მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
10 ივლისი 2023
შალვა პაპუაშვილი - ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ღია კარის პოლიტიკად რჩება, საუბარი, თითქოს საქართველო ინსტიტუციურად არ არის მზად შემდეგი ეტაპისთვის, მხოლოდ საბაბია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი ნატო-ში გასაწევრიანებლად და სამხედრო კუთხით სრულად თავსებადია ნატო-სთან. პაპუაშვილის თქმით, ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების მხრივ, ნატო-ს არ აქვს არანაირი მიზეზი, რომ საქართველო შემდეგ ეტაპზე არ გადავიდეს.
   
10 ივლისი 2023
გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი - საქართველოსა და გერმანიას პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ბევრ სფეროში, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე
გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტის, ბერბელ ბასის განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე. როგორც ბერბელ ბასმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა, გერმანიასა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ბევრ სფეროში და პარლამენტები მჭიდროდ თანამშრომლობენ.
   
08 ივლისი 2023
მარკ კლეიტონი - შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადებისა და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა
შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი სოციალურ ქსელში წერს. ბრიტანეთის ელჩი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას. „შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა. მოვუწოდებ ხელისუფლებას უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას“, – წერს მარკ კლეიტონი.
   
08 ივლისი 2023
ალექსანდრე დარახველიძე - პრაიდის ღონისძიების მონაწილეები ტერიტორიიდან უსაფრთხოდ არიან გაყვანილი, ვახორციელებთ ღონისძიებებს ვითარების სტაბილიზებისთვის
კონტრაქციის მონაწილეების დიდი რაოდენობა მოვიდა დღეს, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, „ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილიდან მობილიზებული იყო პოლიციელების მაქსიმალური რაოდენობა.
   
08 ივლისი 2023
სალომე ზურაბიშვილი - მოვუწოდებ მმართველ გუნდს, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება
,,მოვუწოდო შსს-ს, რომ რეალურად აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედებები, ეს არის მისი მოვალეობა და ამას ქვია სამართლის დაცვა, მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს ქვეყანაში დაირღვა კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასთვის დაცული იქნებოდა ერთ მხრივ, აზრის გამოხატვის უფლება და შეკრების თავისუფლება, დღეს ორივე დაირღვა.
   
08 ივლისი 2023
გია ვოლსკი - ქვებისა და მუშტების რესურსის გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად, სერიოზულ ზარალს მიაყენებს ქვეყანას, რომელსაც ისედაც უამრავი საშინაო და საგარეო გამოწვევა აქვს
ქვებისა და მუშტების რესურსის გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად, არის ის, რაც სერიოზულად დიდ ზარალს მიაყენებს ჩვენ ქვეყანას, რომელსაც ისედაც უამრავი საშინაო და საგარეო გამოწვევა აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოშია დღეს სხვა რეალობაა შექმნილი, როდესაც ძალადობამ შეიძლება, ეს ქვეყანა გაცილებით უფრო დააზიანოს, ვიდრე სხვა ქვეყნები.
   
03 ივლისი 2023
ირაკლი ზარქუა - სააკაშვილი, რომელიც თურმე 400 დღის განმავლობაში კვდებოდა, დღეს პოლიტიკაშია ჩართული და ხელმოცარულებს ეუბნება, გვერდზე გაიწიეთ, მე უნდა ავიღო წინასაარჩევნო პროცესში მონაწილეობაო
პატიმარი სააკაშვილი, რომელიც თურმე 400 დღის განმავლობაში კვდებოდა, დღეს უკვე პოლიტიკაშია ჩართული და ხელმოცარულებს ეუბნება, გაიწიეთ გვერდზე, მე უნდა ავიღო წინასაარჩევნო პროცესში მონაწილეობაო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის განცხადებებზე კომენტარს არ გააკეთებს.
   
03 ივლისი 2023
ნიკა მელია :,, ახლა რას აკეთებთ, როდემდე აპირებთ ამ სიყალბის პოლიტიკურ პროცესად გაყიდვას ?!
თუ ახლა არის რამის დრო, არის პირველ რიგში გულწრფელობის დრო, სიმართლის თქმისა და სიყალბის დასრულების დრო, ისე არ იქნება, არც ერთობა და არც გამარჯვება", ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია