მთავარი
ჩვენს შესახებ
საიტის რუკა
კონტაქტი
მთავარი
ადამიანის უფლებები
ჟურნალისტური გამოძიება
კანონმდებლობა
პოლიტიკა
საზოგადოება
დაიჯესტი
ხელოვნება
დოკუმენტები
ანგარიშები
გალერეა
სიახლეები
13 ნოემბერი 2025
სიგიჟეა, რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
"ჩორჩანას საქმე არის ისტორიული, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებს კონკრეტული ადამიანების ხელით და კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენებით. ეს იქნება საქმე, რომელიც აუცილებლად დამოკლეს მახვილივით დაეკიდება თითოეული იმ ადამიანის თავზე, რომელმაც ამ საქმეში მიიღო მონაწილეობა. ეს არის ეროვნული ინტერესების ღალატი, რასაც შესაბამისი პასუხი გაეცემა. ეს საქმე იწყება არარსებული „ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებით, რაღაც დამბეზღებელი ტონით, უსაფუძვლო მტკიცებულებების გარეშე ბრალდებების გაჟღერებით, გრძელდება ცრუ მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებით, როგორებიც არიან სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც თავად იყვნენ მათ შორის პასუხისმგებელი, ასეთი სენსიტიური და მგრძნობიარე თუ იყო ეს საკითხი, რეაგირება მოეხდინათ. წერია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგუშაგოს აღმართვის შესახებ გაიგო ცხინვალის საოკუპაციო მარიონეტული რეჟიმისგან, ეს იმდენად აბსურდულია, რომ თუ ასეთი მოხდა, პირდაპირ მიუთითებს დისფუნქციურობასა და კონკრეტულ დანაშაულზე, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
13 ნოემბერი 2025
ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც - მიხეილ სააკაშვილი
"რატომ დამაბრუნეს სწორედ ახლა ჯალათებთან. ჯერ ერთი იმიტომ, რომ უნდათ ჩემი მრავალრიცხოვანი მომხრეების დაშინება, მეორეც, ეს უგზავნის კონკრეტულ გზავნილს დასავლეთს და უკრაინას, სადაც დღემდე ვირიცხები ზელენსკის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ. საქმე იმაშია, რომ ივანიშვილმა თავის დროზე აიღო ვალდებულება ჩემი სიცოცხლის შენარჩუნების და ახლა ამ ნაბიჯით ეუბნება ევროპელებს და ამერიკელებს, რომ ეს დაპირება (როგორც ყველა სხვა), ძალაში აღარაა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შეთანხმებულია მოსკოვთან. საქმე იმაშია, რომ მსოფლიოსთვის მე ვარ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე წარმატებული რეფორმების და ასევე საქართველოს თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის სიმბოლო. ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც. დღეს მინდა ვუთხრა ადამიანებს, ის რასაც მთელი ეს დრო ვეუბნებოდი - არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ და იბრძოლეთ, ვინაიდან ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია! დიდება თავისუფლებას!"
13 ნოემბერი 2025
კახა კალაძემ მოქალაქეებთან ყოველკვირეული შეხვედრები დაიწყო
დღეიდან, ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში თბილისის მერიაში გაიმართება ინტენსიური შეხვედრები. კახა კალაძესთან შეხვედრის მსურველებს საშუალება აქვთ, მერიის პირველ სართულზე მდებარე მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრში, შემოიტანონ განაცხადი შეხვდრაზე დასწრების მოთხოვნით, სადაც უნდა მიუთითონ საკითხი, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციის ფარგლებში შედის. მოქალაქეები მერს ეტაპობრივად, რიგითობის პრინციპით შეხვდებიან.
13 ნოემბერი 2025
სააკაშვილის ციხეში გადაყვანა დიქტატურის ნაწილია - თინა ბოკუჩავა
„ამ გადაწყვეტილებას აქვს ორი საფუძველი. ერთი, ეს არის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებიდან 13 წლის თავზე ივანიშვილის მთავარი მეტოქე და პოლიტიკური მტერი, ისევე როგორც პერსონალური მტერი დღესაც სწორედ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. ეს განპირობებულია იმით, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის პირადი, ნომერ პირველი მტერია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში, ახლა უკვე პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, რომლებმაც გაბედეს და თავიანთი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა არ ჩააბარეს მტერს, იბრძოლეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად; მეორე, ეს არის ივანიშვილის სასოწარკვეთილი მცდელობა, მიიქციოს დასავლეთის და, კონკრეტულად, აშშ-ის ყურადღება. გახსოვთ, აშშ-ის კონგრესში ბიძინა ივანიშვილზე იყო საუბარი, როგორც ვერშემდგარ, უნიათო დიქტატორზე, და ახლა დიქტატურის კონსოლიდაციით ივანიშვილი ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოს დიქტატურა შედგა, თავად შედგა, როგორც დიქტატორი და დიქტატორის რანგში მაინც დაელაპარაკოს დასავლეთსa და აშშ-ს".
13 ნოემბერი 2025
ინსულინის მომარაგება არ შეწყვეტილა, პრეპარატის ჩანაცვლება არავითარ პრობლემას არ შეიცავს - მიხეილ სარჯველაძე
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულება და პრობლემები შეიქმნა მის მიერ წარმოებული ინსულინის მოწოდებასთან დაკავშირებით, ზოგადად, ქვეყანაში ინსულინის ხელმისაწვდომობაზე შეფერხება არ არსებობს და მის გარეშე არავინ დარჩება. სარჯველაძის თქმით, მშობლებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, მკურნალობა გაგრძელდეს ალტერნატიული პრეპარატით და მოხდეს მისი ჩანაცვლება.
12 ნოემბერი 2025
დეკემბერში ევროკომისია წარადგენს უვიზოს შეჩერების ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც - პაველ ჰერჩინსკი
"საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და თავად შეუძლია გადაწყვიტოს, რა კანონები მიიღოს, ჩემი როლია, როგორც ევროკავშირის ელჩის, რომ ვუთხრა ქართველებს, რომელი კანონი შეესაბამება ევროკავშირის და რომელი - არა. 2024 წლის გაზაფხულზე ჩვენ ვთხოვდით ხელისუფლებას, არ მიეღოთ უცხოური აგენტების კანონი, რადგან ეს გამოიწვევდა შედეგებს. კანონის მიღების შემდეგ კი ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დე-ფაქტო შეეჩერებინა საქართველოს ევროინტეგრაცია. ჩვენ ვთხოვდით ხელისუფლებას, რომ კურსი შეეცვალა. მიხარია და ვფიქრობ, რომ კარგია თუ ზოგიერთმა პარლამენტარმა საბოლოოდ აღმოაჩინა 2024 წლის ივნისს ის ევროპული საბჭოს დასკვნა. რაც მაღელვებს ისაა, რომ მათ 18 თვე დასჭირდათ იმისთვის, რომ რაც გააკეთეს, ამას შედეგები მოჰყვება. ეს დასკვნა იყო პირველი გამოღვიძების ზარი, საბოლოო გამოღვიძების ზარი კი ბოლო გაფართოების ანგარიშია, რომელიც მართლაც გამანადგურებელია" - ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.
12 ნოემბერი 2025
გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - გიორგი გვარაკიძე
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გვარაკიძემ განაცხადა, საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანის ეპიზოდებს. „კერძოდ, პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს“, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ. გვარაკიძის თქმით, ბრალდება, რომელიც გიორგი გახარიას წარედგინება, სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
12 ნოემბერი 2025
გამონათქვამი “დუმილი ოქროა” ეკონომისტებში სულ სხვა დატვირთვას იძენს, ამიტომაც დუმან-მიკროეკონომიკურად - რომან გოცირიძე
"უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები უმუშევარი რომ დარჩებიანო, იკითხავს მავანი. გამოძებნიან რაიმეს. ბოლოს და ბოლოს, ჯერ უვიზო რეჟიმი არ გაუქმებულა და ევროპაში ბევრი სამუშაო ადგილია. ტრამპმაც ვერ ჩაკეტა ჯერ-ჯერობით მექსიკის საზღვარი ბოლომდე. ინტრიგნებს რა გამოლევს, ვიღაცა იტყვის, 102 წლის სპეციალობას აუქმებენო. რიცხვები მხოლოდ სიმბოლოებია, შეუსწორებს ამ ინტრიგანს ის მეორე, პრაგმატიკოსი პროფესორი, რომელსაც შეიძლება დისერტაციაც კი აქვს დაცული განათლების სისტემაში ეკონომიკური ეფექტიანობის საკითხებზე. მან კარგად იცის, რომ ეფექტი სხვა არის და ეფექტიანობა სულ სხვა. ეკონომისტები პრაგმატული ხალხია. აქა-იქ თუ გამოერევა ორიოდე სული ინტრიგანი. მხოლოდ რომელიმე პენსიონერმა პროფესორმა შეიძლება ამოიღოს ხმა, ისეთმა, საქმე რომ შემოლევია. სტუდენტური ამბოხის ეშინიათო, ამასაც მოვკარი ყური. ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ დადასტურებული ფაქტებით მიყვარს საუბარი. ფაქტი კი ისაა, რომ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ რატომღაც დუმან".
<<
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
>>
პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია
გამოკითხვა
სპონსორები
2026 ყველა უფლება დაცულია
Created by
SPAR.GE
| Hosting is provided by Internet Services LLC
FINDDOMAIN.GE