მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
28 ნოემბერი 2025
გარეთ ჯარისკაცებს პარავ, სამხედროებს და გძინავს უდარდელად, მერე აქ ხვდები და ვერ იძინებ, რანაირად? - ზურაბ ჯაფარიძე
"ერთად ვათევთ მე და ბობოლა ქოცი. ნეტა რომელია? ბავშვებს რომ პარავდა თუ ჯარს? ნეტა, ამას რაღა არ აძინებს? დაკარგული ზოდი? მეეჭვება. უცნაური ამბავია მაინც. გარეთ ჯარისკაცებს პარავ, სამხედროებს და გძინავს უდარდელად. მერე აქ ხვდები და ვერ იძინებ. რანაირად? ალბათ პრესავენ რომ ვიღაცებს დაადოს ხელი? და მანდ აუნთო სინდისმა. “კაცობაში” ჩაჭრა არ უნდა და ეგ არ აძინებს. ჯარის დედაც, გაბო&ებაზე წუხს. ეგეთი კონფიგურაციის სინდისი აქვს, ქოცის სინდისი. უნდა დავიძინო ამის ჯინაზე. ძალიან ტკბილად. დილით საქმე მაქვს, წერილებია დასაწერი. Insomnia. Faithless. კარგი კაცი იყო ცხონებული... არა, არ მიდის ერთმანეთზე ცხონებული და Faithless. უნდა დავიძინო. იმან იფიქროს, ქოცმა".
   
28 ნოემბერი 2025
საქართველოში მიზანმიმართულად მიმდინარეობს ანტიდასავლური განწყობების წახალისება და სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაცია - დიპლომატები
„საქართველოში მიზანმიმართულად მიმდინარეობს ანტი-დასავლური განწყობების წახალისება და სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაციის მცდელობა, – ამის შესახებ დიპლომატების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. მათი შეფასებით, "ოცნების" ხელისუფლების ნაბიჯებმა ქვეყანა ევროპულ კურსს მკვეთრად ჩამოაშორა, გაზარდა იზოლაციის რისკი და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება რუსული ზეწოლის წინაშე დაუცველად დატოვა. დიპლომატები პარტნიორებს მოუწოდებენ, საქართველოს საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგიდან არ ამოიღონ, გაითვალისწინონ ქართველების უმრავლესობის ნება და გააგრძელონ ქვეყნის თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერა.
   
28 ნოემბერი 2025
პროტესტის ერთწლიან პერიოდში ჟურნალისტების ძალადობის, შევიწროების და დაშინების 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"
პროტესტის 1 წელი კრიტიკული მედიისთვის - "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო" წერს, რომ ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მოჰყვა, განსაკუთრებით მძიმე იყო ქართული კრიტიკული მედიისთვის, რომელიც ისედაც მწირი ფინანსური თუ ტექნიკური რესურსების პირობებში, საპროტესტო პროცესებს ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად აშუქებდა. TI-ის ცნობით, პროტესტის ერთწლიან პერიოდში დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების, დევნისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით ხელშეშლის 400-მდე საჯაროდ დაფიქსირებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 300-მდე მიმდინარე წელს, 100-მდე კი - 2024 წლის ბოლო 1 თვეში.
   
28 ნოემბერი 2025
ამ კანონებით ევროკავშირში ვერ გაწევრიანდებით - პეტერ ფიშერი
„შეგიძლიათ, გქონდეთ უცხოური ძალის აგენტების და გამჭვირვალობის შესახებ კანონები, გრანტების შესახებ კანონი, მაგრამ ამ კანონებით ევროკავშირში ვერ გაწევრიანდებით. იგივე ეხება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ გატარებულ ზომებს. ლიბერალურ დემოკრატიაში მთავრობას არ შეუძლია, აირჩიოს ოპოზიცია, არამედ მათ უნდა იურთიერთონ არსებულ ადამიანებთან. ეს არის დემოკრატიის ცენტრალური იდეა. ადამიანებს აქვთ თავისუფლება, გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური ხედვა, თუნდაც ეს მთავრობას არ მოსწონდეს“, – აღნიშნა პეტერ ფიშერმა.
   
27 ნოემბერი 2025
თავისუფალ, და სოლიდარობის იდეით გამსჭვალულ ადამიანთა გამარჯვება გარდაუვალია - ლანა ღოღობერიძე
უბრალოდ ყველა თავის თავსაც უნდა მოერიოს. ჩავკლათ ჩვენს თავში ჩვენი დემონები. მათში ერთერთი მთავარი და დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე - შიში. და კიდევ - არსებულ მდგომარეობასთან შეგუების ცთუნება. გულით ვირწმუნოთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! 28-ში, ყველა, რუსთაველზე! თავისუფალ, და სოლიდარობის იდეით გამსჭვალულ ადამიანთა გამარჯვება გარდაუვალია" - წერს ლანა ღოღობერიძე.
   
27 ნოემბერი 2025
რეჟიმი, რომელიც ვერ ერგება ხალხს, შიშით ცდილობს ხალხი მოირგოს - ზურაბ ჯაფარიძე
"28-შიც და ყოველთვის, სანამ არ მოვიგებთ, ქუჩაში უნდა გამოვიდეთ საკუთარი თავის გამო. საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცოთ ყოველ ჯერზე, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად შიშისა, დავრჩით ადამიანებად და უარს არ ვამბობთ ხმის ამოღებაზე. რომ არ ვიქეცით პირუტყვებად. კრემლს ეშინია ადამიანების", - წერს პატიმარი ზურაბ ჯაფარიძე.
   
27 ნოემბერი 2025
პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე სავალდებულო გახდება თითის ანაბეჭდის დატანა
საქართველოს მოქალაქის პირადობისა და პასპორტის გაცემის წესში ცვლილებები შედის | კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და ის პირველი მოსმენით უკვე მიიღეს. კანონის ძირითადი ნაწილი, რომელიც ახალი თაობის დოკუმენტებს შეეხება, 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.
   
27 ნოემბერი 2025
საქართველოს მთავრობა აღარ არსებობს, მარიონეტი მთავრობა ინსტრუქციებს მოსკოვიდან იღებს - სალომე ზურაბიშვილი
"პასუხი ნამდვილად არ არის საქართველოს მთავრობასთან მუშაობა. საქართველოს მთავრობა აღარ არსებობს. მარიონეტი მთავრობა გვყავს, რომელიც ფაქტობრივად მოსკოვიდან იღებს ინსტრუქციებს, ყოველ მეორე დღეს რუსეთის ლიდერებისგან იღებს კომპლიმენტებს და ძალიან აგრესიულია საქართველოში ევროკავშირის ან შეერთებული შტატების წარმომადგენლების მიმართ, ძალიან აგრესიულია ყველა ევროპული პოლიტიკური ქმედების მიმართ. ასე რომ, მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობა არ არსებობს. არსებობს გარედან მუშაობის შესაძლებლობები. ევროპული ინსტიტუტები ახლა არიან სხვადასხვა გამოწვევის წინაშე, და ეს პირველ რიგში უკრაინაა. თუმცა ჩვენ გვჭირდება მეტი ყურადღება. საჭიროა გაცნობიერება რომ ეს არ არის რეჟიმი რომელიც იხრება ავტორიტარიზმისკენ, მას უნდა დაერქვას სახელი, ეს არის რუსული პოლიტიკა საქართველოში. ამის აღიარებაა საჭირო," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2026 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE