მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
08 ოქტომბერი 2021
საქართველოს გათავისუფლება ისევ უნდა დაიწყოს სამეგრელოდან - მიხეილ სააკაშვილი
„ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მიზანი არის სამეგრელო. ის უკანონობა, რომელსაც ახლა სჩადიან ზუგდიდში და უკვე აპირებენ სენაკშიც, სხვაგანაც არ უნდა შერჩეთ. მე მქონდა შესაძლებლობა წინა დღეებში, ჩამესუნთქა სამეგრელოს ჰაერი და ეს არის თავისუფლების ჰაერი. საქართველოს გათავისუფლება ისევ უნდა დაიწყოს სამეგრელოდან. ხვალ ყველანი ხმების დასაცავად, ნიკა მელიასა და სხვა ლიდერების მეთაურობით. სოლიდარობა ანზორ მელიას და ჩვენს კანდიდატ ფიფიას, რომელმაც გაიმარჯვა პირველ ტურში და ახლა ართმევენ გამარჯვებას. სოლიდარობა ზუგდიდელებს. ვიცი, რა შავი ფურცელია ჩვენს ისტორიაში. ის, რომ ვერ გავუფრთხილდით პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, ვერ გავუფრთხილდით მთელი საქართველო. ასევე ზუსტად ვიცი, ეს არასოდეს განმეორდება და ერთად ამას ჩვენ აღარ დავუშვებთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
   
08 ოქტომბერი 2021
დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები - ირაკლი ღარიბაშვილი
„მინდა გითხრათ, რომ ძალიან სამწუხარო, ტრაგიკული ამბავი მოხდა. ჩვენი სამსახურები, მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რათა დროულად გაწმინდონ ტერიტორია. არსებული ინფორმაციით, იქ დაახლოებით 10-დან 15 ადამიანამდე არის მოყოლილი და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დროულად მოხდეს სიტუაციის დარეგულირება. ასევე მინდა ვთქვა, რომ დაახლოებით სამასი მაშველი მუშაობს ადგილზე. ყველა საშუალება აქვთ მათ და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. წინასწარ არ მინდა ამის თაობაზე ვილაპარაკო. ბუნებრივია, გამოძიება მუშაობს, არსებობს ბევრი ვერსია და ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. მე მოვისმინე შინაგან საქმეთა მინისტრისგან ვერსიები, ამაზე მანაც განაცხადა საჯაროდ, თუმცა წინასწარ არ მინდა რაიმე დასკვნების გაკეთება. სჯობს, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და პირველ რიგში, უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
   
07 ოქტომბერი 2021
მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ფართომასშტაბიანი აქცია იქნება თბილისში - თინა ბოკუჩავა
„მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, უნდა გაიმართოს ფართომასშტაბიანი აქცია, ეს იქნება თბილისში. იცით, რომ რუსთავის ციხესთან პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში იმართება აქციები. არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც აცნობიერებენ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პატიმრობა და პუტინის ოცნების ასრულება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან არის ქვეყნის სირცხვილი და თითოეული მოქალაქის სირცხვილი, ისინი გააგრძელებენ საპროტესტო მოძრაობებს, აქციებს რუსთავის ციხესთან თუ სხვა ლოკაციაზე".
   
07 ოქტომბერი 2021
ბოლო სამი დღეა შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესება, პროცესს შეაჩერებს მასობრივი ვაქცინაცია - ამირან გამყრელიძე
„ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, მინდა, გავაკეთო განცხადება. ძალიან საყურადღებო და გასათვალისწინებელი მიმდინარეობაა. იცით, რომ ეპიდსიტუაცია სტაბილურად უმჯობესდებოდა ქვეყანაში და ყველა მაჩვენებელი იკლებდა თითქმის ბოლო ერთი თვეა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი. შემდგომ ყველაზე მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობა წამოვიდა ქვემოთ, რეპროდუქციის ინდექსი. ბოლო სამი დღეა, შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია. ძალიან გთხოვთ, ამას ხაზი გაუსვათ. უკვე ბოლო სამი დღეა, წინა ორ კვირასთან შედარებით, სამშაბათიც ოთხშაბათიც, ხუთშაბათისც გვაქვს დაახლოებით სამასი ერთეულით მეტი ახალი შემთხვევები, ვიდრე იყო წინა სამშაბათს, წინა ოთხშაბათს და წინა ხუთშაბათს, ასევე ორი კვირის წინ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს. ეს ძალიან ყურადღებამისაქცევი ფაქტია, რომ ისევ ნელ-ნელა გვეწყება ახალი შემთხვევების ზრდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
   
06 ოქტომბერი 2021
იგეგმება სააკაშვილის ფიზიკური და მორალური განადგურება - თაკო ჩარკვიანი
"გადამოწმებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა განადგურებულ იქნას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ჩვენი ინფორმაციით, აპირებენ ამ რამდენიმე დღეში ჯერ მის ფობიურ მდგომარეობაში მოყვანას, ეს ინფორმაცია არის გადაზუსტებული, ამიტომ გვინდა, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა მოინახულოს სააკაშვილი და ზეწოლა განახორციელონ უზნეო რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებაზე. მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს, დღეს თუ თქვენ მოისმინეთ ღარიბაშვილის განცხადება, ალბათ ეჭვი არავის გეპარებათ უკვე რა მზადდება საქართველოში".
   
05 ოქტომბერი 2021
დაპატიმრებული სააკაშვილი ზრდის პოლარიზაციის და ტემპერატურის ხარისხს - დავით ბაქრაძე
„რაც უნდა დიდი განსხვავებები ყოფილიყო ბოლო წლებში ჩვენს შორის და ეს განსხვავებები დღესაც არის, ადამიანურად, არ შემიძლია, ჩემი მხარდაჭერა და თანადგომა არ გამოვხატო მის მიმართ, არ დავაფასო მისი გადაწყვეტილება, ჩამოსულიყო ქვეყანაში, თუნდაც დაჭერისა და პატიმრობის ფასად. რაც შეეხება ამ საკითხის პოლიტიკურ მხარეს, პოლიტიკურად ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ქართული სახელმწიფოსთვის. იმიტომ, რომ დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ და მხოლოდ ზრდის ქვეყანაში პოლარიზაციის და ტემპერატურის ხარისხს".
   
04 ოქტომბერი 2021
ივანიშვილზე ბევრად თავისუფალია ახლა სააკაშვილი - ნიკა მელია
„არავინ აძალებდა მიშას ჩამოსულიყო და შესულიყო იქ, სადაც ახლა არის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილზე ბევრად თავისუფალია ახლა მიხეილ სააკაშვილი. არაფერი ისე არ აძლიერებს პოლიტიკურ პატიმარს, როგორც ჩვენი მაგრად ყოფნა, მხნეობა და შემართება. ჩვენ ოქტომბრის ბოლოს დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ბოლომდე საქმის მიყვანა არის გამარჯვება, ჩვენ უნდა მოვიგოთ თბილისიც, ქუთაისიც, ფოთიც, თელავიც და ყველა ის ქალაქი, სადაც უკვე დავამარცხეთ ივანიშვილი უთანასწორო ბრძოლაში. ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ხელქვეითებს არჩევნები მოვუგეთ. ამ ოცივე ქალაქში 30 ოქტომებრს გამარჯვება საწინდარი და გარანტია იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნებისა. 30 ოქტომბერი იქნება ბრძოლის ველი. დედა, მამა, შვილი, ბიძაშვილი, კიდევ უფრო მეტნი უნდა გავიდეთ. თითოეული ხმა დავიცვათ. არ გვაქვს უფლება სხვაგვარად მოქმედების. ბედნიერები ხართ, რომ პატივი გერგოთ წილად, გქონდეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ ამ ისტორიულ პროცესში, სახელმწიფოს განვითარების პროცესში. ეს პატივი ყველას არ ჰქონდა. ჩვენი წინაპრების ნაწილს ჰქონდა, ნაწილს-არა. მიხეილ სააკაშვილმა მოგვცა მაგალითი, როგორ ვიბრძოლოთ“, – განაცხადა მელიამ.
   
03 ოქტომბერი 2021
სააკაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება - ეკა ხერხეულიძე
„ბევრი რამ შეუძლია მის განცხადებას, მაგრამ ჩემთვის აქ სასიხარულო არაფერია, რადგან ერთი მხრივ, მისი მამაცი პოზიცია, რომ ის არ თმობს უკრაინის მოქალაქეს და მის მეგობარს ციხეში, ადამიანურად მისასალმებელია, რადგან ამას გამბედაობა სჭირდება და ამას ხშირ შემთხვევაში, ვერ აკეთებენ ხოლმე. მაგრამ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი, ქვეყანაში თავისი რისკის ფასად შემოსული ისევ გავატანოთ სხვა ქვეყანას, ჩემთვის ეს არ იქნება მარტივი გადასაწყვეტი ადამიანურად, რადგან ეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, მათ ნებაზე, მტკიცე პოზიციაზე, რამდენად დასაშვები იქნება ეს ფაქტი. უბრალოდ, ეს არჩევანია, ჩვენ გავატანთ, თუ არა სხვა ქვეყანას მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა ხერხეულიძემ.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია