მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
25 ნოემბერი 2025
უცხოელი ინვესტორისთვის ამ პროექტის ხიბლი ჩვენი მიწების ჩალის ფასად მიღება ყოფილა - რომან გოცირიძე არაბულ ინვესტიციაზე
"ხვალ “ოცნების” პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენაა არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებით. ალბათ იგივეს იტყვის, რასაც ტელეეკრანებიდან ვისმენთ, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე ამ ვრცელი განმარტების გაკეთება აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ საკითხზე-კაპიტალის ფორმირებაზე. პირველ რიგში უნდა გავცეთ პასუხი კითხვაზე: მართლა 6,6 მილიარდი დოლარის ოდენობის უცხოური ინვესტიცია შემოდის თუ ეს არის მორიგი პროპაგანდისტული ბლეფი?"
   
25 ნოემბერი 2025
ივანიშვილი მილიარდ დოლარს იმ შემთხვევაში დაიბრუნებს, თუ საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას - თინა ბოკუჩავა
ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ მილიარდ დოლარს იმ შემთხვევაში დაიბრუნებს, თუ საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას, საქართველოს დააბრუნებს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე, ამ ქვეყანას დაუბრუნებს სიმშვიდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, „ივანიშვილმა არ უნდა მოუსმინოს ხელქვეითებს, რომლებიც მას ატყუებენ“.
   
25 ნოემბერი 2025
ახლა იმ ჩვენი ცოდვით სავსე დიფსთეითმა ნახევარი მილიონი აკაცუკი რომ ჩამოათრიოს არჩევნების დღისთვის საქართველოში, მერე რა გვეშველება? - დავით ზურაბიშვილი
ქართული ოცნება / Georgian Dream - ემიგრანტებს რომ ფაქტობრივად ჩამოართვით ხმის უფლება დიფსთეითის შიშით და კეთილი ინებონ და საქართველოში ჩამოვიდნენ ხმის მისაცემადო რომ გაიძახით, ადრე ის მაინც შეგეძლოთ საარჩევნო უბნები არ გაგეხსნათ საზღვარგარეთ და ახლა იმ ჩვენი ცოდვით სავსე დიფსთეითმა ნახევარი მილიონი აკაცუკი რომ ჩამოათრიოს არჩევნების დღისთვის საქართველოში, მერე რა გვეშველება? საცა უკრაინას და რუსეთს ომი დააწყებინა და შვეიცარიის საბანკო სისტემა დაამხო ბიძინას ჯინაზე, ეგ გაუჭირდება? - წერს ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
   
25 ნოემბერი 2025
ავუგროვოთ ივანიშვილს ეს ფული, მივაშავოთ და გადაშენდეს, დაანებოს ამ ქვეყანას თავი - ალეკო ელისაშვილი
ვისაც შეხება ჰქონია ბიძინა ივანიშვილთან და საქმიანი შეხება ჰქონია, რამდენიმეს ვიცნობ, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს მანიაკალურად უყვარს ნაღდი ფული. გადაგვაყოლა, დააქცია ქვეყანა თავისი რაღაცა 607 მილიონის გამო. განცხადებებსაც წერს, რამდენი განცხადება გამოაქვეყნა წერს, დამიბრუნეთ ჩემი ფული, დაუბრუნონ და გადაშენდეს. რავიცი ავუგროვოთ ეს ფული, სახლი გავყიდოთ, კარი გავყიდოთ და მივაშავოთ, რომ გადაშენდეს და დაანებოს ამ ქვეყანას თავი", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
   
25 ნოემბერი 2025
ბატონო სალია შეუშვით გლდანის ციხეში მედია, პატიმრები ანტისანიტარიასა და საკვებად უვარგის საჭმელზე საუბრობენ - ადვოკატი
"გლდანის მერვე დაწესებულებაში პატიმრები გვიყვებიან ერთსა და იმავეს - გაფუჭებული და მატლიანი საკვები, სიბინძურე და არასათანადო პირობები ციხეში. ბატონო სალია თქვენ და თქვენი უწყება კი გვეუბნებით, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე, მოგონილი ამბავი და ტყილი, მე მაქვს ერთი მარტივი თხოვნა - გახსენით მე-8 დაწესებულების კარები და დაუშვით მედია, გახსენით მე-8 დაწესებულების კარები და შიგნით დაუშვით ჟურნალისტები, საწყობში, სამზარეულოში, საკნებში და საზოგადოება უკვე თავისი თვალით ნახავს ნამდვილ სიმართლეს, თუ თქვენ არაფერი დასამალი არ გაქვთ".
   
24 ნოემბერი 2025
ბიძინა, კიდევ კარგი ბრიტანეთში მოსამართლე მურუსიძე არ არის - გია ხუხაშვილი
"ბიძინა, კიდევ კარგი ბრიტანეთში მოსამართლე მურუსიძე არ არის…" - წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში. გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სააპელაციო სასამართლოს წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ერთხმად უარყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანიის, CS Life-ის საჩივარი ყველა საკითხზე, ზარალის შეფასების ზუსტი თარიღის დაწყების გარდა. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ჯვარედინი საჩივარი. ამგვარად, სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლებიც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებდა.
   
24 ნოემბერი 2025
"1 წელი სრულდება მშვიდობიანი პროტესტის დაწყებიდან, გამოდით ქუჩაში, არ შეშინდეთ, გაბრაზდით" - სინდისის პატიმრის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართვა
„არ ვიცი, საიდან დავიწყო იმდენი რამის თქმა მინდა, მაგრამ... ყველას აინტერესებს ციხეში როგორ ვართ, რას ვაკეთებთ, როგორი მოტივაცია გვაქვს, რამე ზეგავლენა იქონია თუ არა ციხემ ჩვენზე? ორიოდე სიტყვით ვიტყვი. ვართ ძალიან მხნედ ციხის პირობებშიც კი (თუ გინდათ აქედან გაგამხნევებთ), ვსწავლობთ, ვძლიერდებით როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად, ვსაუბრობთ, განვიხილავთ თემებს და ხშირად ვბრაზობთ იმ უსამართლობაზე, რაც ქვეყანაში ხდება. მოტივაცია იმაზე დიდია, ვიდრე მაშინ, სანამ ციხეში მოვხვდებოდით. საერთოდ არანაირი ზეგავლენა არ ჰქონია ციხეს ჩვენზე, პირიქით, ვიყენებთ ჩვენ სასარგებლოდ“ - თქვა სინდისის პატიმარმა [პუბლიკას მიხედვით]
   
24 ნოემბერი 2025
სატყეო სააგენტო გახშირებულ ხანძრებთან დაკავშირებით მოსახლეობას მოუწოდებს, ტყეში გადაადგილებისას სიფრთხილე გამოიჩინონ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ტყის ხანძრების რამდენიმე კერა ფიქსირდება. სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2026 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE