მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საზოგადოება
11 მაისი 2016
„ადამიანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ როდესაც სამსახურში მიდის, მშვიდობით დაბრუნდება“
როგორია, საქართველოში, სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა რეალური სტატისტიკა, რამდენად დამაკმაყოფილებელია შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის საქმიანობა, რამდენად ასრულებს ქვეყანა ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებებს, როდის ჩამოყალიბდება ქმედუნარიანი შრომის ინსპექცია და მთავრობას რა დამოკიდებულება აქვს პრობლემასთან დაკავშირებით, ამ და სხვა საკითხებზე, "ქრონიკა პლუსი" საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს ესაუბრება:
   
07 აპრილი 2016
რას მოუტანს ე.წ. გერმანული მოდელი ქართულ პროფესიულ განათლებას?
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის პროექტზე მუშაობა გრძელდება. უწყების ინფორმაციით, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერით, პროფესიული განათლების ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია და შემდეგ მისი განხილვა გაიმართა. სამინისტროს განმარტებით, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, სამინისტრომ ახალ კანონზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო და ამ პროცესში მისი აქტიური მხარდამჭერი გაერო-ს განვითარების პროგრამა წარმოადგენდა.
   
06 აპრილი 2016
„საქნახშირის“ შეთავაზებული კონტრაქტი კაბალურ და კანონშეუსაბამო დათქმებს შეიცავდა?
"იქიდან გამომდინარე, რომ ტყიბულში ქვანახშირის მოპოვების პროცესი ქალაქწარმომქმნელი პროცესია და ტყიბულის რაიონის ეკონომიკა და მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება მჭიდროდ არის მასთან ინტეგრირებული, ამისათვის აუცილებელია, რომ მთავრობის შესაბამისი სტრუქტურები იღებდნენ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ დროულად და ეფექტურად ამუშავდეს შრომის კოდექსით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებით განსაზღვრული მექანიზმები: - სოციალური პარტნიორობის სამმხრივი სახელმწიფო კომისია, შრომის ინპექცია და მედიაციის სამსახური".
   
06 აპრილი 2016
საბავშვო ბაღებზე „საბოლოო იერიშის მიტანა“ გადაწყვიტეს?
დედაქალაქის საბავშვო ბაღებიდან დირექტორების გათავისუფლების პროცესი გრძელდება. „მონიტორინის ცენტრი მედიატორი“ ამაში მერიისა და ბაღების მართვის სააგენტოს მხრიდან პოლიტიკურ მოტივს ხედავს, რას მისივე შეფასებით, მომავალ არჩევნებს უკავშირდება. თბილისის მთავრობის წარმომადგენლები ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ „რამდენიმე გათავისუფლებული დირექტორი ცდილობს პროცესები პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს“.
   
31 მარტი 2016
რატომ არ ცნობენ ბავშვს დაზარალებულად, როცა დაზიანებებს ექსპერტიზა ადასტურებს?
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მოქალაქე რ. გ-ს წარმომადგენელია და მისი ბავშვის ინტერესებს იცავს. გ-ების ოჯახის დანგრევის შემდეგ სასამართლომ დროებითი განკარგულება მიიღო, რომ ბავშვი 15-15 დღით ორივე მშობელთან დარჩენილიყო. ერთხელაც, წარმომადგენელმა დედის ოჯახიდან ბიჭი ფიზიკური დაზიანებების ნიშნებით წამოიყვანა, რაც ჩატარებულმა ექსპერტიზამაც დაადასტურა. მიუხედავად ამისა, ის დღემდე შესაბამისი ორგანოების მხრიდან დაზარალებულად ცნობილი არ არის. ამიტომ ადვოკატი ბავშის დაზარალებულად ცნობას და მისი სრული დაცვით უზრუნველყოფას მოითხოვს.
   
29 მარტი 2016
რატომ არ არის საქართველოში დაცული მომხმარებლების უფლებები?
მაჟორიტარის არ იყოს, მომხმარებელიც ადამიანია და უფლებები გააჩნია. რამდენად ხდება საჯარო თუ კერძო დაწესებულებების მხრიდან ამ მოთხოვნების დაცვა, ამაზე დაწვრილებით საუბარი ერთ საგაზეთო მასალას კი არა, ტომებს მოითხოვს. ის კი ცხადია, რომ ევროკავშირთან მზარდი ინტეგრაცია არსებული გამოწვევების ეტაპობრივად მოგვარებას ხელს შეუწყობს.
   
22 მარტი 2016
„ქონების დაბრუნების გამჭვირვალობისათვის პროკურატურაში საზოგადოებრივი კომისია უნდა შეიქმნას“
ა/ო „პოლიტიკის და სამართლის ცენტრის" თავმჯდომარის, ადვოკატ ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ქონებების დაბრუნების გამჭვირვალობისათვის პროკურატურაში საზოგადოებრივი კომისია უნდა შეიქმნას. მისი თქმით, აუცილებელია ხელისუფლებამ უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების დაბრუნების პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა უზრუნველყოს, რისთვისაც საჭიროა მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების დეპარტამენტთან უფლებადამცველი ორგანიზაციებით და სამართლის ექსპერტებით დაკომლექტებული კომისია შეიქმნას.
   
21 მარტი 2016
"ყაზტრანსგაზიდან" გათავისუფლებული ქალბატონი ღირსების აღდგენას და კომპენსაციას ითხოვს
რედაქციაში ქალბატონი ნინო ლორთქიფანიძე გვესტუმრა, რომელიც აცხადებს, რომ კოპანია "ყაზტრანსგაზიდან" უკანონოდ გაათავისუფლეს. მისივე თქმით, გამოცდილ მუშაკს სამსახურში ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ შესაბამისი პროცედურების დაცვის გარეშე, ასე უცერემონიოდ გაეშვათ. ამიტომ ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებას აპირებს, რომ ღირსება აღიდგინოს და კომპენსაცია მიიღოს.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია