მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
24 ნოემბერი 2025
მოშიმშილე გედევან ფოფხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
შიმშილობის 28 დღე პარლამენტთან - მოშიმშილე მოქალაქეებს უკვე გადაადგილება უჭირთ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. განსაკუთრებით რთულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გედევან ფოფხაძის მდგომარეობა. მან მედიასთან კომენტარის გაკეთებაც კი ვერ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მოშიმშილეების მდგომარეობოდან გამომდინარე, ვაჟა გაფრინდაშვილის ხელმძღვანელობით ადგილზე ექიმების მობილური ჯგუფები იქნება მობილიზებული. მედიკოსებმა კარავი უკვე გაშალეს, სადაც 24 საათიან რეჟიმში იმორიგევებენ.
   
24 ნოემბერი 2025
მზია ამაღლობელს მხედველობის შესანარჩუნებლად საჭირო კვლევები და მკურნალობა არ უტარდება - საია
"მზია ამაღლობელს თავისუფლებასთან ერთად, წართმეული აქვს უფლება, ჩაუტარდეს გამოკვლევები იმ კლინიკაში, რომელიც აღჭურვილია მის დიაგნოზთან თავსებადი სამედიცინო ტექნიკით, სათანადო გამოკვლევების შედეგად მიიღოს ინფორმაცია, რა პროცედურებია საჭირო მინიმალურ ნიშნულზე არსებული მხედველობის შესანარჩუნებლად. მივმართავთ, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში მზია ამაღლობელისათვის შესაბამისი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ორივე თვალზე და კვლევების გათვალისწინებით, დაიგეგმოს მკურნალობა მხედველობის შესანარჩუნებლად".
   
24 ნოემბერი 2025
დადასტურდა, რომ ივანიშვილის რეჟიმი უკიდურესად მოწყვლადია და გადარჩენის ერთადერთ შანსს რუსეთის გამარჯვებაში ხედავს - თამარ ჩერგოლეიშვილი
საბოლოოდ დადასტურდა, რომ ის 28-პუნქტიანი გაჟონილი დოკუმენტი არათუ არ შეთანხმდება, არც განიხილებოდა შესათანხმებლად და მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის სურვილების ერთგვარი კომპილაცია იყო, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ჩერგოლეიშვილი წერს „ასევე დადასტურდა, რომ ივანიშვილის რეჟიმი უკიდურესად მოწყვლადია და გადარჩენის ერთადერთ შანსს რუსეთის გამარჯვებაში ხედავს“. "იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი სწრაფად მოვგუდოთ, სულ ორი რამე გვჭირდება: 1. მტკიცე და ხაზგასმით მშვიდობიანი, მოქნილი პროტესტი, რომელიც რეჟიმს არ აღიარებს, არ თანამშრომლობს და სწორ მომენტში ზვავად იქცევა; 2. პოლიტიკური ალტერნატივის დანახვა – შინაარსი, შინაარსი, შინაარსი, შინაარსი… ოფშკვითში, გოლასკურში, ვაკეში, აწყურში, ნუცუბიძის პლატოზე, გლდანში, ომალოში…"
   
24 ნოემბერი 2025
ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება - გივი მიქანაძე
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება. გამოცდისთვის რეგისტრაცია 24 ნოემბერს დაიწყება და პირველ დეკემბერს დასრულდება, – აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გივი მიქანაძის თქმით, მსოფლიოს სახელმწიფოთა დიდი ნაწილი ატარებს სახელმწიფო ენის გამოცდებს, რომელთა შედეგების მიხედვით გამოსაცდელს ეძლევა ენის ფლობის შესაბამისი და იმ კონკრეტული ქვეყნის მიერ აღიარებული სერტიფიკატი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი სტუდენტებისთვის, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების მქონე უცხოეთის მოქალაქეებისთვის, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისა და ბიზნესსექტორში დასაქმებული არაქართულენოვანი კადრებისთვის.
   
24 ნოემბერი 2025
ტყისა და მინდვრის საფარი გამომშრალია, მოგმართავთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ბუნებაში გადაადგილებისას - საგანგებო სიტუაციების სამსახური
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მინდვრის და ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით მოგმართავთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ბუნებაში გადაადგილებისას, – ამის შესახებ აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში ნარჩუნდება უნალექო ამინდი, ტყისა და მინდვრის საფარი გამომშრალია, რაც ზრდის ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკს.
   
23 ნოემბერი 2025
23 ნოემბერს, გიორგობის დღეს საქართველოში გაიმარჯვა „ვარდების რევოლუციამ“, ის მოჰყვა მრავალი წლის სტაგნაციას, სიღარიბეს, კორუფციას, კრიმინალს და გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს - მიხეილ სააკაშვილი
2003 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს საქართველოში გაიმარჯვა „ვარდების რევოლუციამ“. ის მოჰყვა მრავალი წლის სტაგნაციას, სიღარიბეს, კორუფციას, კრიმინალს და შევარდნაძის მიერ მთლიანად გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტში. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „„ვარდების რევოლუცია“ 2003 წელს არ დამთავრებულა, პირიქით, 23 ნოემბერმა სათავე დაუდო მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტო, რადიკალურ, სიღრმისეულ რეფორმებს, რომელთაც შეუმდგარი სახელმწიფო აქციეს მსოფლიო მასშტაბის მაგალითად განვითარების და წარმატების“.
   
22 ნოემბერი 2025
რუსული გეგმა, რომელიც სურთ ტრამპის პროექტად გაასაღონ - რომან გოცირიძე
"ტრამპის 28 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში რუსული ენის სახელმწიფო ენად დაბრუნებიდან დაწყებული, რუსეთისათვის სანქციების მოხსნას და ომის დამნაშავეების მიმართ ყოველგვარი სამართლებლივი დევნის არდაშვებას სამომავლოდ, ანუ საყოველთაო საერთაშორისო ამნისტიას, რუსეთისათვის სისხლის ჩამორეცხვისა და ცივილიზებულ სამყაროში მისი დაბრუნების ტოლფასია. ეს ითვალისწინებს მიტაცებული ტერიტორიების დე იურე აღიარებასაც. ეს არის რუსული გეგმა, რომელიც ტრამპის პროექტად უნდათ რომ გაასაღონ. თანაც პოზას იჭერენ, ვითომ არც რუსები ეთანხმებიან ამას. უკრაინა უმძიმეს მდგომარეობაშია ჩავარდნილი. ამ გეგმაზე უარის თქმის შემთხვევაში ტრამპი იმუქრება სამხედრო იარაღის მიწოდების და ომის ველზე სადაზვერვო მხარდაჭერის შეწყვეტით. პირველ რიგში ევროპამ უნდა ჩაშალოს ეს რუსული გეგმა", - წერს ექსპერტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
   
22 ნოემბერი 2025
როცა გვადარებენ დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით, კორუფციით, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან - ირაკლი კობახიძე
შეიძლება, შეხვედრაზე დაგეთანხმოს კიდევაც, ამის პრეცედენტებიც გვქონია, "წავა, იმავეს გააკეთებს, რადგან დავალება დავალებაა, იმას ვერ გაექცევი. რაღაც მომენტამდე ასე იყო, ან სიტყვას ბანზე გვიგდებდნენ, ან გვეთანხმებოდნენ და მაინც იმავეს აკეთებდნენ, ახლა გაურბიან ყველა საუბარს. უკვე ისეთი სხვაობები გაჩნდა – როცა გვადარებენ ჩვენ უკრაინას და მოლდოვას, უკვე გაუსაძლის მასშტაბს აღწევს სხვაობა საქართველოსა და იქით უკრაინასა და მოლდოვას შორის. უკვე შეუძლებელია საუბარი. გინდა ავიღოთ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კორუფცია, უკვე გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2026 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE