მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
09 ოქტომბერი 2023
საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებული არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე - ირაკლი ღარიბაშვილი
ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებული არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ორი ქვეყნის ხალხის საკეთილდღეოდ, საქართველო და აზერბაიჯანი პოტენციური ერთობლივი პროექტების გამოვლენაზე მუშაობენ ვაჭრობის, ენერგეტიკის, მდგრადი და ინფრასტრუქრურული განვითარების სფეროებში.
   
09 ოქტომბერი 2023
სამხედრო მოსამსახურეებს „ჯარის ქალაქში“ ბინები გადაეცათ - თავდაცვის სამინისტრო
სამხედრო მოსამსახურეებს „ჯარის ქალაქში“ ბინები გადაეცათ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბინების გადაცემის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები.
   
24 სექტემბერი 2023
საქართველოში მკვეთრად შემცირდა ტუბერკულოზის შემთხვევები და გაუმჯობესდა მკურნალობის შესაძლებლობები - ზურაბ აზარაშვილი
საქართველოში ტუბერკულოზის, მათ შორის წამლებისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევები, 2015 წელთან შედარებით, 50%-ით შემცირდა, ასევე გაუმჯობესდა დაავადების ყველა ფორმის მკურნალობის მაჩვენებელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა აშშ-ში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
   
21 სექტემბერი 2023
აზერბაიჯანი და სომხეთი მოაგვარებენ არსებულ პრობლემებს და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები დაიწყებენ სამომავლო სამმხრივ ფორმატზე მუშაობას - ილჰამ ალიევი
„ასევე უნდა ვთქვა, რომ ვისაც ვეზიზღებით, ვისაც სძულს ჩვენი მიწა და ვინც ვერ ეგუება ჩვენს წარმატებას, არასოდეს დაივიწყოს, რომ „რკინის მუშტი“ ადგილზეა და მუდამ ადგილზე იქნება! კარნახის და ულტიმატუმის ენით ვერავინ დაგველაპარაკება! ნუ დაივიწყებთ ამას! ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანია“, – განაცხადა ალიევმა.
   
09 სექტემბერი 2023
ვაგრძელებთ ძველებურად – ბოღმა, სიძულვილი, ერთმანეთის გაუტანლობა! - სალომე ზურაბიშვილი
„ამ დროს კი, როცა გვჭირდება ყველაზე მეტად დაფიქრება იმაზე, თუ რამდენად ეს ტრაგიკული მოვლენები შემთხვევითობას მიეკუთნება, თუ პირიქით, ეს ყველაფერი ჩვენი საქციელის, მოუმზადებლობის, ქვეყნისა და ადამიანების მიმართ გულგრილობის შედეგია… ვაგრძელებთ ძველებურად – ბოღმა, სიძულვილი, ერთმანეთის გაუტანლობა! “- წერს სალომე ზურაბიშვილი.
   
05 სექტემბერი 2023
„მოქალაქეების“ სახელით მოვითხოვ, მოხდეს ყველა იმ პენსიონერის სესხის ძველ ჩარჩოში დაბრუნება, ვინც პანდემიის დროს ე.წ. საშეღავათო პერიოდით ისარგებლა - ქეთევან თურაზაშვილი
მხოლოდ კაცთმოძულე ხელისუფლება მოექცეოდა მოხუცებს ისე, როგორც დღეს ამას ჩვენი სახელმწიფო აკეთებს და თვალს ხუჭავს ყველაზე მოსაფრთხილებელი ადამიანების „ლიბერთი ბანკის“ მიერ ძარცვაზე, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა. მან საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენა იმ პენსიონრების გასაჭირის შესახებ, რომლებსაც ბანკმა პანდემიის დროს, საშეღავათო პერიოდის სანაცვლოდ, სესხის ვადა გაუზარდა. დეპუტატის თქმით, სამართლიანი იქნება, თუ ყველა ასეთი პენსიონერის სესხი ძველ ჩარჩოში დაბრუნდება.
   
03 სექტემბერი 2023
კარგი იქნება, მიგრანტებისთვის საჭირო იყოს აივ სტატუსის დოკუმენტის წარმოდგენა - თენგიზ ცერცვაძე
ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გამოითქმება შეშფოთება, რომ მიგრაციის პროცესების გააქტიურება ზრდის ქვეყანაში აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებს, რაც საფუძველს მოკლებული არ არის, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები გამონახავენ სამართლებრივ ფორმას, რათა ზოგიერთი ტიპის მიგრანტებისთვის საჭირო იყოს აივ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ან აივ-ზე გამოკვლევის შეთავაზება. ამასთან, როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, აივ დადებითი სტატუსი არ იქნება დაბრკოლება ქვეყანაში შემოსასვლელად, უბრალოდ, მათ შევთავაზებთ პრევენციულ და სამკურნალო პროგრამებში ჩართვას.
   
22 აგვისტო 2023
სად გადის ზღვარი ბიზნესის პასუხისმგებლობასა და უპასუხისმგებლობას შორის
თავისუფლება ვერ მოიპოვება პასუხისმგებლობის გარეშე. უფრო მეტიც, ყველაზე დიდი თავისუფლება პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულებით არის განპირობებული. ერთ-ერთი ფორმა კორპორაციული პასუხისმგებლობაა, როცა ბიზნესმა თავისი წონადი სიტყვა უნდა თქვას ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის, სიღარიბის აღმოფხვრის, განათლება-განვითარების გზაზე.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია