მთავარი
ჩვენს შესახებ
საიტის რუკა
კონტაქტი
მთავარი
ადამიანის უფლებები
ჟურნალისტური გამოძიება
კანონმდებლობა
პოლიტიკა
საზოგადოება
დაიჯესტი
ხელოვნება
დოკუმენტები
ანგარიშები
გალერეა
სიახლეები
05 ნოემბერი 2025
რომან გოცირიძის მიმართვა Emaar ფონდის სახელის არასწორად გამოყენებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის შესახებ
"საერთაშორისო და საჯარო წყაროებით დადასტურებულია, რომ აღნიშნულ პროექტს ახორციელებს კერძო კომპანია Eagle Hills, რომელიც არ არის Emaar Properties-ის შვილობილი კომპანია და არც რაიმე სამართლებრივი კავშირი აქვს მასთან. ორივე კომპანიას მხოლოდ ერთი საერთო ფიგურა აერთიანებს — ბატონი Mohamed Alabbar, თუმცა იურიდიულად ისინი სრულიად დამოუკიდებელი სტრუქტურებია. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება და პროპაგანდისტული მედია ამ ფაქტს იყენებს იმისთვის, რომ საზოგადოებაში შექმნას ცრუ წარმოდგენა, თითქოს საქართველოში ინვესტიციებს ახორცირლებს ემირატების სახელმწიფო ფონდი და ემირატების მთავრობა. ეს არის სიცრუე, რომელიც არა მხოლოდ ქართული და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, არამედ აზიანებს Emaar Properties-ისა და ემირატების სახელმწიფოს რეპუტაციას, რადგან მათი სახელი გამოიყენება პოლიტიკური პროპაგანდისა და შიდა პოპულისტური მიზნებისთვის, ასევე კომერციული რეკლამისათვის. გთხოვთ, როგორც ემირატების სახელმწიფო სტრუქტურამ და პასუხისმგებელმა კომპანიამ, შესაბამისი ნაბიჯები გადადგათ იმისათვის, რომ შეჩერდეს თქვენი სახელის არაკეთილსინდისიერი გამოყენება საქართველოში და გავრცელდეს ოფიციალური განმარტება ამ საკითხზე. მიგვაჩნია, რომ დროული და ღია პოზიცია დაიცავს როგორც Emaar Properties-ის, ისე ემირატების სახელმწიფოს რეპუტაციას და შეაჩერებს ცრუ პროპაგანდას, რომელსაც მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს".
05 ნოემბერი 2025
უახლოეს დღეებში გადავწყვეტთ, მივიღებთ თუ არა იმ ტრაგიკომედიაში მონაწილეობას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით ხდება - თინა ბოკუჩავა
„ნონსენსია, რეჟიმი პარტიას გაუქმებით ემუქრებოდეს, ამ დროს შენ საკრებულოებში ერთი და ორი ადამიანით ძალაუფლების გამოგლეჯაზე საუბრობდე. თუმცა, მე სხვა პარტიის გადაწყვეტილებაზე ვერ ვისაუბრებ. „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება, ჩვენ უახლოეს დღეებში გადავწყვეტთ, მივიღებთ თუ არა ამ პროცესში მონაწილეობას. ეს პროცესი წინსწრებით განსაზღვრული პროცესია ანუ ტრაგიკომედიის ფინალი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით, რომელიც რეალურად არა რომელიმე პარტიის გაუქმებაზე, არამედ დემოკრატიის, თავისუფალი სივრცის გაუქმებაზეა ორიენტირებული, სამწუხაროდ ნათელია. საკონსტიტუციო სასამართლო ისეთივე მორჩილია, ერთეული მოსამართლეების გამოკლებით, როგორც ყველა სხვა ინსტანციის სასამართლო, მაგრამ, ფორმალურად მაინც მივიღებთ თუ არა მონაწილეობას ამ პროცესში, სიმართლის დასაფიქსირებლად და ისტორიისთვის, რომ დარჩეს საქართველოს უახლეს ისტორიას, უახლოეს დღეებში განვსაზღვრავთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
05 ნოემბერი 2025
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით მანანა გიორგობიანი დააკავეს - შსს
„მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გვიან ღამით ბრალდებულმა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს – 2006 წელს დაბადებულ თ.მ.-ს და 2004 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს – 1996 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე ექვსივე პირი. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების ადგილსამყოფელის დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მოცემულ შემთხვევაში ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
04 ნოემბერი 2025
შსს-მ 29 ივლისიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 55-ჯერ, 5 000 ლარით დააჯარიმა, ის ჯამში 275 000 ლარით არის დაჯარიმებული - სოციალური სამართლიანობის ცენტრი
შსს-მ 29 ივლისიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 55-ჯერ, 5 000 ლარით დააჯარიმა, თუმცა ამის შესახებ სადიგოვისთვის არავის შეუტყობინებია. ის ჯამში 275 000 ლარით არის დაჯარიმებული | ინფორმაციას ამის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.
04 ნოემბერი 2025
არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაიქირავოს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია - რომან გოცირიძე
"არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაიქირავოს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რათა არ მოხდეს ისეთი ხელშეკრულების გაფორმება, როგორც ეს ნამახვანთან და ინტერ-რაოსთან დაკავშირებით მოხდა და რამაც კოლოსალური ზიანი მიაყენა ქვეყანას. ასეთი საერთაშორისო კომპანია დაქირავებული ჰყავდა მთავრობას როტშილდების სახით. მას უნდა შეეწყო ხელი გონიოში და თბილისის ზღვაზე (რეგიონული საფინანსო ცენტრი) ინვესტიციების განხორციელებაში. ამ კომპანიამ ბიუჯეტიდან წაიღო 10 მილიონი ლარი და დღემდე არ იძებნება რაიმე დოკუმენტი გაწული საქმიანობის შესახებ, რაშიც ამ თანხის გაცემის მიზნობრიობა იქნებოდა დადასტურებული. არაერთხელ ვეცადეთ პარლამენტში, რომ რაიმე საბუთი მოგვეპოვებინა, მაგრამ უშედეგოდ. არც ფინანსთა სამინისტრომ და არც ეკონომიკის სამინისტრომ ამ ხარჯების შესახებ არაფერი იცის. ფული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიცემოდა".
04 ნოემბერი 2025
ექიმ გიორგი ახობაძეს აეროპორტიდან სახლში მიმავალს თავს დაესხნენ
"აეროპორტიდან ამეკიდა შავი პრადო... ბოლო მოდელი. ტაქსს გადაუჭრა წინ გზა - ვიღაც ტიპები გადმოხტნენ, პოლიციიდან ვართ, ღონისძიება ტარდებაო. კარი გამიღეს უკნიდან და ფიზიკურად გამისწორდნენ - ეგენი არიან, ლაშა ბასლანძის სამეგობროს ან ვიღაცა მაგათი მოგზავნილი ტიპები, ან თვითონ ეგენი. როცა ვიძახი რომ ტერორისტები არიან-თქო, არიან ტერორისტები. შუა ქალაქში, ტაქსს უცებ გადაუყენეს მანქანა, პოლიციელებად წარმოგვიდგნენ და დაიწყეს ფიზიკური ძალადობა. რა თქმა უნდა, ამას არავინ არ გამოიძიებს..." | ამბობს გიორგი ახობაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.
04 ნოემბერი 2025
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული თვის მანძილზე ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულ იქნა ინდოეთის, ირანის, თურქეთის, პაკისტანის, ერაყის, ეგვიპტის, ლიბანის, მაროკოს, ფილიპინების, იორდანიის, ბანგლადეშის, ჩადის, კოტ დ’იუარის, რუმინეთის, რუსეთის, ნიგერიისა და სხვა ქვეყნების, ჯამში, 121 მოქალაქე. მათივე ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
03 ნოემბერი 2025
ვადამდელზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ მურუსიძე-ჩინჩალაძეს რომ სახეს გააძრობენ, ეგ უეჭველია, ჟანრის კანონია - ზურაბ ჯაფარიძე
"სანქცირებულების დიდი ნაწილი უკვე ჩახსნეს. დარჩენილია სასამართლო. აი, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მოსაშორებლად თუ დასჭირდათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაშინ დანიშნავენ ვადამდელს რუსები და მერე გაასუფთავებენ სასამართლოს".
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
>>
პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია
გამოკითხვა
სპონსორები
2025 ყველა უფლება დაცულია
Created by
SPAR.GE
| Hosting is provided by Internet Services LLC
FINDDOMAIN.GE