მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
07 ნოემბერი 2025
მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება - ირაკლი კობახიძე
„ქვეყანაში გადატრიალების ხუთი განსხვავებული მცდელობის წინაშე აღმოვჩნდით, მაგრამ ახლა სიტუაცია სრულიად სტაბილურია და ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით სიტუაციის სტაბილიზაცია მოვახერხეთ. ოპოზიცია ძალიან დასუსტდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯების გამო. ახლა ჩვენ გვაქვს სტაბილურობა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, სრულად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე. მიუხედავად ყველა იმ მცდელობისა, იმ ტურბულენტობისა, რაც ქვეყანამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განიცადა, ჩვენ ეკონომიკური განვითარების ძალიან მაღალი ტემპი ვაჩვენეთ და ახლა სრულად ამაზე ვართ კონცენტრირებულები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
   
07 ნოემბერი 2025
არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს, არის ორი, ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო, სახეზეა ღრმა შეუთავსებლობა და სამოქალაქო კონფლიქტი - მიხეილ სააკაშვილი
„გავუსწოროთ სიმართლეს თვალი. არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს. არის ორი, ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო, პირველი – ის ადამიანები, რომელთაც უყვართ ქვეყანა, ეზიზღებათ რუსეთი, უნდათ ევროპაში, სურთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, ემხრობიან დემოკრატიას, თავისუფალ არჩევნებს. აქვთ ღირსებისა და სიამაყის განცდა. ეს ქართველები არიან მშრომელები, განათლებულები, ბრძოლისუნარიანები. აქეთ არიან ანწუხელიძე, შინდისის გმირები, ტატუნაშვილი, კახა ბენდუქიძე, ქუჩებში გამოსული თვალებანთებული უშიშარი ახალგაზრდები, ციხეში თავაწეულად მიმავალი აზა ჩილაჩავა. ივანიშვილმა კი საბოლოოდ ჩამოაყალიბა მეორე საქართველო. ამ საქართველოს მკვიდრები არიან მუქთახორები, ბირჟავიკები, მატყუარები, საოცრად უტიფრები, ბოღმიანები, მშიშრები, ხარბები და კორუმპირებულები, მათ ახასიათებთ მონური დამოკიდებულება მამა მარჩენლისადმი და რუსეთისადმი. მათ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ქვეყანას დაცვა სჭირდება და მზად არიან, ჩაბარდნენ პირველივე დამპყრობელს".
   
06 ნოემბერი 2025
პოლიტპატიმრებო, რეჟიმის ტყვეებო: თქვენი მორალური უპირატესობის წნეხმა გაჭყლიტა „ქოცები“ და სრულიად დაუკარგა ორიენტირების და რაციონალური მოქმედების უნარი! - ნიკა გვარამია
"ძვირფასო და საამაყო ოპოზიციურო, პროდასავლურო პარტიებო, თქვენმა სრულმა იგნორირებამ პარტიების გაუქმების ჯალათური ბოდვის მიმართ, ასევე თავმმდაბალმა და რაციონალურად ერთადერთმა სწორმა დამოკიდებულებამ პროტესტის მიმართ, არ მისცა რეჟიმს შესაძლებლობა, უძრავ სამიზნედ გამოეყენებინეთ და თქვენი ფაქტორის პროპაგანდისტული ექსპლუატაციის გზით გაენადგურებინა პროტესტი, რომლის „ლიდერი“ დღემდე ვერ იპოვნა (იმიტომ, რომ არც ჰყავს) და ამის გამო მეპროტესტეების, პატრიოტული სიჯიუტის და გამბედაობის გამო დღემდე ვერაფერი დააკლო, არადა, ყოველდღე ახალ რეპრესიულ კანონს იღებს და ათობით სხვადასხვა თაობის ადამიანს უშვებს ციხეში! მადლობა სამოქალაქო სეტქორს, აკადემიას და, რა თქმა უნდა, კრიტიკულ მედიებს. ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! პ.ს. გაგასაბოტაჟებთ მე თქვენ, „ქოცებო““, – წერს ნიკა გვარამია.
   
06 ნოემბერი 2025
სააკაშვილის, ვაშაძის, გვარამიას, მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - გენპროკურორი
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.
   
06 ნოემბერი 2025
უვიზო მიმოსვლა არის ხალხის საკუთრება და საფრთხე არ უნდა შეექმნას - ვიკა ფილფანი
„ჩვენი გუნდი მუდმივად ვამბობთ, რომ უვიზო მიმოსვლა არის ხალხის საკუთრება და მას საფრთხე არ უნდა შეექმნას, რადგან ეს ხალხის მონაპოვარია. ვინც სხვანაირად ფიქრობს, სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები უპასუხისმგებლოები არიან. დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი პარტნიორები ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ და ამის ხარჯზე უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენი დამოკიდებულებაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ეს დიდი მონაპოვარი უნდა შეუნარჩუნდეთ. მოლოდინი გვაქვს, რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეჩერდება“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.
   
06 ნოემბერი 2025
არჩევნების ბოიკოტი შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო - ალეკო ელისაშვილი
„მთელ პერიოდს, რაც გადავიარეთ, კარგი ანალიზი სჭირდება. შეცდომებს აღიარება სჭირდება. ჩვენი შეცდომა იყოს ის, რომ ხალხი ვერ დავარწმუნეთ, მოსულიყვნენ თვითმმართველობის არჩევნებზე. რა თქმა უნდა, სხვა ბევრი შეცდომაც იყო. ხელიდან გაშვებული შანსი იყო, თბილისი შეგვეძლო ულაპარაკოდ მოგვეგო, რომ არ ყოფილიყო ვიღაც ჩანერგილი, ვიღაც ზედმეტად გახურებული. სინამდვილეში, არჩევნების ბოიკოტი შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო. შეცდომა იყო არჩევნებზე არმისვლა. შეცდომა იყო ორი თვის წინ დაანონსებული რევოლუცია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 4 ოქტომბერს რომ არ დაგეგმო რევოლუცია, 6-ში დაგეგმე… ავანტიურას უნდა ერქვას ავანტიურა. ამ ყველაფერმა კარგად იმუშავა, ძალიან კარგად იყო მოფიქრებული და დაგეგმილი ავანტიურა. ეს იყო ზუსტად რუსული სპეცოპერაცია – არ წახვიდეთ არჩევნებზე და მოდით რუსთაველზე“, – განაცხადა ელისაშვილმა.
   
06 ნოემბერი 2025
ოთხშაბათის შეხვედრებთან დაკავშირებით მოქალაქეები დეტალური ინფორმაციის მიღებას მერიის ცხელ ხაზზე შეძლებენ – კახა კალაძე
„მინდა, შეგახსენოთ, რომ 12 ნოემბრიდან, ყოველ ოთხშაბათს, თბილისის მერიაში მექნება შეხვედრები მოსახლეობასთან, 16:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში. ჩვენ ისედაც გვაქვს აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ვიყენებთ სოციალურ პლატფორმებს, ვესაუბრებით თბილისელებს სამომავლო და მიმდინარე პროექტებზე, არ გავურბივართ პრობლემებსა და გამოწვევებს. ოთხშაბათის შეხვედრებთან დაკავშირებით კი შეგიძლიათ, დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, სადაც მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას, თუ რა პროცედურებია ამისთვის მანამდე გასავლელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
   
06 ნოემბერი 2025
ევროკომისია: „საქართველოს კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი აქვს“
„საქართველოში აღინიშნება სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა, კანონის უზენაესობას სწრაფი ტემპებით ეცლება საფუძველი და ფუნდამენტური უფლებები მკვეთრად იზღუდება“, ვკითხულობთ პაკეტში, „ხელისუფლების სისტემური და სისტემატური რეპრესიული ქმედებები, მათ შორის კანონმდებლობის მიღება, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს, ფუნდამენტურ უფლებებს და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობას და მიზანში იღებს LGBTIQ თემის წევრებს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტების სრული დაუსჯელობა და ევროკავშირისადმი მტრული რიტორიკა, მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და იმ სტანდარტებს, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას შეეფერება“
   
 
პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2026 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE