მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საზოგადოება
26 ივლისი 2016
რატომ არ აქცევს ხელისუფლება ყურადღებას ქეთევან წამებვულის 71-ში მცხოვრებ ომის ვეტერანებს?
სახალხო დამცველი თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ვეტერანთა დასახლებაში, 14 ივლისს მომხდარ ფაქტს ეხმაურება და მთავრობას დროული მოქმედებისკენ მოუწოდებს. ვეტერანთა დასახლებაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კედელი ჩამოინგრა, რომლის დროსაც ერთ-ერთმა ბინადარმა თავის არეში დაზიანებები მიიღო და ტვინის მსუბუქი შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ომბუდსმენის განცხადებით, აღნიშნულ დასახლებაში, სადაც 14 ოჯახი ცხოვრობს, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
   
21 ივლისი 2016
მოქალაქე მაყვალა ბეგიაშვილი მისი საქმის შესწავლას და ზარალის ანაზღურებას ითხოვს
დედოფლისწყაროს რაიონის მკვიდრი მაყვალა ბეგიაშვილი აცხადებს, რომ წლების განმავლობაშა სოფელ ხორნაბუჯში სახლ-კარი ისე დაუნგრიეს, რომ სახელმწიფო ორგანოებს ამაზე ადეკვატური რეაგირება არ მოუხდენიათ. მისივე თქმით, დღემდე სოფლად კუთვნილი მიწის ნაკვეთის იურიდიული რეგისტრაციაც ვერ მოუხდენია, რაშიც ყოფილი თანამდებობის პირი ხელს უშლიდა. ქალბატონი მაყვალა შსს-ს მის საქმეზე კომისიის შექმნას, დეტალების შესწავლას და მისთვის მიყენებული ზარალის სახელმწიფოსგან ანაზღაურებას ითხოვს.
   
20 ივლისი 2016
რატომ ხმება ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე ახლადდარგული ხეები?
„ხეების დარგვის შემდეგ იქიდან გარკვეული რაოდენობა, ბუნებრივია, ხმება. მათი ჩანაცვლება მას შემდეგ ხდება, რაც შემოდგომაზე ახალი სეზონი დადგება. ის მცირე რაოდენობა, რაც გახმა, აუცილებლად ჩანაცვლდება. თუმცა თქვენ ხედავთ, რომ აბსოლუტური უმეტესობა გახარებულია. იქ, სადაც ჩასანაცვლებელი იქნება, აუცილებლად ჩანაცვლდება, ეს ყველა კონტრაქტით გვაქვს გათვალისწინებული“ , - ამბობს ნარმანია.
   
14 ივლისი 2016
მოქალაქე საპატრულო პოლიციას უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს
ჩვენი რესპონდენტი, გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის მკვიდრი გენადი გელაშვილი სამართალს ამაოდ ელოდება. მისი თქმით, თავის დროზე პატრულმა ისე დააჯარიმა და დავალიანება 1300 ლარამდე ისე გაუზარდეს, რომ კანონის მოთხოვნები დაცული არ ყოფილა. გელაშვილი ასევე თელეთის პოლიციის მუშაობით უკმაყოფილოა, რომელიც მისივე შეფასებით, შეტანილ საჩივარს ადეკვატურ რეაგირებას არ აძლევს.
   
12 ივლისი 2016
უზენაესმა სასამართლომ კერძო მევახშეების სესხის პროცენტის შემცირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
ცოტა ხნის წინ, უზენაესმა სასამართლომ კერძო მევახშეების სესხის პროცენტის შემცირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, ისეთი სასესხო ურთიერთობა, როდესაც კერძო მევახშეები მოვალეებს სესხზე თვეში 10 პროცენტიან სარგებელს არიცხავდნენ საჯარო წესრიგთან და ზნეობრივ ნორმებთან შეუთავსებლობიდან გამომდინარე ბათილად იქნა ცნობილი.
   
04 ივლისი 2016
სააპელაციო სასამართლომ გიორგი სოსანაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა
"განაჩენის თანახმად, სასამართლომ ბრალდებული გიორგი სოსანაშვილი დამნაშავედ სცნო 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში, ისეთი საშუალებით, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჩადენილი მსხვერპლის საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით".
   
28 ივნისი 2016
ონკოლოგთა ასოციაცია: წელიწადში 10 000-ზე მეტი ადამიანი ნაადრევად გვეღუპება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით
„საქართველოს ონკოლოგთა ასოცოიაცია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ასოციაციის წევრები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას თამბაქოს კონტროლის დროულად გამკაცრებისკენ მოუწოდებენ. ასოციაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ონკოლოგიური დაავადებები საგანგაშოდ იზრდება, რის გამომწვევ მიზეზად თამბაქოს ასახელებენ.
   
27 ივნისი 2016
მთავრობა მოქალაქეს ნაკვეთამდე მისასვლელ გზას კანონდარღვევით არ აძლევს
მოქალაქე ლაშა ბრეგვაძის განცხადებით, 2007 წლის დეკემბერში მას ზეწოლის ქვეშ ბიძინა ივანიშვილისთვის (ფრაგული სკოლის ასაშენებლად) კერძო ტერიტორიის გადაცემა აიძულეს. მოგვიანებით ბრეგვაძეს მის კუთვნილებაში დარჩენილი მიწაც მოსთხოვეს, რაზეც უკვე კატეგორიული უარი განაცხადა. ჩვენი რესპონდენტი საბავშვო-გასართობი ცენტრის მოსაწყობად მთავრობას სთხოვს, რომ მის ტერიტორიამდე მისასვლელი გზა მისცეს, რაზეც დღემდე ამ სიტყვებით უარს ეუბნებიან, - მიზანშეწონილად არ მივიჩნევთ.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია