მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
01 ივლისი 2023
პატიმარი დახმარებას პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს თხოვს
,, ufleba ge"-ს პატიმარ ირაკლი კერესელიძემ გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი გამოუგზავნა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გაუგზავნა. პატიმარი დახმარებას ირაკლი ღარიბაშვილს თხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტრო მის კანონიერ უფლებებს უხეშად ლახავს. ,, ufleba ge" მსჯავრდებულის წერილს უცვლელად გთავაზობთ.
   
19 ივნისი 2023
სუროგაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე დაინიცირდება
მთავრობის მიერ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებების ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება. კანონპროექტის თანახმად, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული საქმიანობა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად უნდა განხორციელდეს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის, ასევე მის ფარგლებში გამოყენებული ადამიანის რეპროდუქციული ქსოვილების, უჯრედებისა (გამეტებისა) და ემბრიონების ხარისხის, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.
   
19 ივნისი 2023
მაღაროელების პროტესტი გრძელდება
ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ისინი ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ. მაღაროელთა ნაწილმა რამდენიმე დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გუშინ პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა.
   
19 ივნისი 2023
კახა კალაძე - სააკაშვილი პოლიტიკიდან დაშორებული არასდროს ყოფილა, უშუალოდ იღებდა მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება არ აქვს
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ოპოზიცია არ არსებობს, ოპოზიცია არის განადგურებული. ეს ყველაფერი გამოწვეულია მათი ქმედებებით, მათი ნაბიჯების შედეგია ის მოცემულობა, რაც დღეს ოპოზიციურ ფლანგზე გვაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის გადასაწყვეტია, გაერთიანდებიან თუ არა ისინი.
   
19 ივნისი 2023
მიხეილ სააკაშვილი - დღეს უნდა გამოვსულიყავი ე.წ. სასამართლოს სხდომაზე, ესეც ვერ გაბედეს, ხალხი დაინახავდა, რომ მიუხედავად მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, სულიერად ვერ გამტეხეს
დღეს უნდა გამოვსულიყავი ე.წ. სასამართლოს სხდომაზე, ესეც ვერ გაბედეს, ხალხი დაინახავდა, რომ, მიუხედავად მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, სულიერად ვერ გამტეხეს და უფრო მხნედ ვარ, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილი წერს, მხოლოდ ერთიანობითა და სიმტკიცით მოიგებენ ბრძოლას.
   
18 ივნისი 2023
გიორგი ვაშაძე - 2024 წლის არჩევნებზე ვითანამშრომლებთ ყველა პროდასავლურ ძალასთან - ჩვენთვის წითელი ხაზია მავნებელთა მავნებელი “ქართული ოცნება”
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში “სტრატეგია აღმაშენებელი” ყველა პროდასავლურ ძალასთან ითანამშრომლებს, გარდა პრორუსული ძალებისა. ვაშაძის თქმით, მისთვის პრორუსულ ძალებთან “ქართული ოცნება” ასოცირდება.
   
18 ივნისი 2023
ევროკავშირი გმობს რუსეთის განზრახვას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სექტემბერში ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით
ევროკავშირი გმობს რუსეთის განზრახვას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სექტემბერში ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. განცხადებას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესცენტრი აქვეყნებს. „ეს არის რუსეთის კიდევ ერთი უკანონო სამხედრო კონტროლის ლეგიტიმიზაციისა და დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის ოლქების და ასევე ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ანექსირების მცდელობა.
   
18 ივნისი 2023
ავსტრიის ელჩი - ევროკომისია ოქტომბერში ანგარიშს გამოაქვეყნებს, მანამდე არის დრო პროგრესისთვის
ევროკომისია ოქტომბერში ანგარიშს გამოაქვეყნებს, მანამდე არის დრო პროგრესისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა, თომან მიულმანმა განაცხადა. დიპლომატის თქმით, ყურადღებას აქცევენ ვენეციის კომისიის შეფასებებს.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია