მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საზოგადოება
09 თებერვალი 2017
პროფკავშირი ხელისუფლებას: დაგეგმილი საბიუჯეტო შემცირების ნაცვლად ადმინისტრაციული ხარჯები შეამცირეთ
„ბიუჯეტის მიხედვით სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა 10%-იანი შემცირება დაგეგმილი არ არის. შესაბამისად, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ 3,5%. ეს პროცენტი არ არის ის რაოდენობა, რომ ადმინისტრაციული რესურსების შემცირება საჭირო იყოს. ამ მოცულობის თანხები შესაძლებელია გამოიძებნოს ადმინისტრაციული რესურსების შემცირების ხარჯზე და მაქსიმალურად მოხდეს დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნება“, - აცხადებს ჭინჭარაული.
   
28 დეკემბერი 2016
სურსათის ეროვნული სააგენტო პურის ეტიკეტირებაზე კონტროლს გააქტიურებს
"სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნესოპერატორებს პურის უვნებლობის, ეტიკეტირებისა და რეალიზაციის სავალდებულო მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. აღინიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო პურის უვნებლობასა და ეტიკეტირების წესის დაცვაზე სახელმწიფო კონტროლს ააქტიურებს. სავალდებულოა ეტიკეტზე დატანილი იყოს სრულყოფილი ინფორმაცია ინგრედიენტების და საკვები დანამატების შესახებ", - აცხადებენ უწყებაში.
   
27 დეკემბერი 2016
რატომ აჭიანურებს სასამართლო "პანორამა თბილისთან" დაკავშირებული სარჩელის განხილვას?
7 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ პროექტ „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის განხილვა დროში ჭიანურდება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს სარჩელი, რომელიც მიმართულია იმ საკანონმდებლო რეგულაციების გაუქმებისაკენ, რომელმაც შესაძლებელი გახადა თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში ამგვარი ფართო მასშტაბის მშენებლობის ნებართვის გაცემა.
   
26 დეკემბერი 2016
რა პრევენციულ ზომებს უნდა მიმართონ ადამიანებმა, რათა გრიპის შემთხვევები თავიდან აირიდონ?
„გრიპის საწინააღმდეგო აცრა ყოველ წელს, გრიპის სეზონის დაწყებამდე, საუკეთესო საშუალებაა რათა: შემცირდეს გრიპის რისკი; შემცირდეს მძიმე დაავადებების, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის რისკი; თავიდან ავიცილოთ გრიპის ოჯახის წევრებზე, მეგობრებსა და სხვა ადამიანებზე გავრცელების ალბათობა“
   
25 დეკემბერი 2016
ბეტონის ყუთებში მყარად გამოკეტილი შშმ პირების ქვეყანა
"ფიზიკური თუ სულიერი დარღვევა, რომლის შედეგად ადამიანს სხვა უნარები უვითარდება, საბოლოოდ, არა სამედიცინო პრობლემად, არამედ მისივე უპირატესობად იქცევა, - ეს ცნობილი ფსიქოლოგების დაკვირვების შედეგია. ზუსტი ფორმულირება ვერ გავიხსენე და ჩემეული სიტყვათწყობითაა, თორემ დამერწუნეთ, ნათქვამის შინაარსი არ დარღვეულა. ჰოდა, ბატონებო, რამდენი პოტენციური გენიოსი გვყავს სახლში გამოკეტილი, რომელსაც ვმალავთ და გამოჩენის გვრცხვენია?"
   
23 დეკემბერი 2016
„გირჩი“ უმაღლესი თანამდებობის პირებს: ძნელად წარმოსადგენია, ოდესმე მაინც არ დაგერღვიოთ კანონი, ერთ-ერთი თქვენგანი დღემდე არღვევთ და ეს ზუსტად ვიცით
ქართული საზოგადოების ნაწილი აქტიურად ითხოვს ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციას. ამ მოწოდებით პერმანენტულად საპროტესტო აქციები იმართება. პარლამენტის წინ ბოლო აქციაზე 2 პირი დააკავეს. ქვეყანაში რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შერბილების მომხრეები საბოლოო შედეგის მიღწევამდე გაჩერებას არ აპირებენ.
   
22 დეკემბერი 2016
"სამუშაო ადგილებზე წელიწადში 42 ადამიანი იღუპება და 80 ადამიანი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ტრავმებს იღებს"
"არ არსებობს შრომის ტექნიკური ინსპექცია, არ გვაქვს კანონი "სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ", არ გვაქვს რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის არც ერთი კონვენცია, რომელიც შრომის უსაფრთხოების საკითხებს ეხება"
   
21 დეკემბერი 2016
„საქართველოს უსახლკაროთა პრობლემების გადაჭრის სტრატეგია არ გააჩნია“
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მინიტორინგის ცენტრი“ აცხადებს, რომ სადღეისოდ ქართულ სახელმწიფოს არ გააჩნია უსახლკარობის ხედვა და მასთან ბრძოლის სტრატეგია, ინფორმაცია მის გამომწვევ მიზეზებსა და უსახლკაროთა რაოდენობაზე, ასევე უსახლკაროთა პრევენციისა და რეაგირების ერთიანი სისტემა. არასამთავრობო ორგანიზაციის სპეციალურ კვლევაში აღნიშნულია, რომ უსახლკაროთა პრობლემა საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში მას სათანადო ყურადღება არ ეთმობა.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია