მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
27 დეკემბერი 2021
ოპოზიცია სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებული კანონპროექტის შეჩერებას ითხოვს
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ ინიცირებული კანონპროექტი ძირს უთხრის ამ ინსტიტუციას, ამავდროულად, წარმოადგენს ღია გზავნილს დამოუკიდებელი და საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ისინი საკუთარი პროფესიული მოვალეობების შესრულებისთვის დაისჯებიან.
   
25 დეკემბერი 2021
კორონავირუსის 2 090 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 768 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 2 090 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 768 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 76 პაციენტი.
   
23 დეკემბერი 2021
შესაძლოა, სრულად აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერადად ვაქცინირებული პირი, არამედ ე.წ. ბუსტერდდოზით აცრილი ადამიანი - თამარ გაბუნია
„ვაქცინაციასთან დაკავშირებით რამდენიმე თემაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, ვინ ჩაითვლება სრულად ვაქცინირებულად – ორი დოზით აცრილი, თუ მესამე, ბუსტერდოზით აცრილი პირი. ესეც იქნება ექსპერტების მსჯელობის თემა. გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო და ჩვენი ვაქცინაციის სამეცნიერო კომიტეტის (ნიტაგის) რეკომენდაციებს დაველოდებით“, – განაცხადა გაბუნიამ.
   
22 დეკემბერი 2021
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ერთი ლარი ეღირება
„ერთჯერადად მგზავრობის შემთხვევაში, ტარიფი იქნება ერთი ლარი, რომლითაც მგზავრს შეუძლია 90 წუთის განმავლობაში ისარგებლოს მეტროთი, ავტობუსით, მიკროავტობუსით ან უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე საბაგირო ხაზით. ამასთან, უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მომხმარებელთა რამდენიმე კატეგორია ისარგებლებს: სოციალურად დაუცველები, სტუდენტები, მოსწავლეები, მასწავლებლები, პედაგოგები და სხვა“, – განაცხადეს მერიაში.
   
20 დეკემბერი 2021
ორჯერად აცრილებისთვის კორონავირუსის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზით აცრა აუცილებელი იქნება - ამირან გამყრელიძე
„ყველა ადამიანს, რომელიც ორჯერადად არის აცრილი, უნდა გაუკეთდეს მესამე აცრა, ანუ ბუსტერი, ეს აუცილებელი იქნება. საკოორდინაციო საბჭოს მივმართავთ რეკომენდაციით, რომ ბუსტერი იყოს აუცილებელი ყველასთვის, ვინც ორჯერ არის აცრილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. გამყრელიძის ინფორმაციით, შესაძლოა, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა შემცირდეს.
   
17 დეკემბერი 2021
კორონავირუსის მკურნალობისთვის ახალი პრეპარატები დაამტკიცეს
ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ კორონავირუსის მკურნალობისთვის ახალი პრეპარატები დაამტკიცა. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ევროპის წამლის სააგენტომ, პრეპარატები – „ქსევუდი“, „კინერეტი“ და კოვიდ-19-ის სამკურნალოდ „ფაიზერის“ მიერ შექმნილი აბები გადაუდებელი მოხმარებისთვის დაამტკიცა. ევროკავშირის სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მონოკლონური ანტისხეულების მედიკამენტი „ქსევუდი“, რომელიც დიდი ბრიტანეთის ფარმაცევტული კომპანია GlaxoSmithKline-ის და ამერიკული ფირმა Vir Biotechnology-ის მიერ არის შექმნილი, მნიშვნელოვნად ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას კორონავირუსული ინფექციის მქონე პაციენტებში. სააგენტოს მიხედვით, მედიკამენტი „კინერეტი“, რომელიც შვედურმა კომპანია Orphan Biovitrum-მა შექმნა, ამცირებს ქვედა სასუნთქი გზების დაზიანებას და პაციენტებს სუნთქვის მწვავე უკმარისობის განვითარების თავიდან არიდებაში ეხმარება.
   
15 დეკემბერი 2021
პრეზიდენტმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებაზე კურთხევა სთხოვა
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს პრეზიდენტი, ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი მიიღო. პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი ხედვა, რაც დაკავშირებულია ჩვენს საზოგადოებაში შერიგების პროცესთან. მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე“, – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
   
13 დეკემბერი 2021
მნიშვნელოვანია სააკაშვილმა დროზე დატოვოს საპატიმრო და წავიდეს სამკურნალოდ - ეკა ხერხეულიძე
„მე ვემხრობი მის ფიზიკურ გადარჩენას. ხშირად ვნახულობ მას და ვიცი, როგორ არის. ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილმა დროზე დატოვოს საპატიმრო და წავიდეს სამკურნალოდ. როგორ მოხდება ეს და რომელი დეტალი იქნება დომინანტი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ადამიანი დაუბრუნდეს სრულფასოვან ცხოვრებას და მერე გაგრძელდება პოლიტიკური ცხოვრება. რაც შეეხება დასკვნას, ფრაგმენტულად შეფასებები მოსმენილი მაქვს, მაგრამ ეს არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბებული მქონდეს ჩემი აზრი. ის, რაც ჩემი თვალით ვნახე – წამება და არაადამიანური მოპყრობა, ჩემგან არსად წავა, მთელი ცხოვრება გამყვება ეს მძიმე შთაბეჭდილება. ახლა ჯერი ექიმებზეა, მათ პრინციპულობა და მათ სამართლიანობაზე“, – განაცხადა ხერხეულიძემ.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია