანწყალი არ არსებობს, რომ სააკაშვილი გამოიწვევს არეულობას - თამარ კორძაია
„პოლარიზაციისკენ მიმართულ კამპანიას ორი თვეა, აწარმოებს მთლიანად „ქართული ოცნება“. ამიტომ ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე მთავარი პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, თუნდაც იმ პირობებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა საქართველოში. მეორე, მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ ის ჩამოდის, როგორც ამ ქვეყნის გულშემატკივარი და არავითარი ნიშანწყალი არ არსებობს, რომ ის გამოიწვევს არეულობას. ამ ქვეყანაში არეულობას არავინ გამოიწვევს, გარდა ხელისუფლებისა, თუ არ გადაწყვეტს, რომ მიიტაცოს არჩევნებით ძალაუფლება. მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ძალადობა იწვევს არეულობას და მეტი არაფერი. ხელისუფლება თუ არ იძალადებს მოქალაქეებზე და მათ თავისუფალ არჩევანზე, მგონი, შეშფოთების საფუძველი საერთოდ არ არსებობს. მან გააკეთა საჯარო განაცხადი, რომ ბრუნდება, მან დადო ბილეთი და შესაბამისად, რა საფუძველი მაქვს ან ვენდო ან არ ვენდო“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
   
29 სექტემბერი 2021
„სააკაშვილის გათავისუფლება იქნება დროის საკითხი“
"საკითხი არის ძალიან მარტივად, სააკაშვილი მოდის და მიდის ციხეში. ქართველი ხალხი ანუ ამომრჩეველი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიხეილ სააკაშვილს ციხეში დიდხანს არ დატოვებენ. მისი გათავისუფლება იქნება დროის საკითხი. როგორც შინ, ასევე გარეთ ყველამ იცის, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და გამოტანილი განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული. ამ მოცემულობით მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა იქნება ძალიან მოკლე ხნით. როდესაც საუბარია მის ჩამოსვლაზე და არჩევნების კონტექსტში, ბუნებრივია, მისი გადაწყვეტილება არის მოტივირებული წინასაარჩევნო გარემოებით. ეს მისი პერსონალური გადაწყვეტილებაა. ის პოლიტიკურად დევნილია და ამ 8-წლიანი უსამართლო დევნილობის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ გადადგას ასეთი ნაბიჯი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია