მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საზოგადოება
09 ნოემბერი 2016
ნატა ფერაძე: მერია სარეკრეაციო ზონებს აჭრის და მშენებლობებზე თანხმობას გასცემს
„ახლა ვხვდები ეს რაც იყო, ეს იყო მორიგი ბოლის გაშვება... იმ სტრატეგიასთან სრულიად შეუთანხმებელად მიდის „მზიურის“ ათვისება. ის ისტრატეგია იყო მოხმაურე „პარტიზანი მებაღეების“ და სხვა არასამთავრობოების გასაჩუმებელი, როგორც სოსკა ჩაგვიდეს პირში და დავიჯერეთ. სინამდვილეში არაფერი არ შეზღუდულა, ფაქტი სახეზეა, ისევ იგივეა, სამი უზარმაზარი კორპუსი შენდება სარეკრეაციო ზონაში“, - ამბობს ნატა ფერაძე.
   
28 ოქტომბერი 2016
რატომ დატოვა „არემჯი გოლდის“ პროფკავშირების თავმჯდომარემ თანამდებობა და პროფკავშირების რიგები?
"მას რაიმე მსგავსი არც პირდაპირ და არც მინიშნებით არაფერი უთქვამს. მისი პრესკონფერენცია დაგეგმილი იყო კომპანიის ადმინისტრაციის მიერ და ჯონი რთველაძე სამწუხაროდ დაიყოლიეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მას ირაკლი პეტრიაშვილის დისკრედიტაცია მოეხდინა".
   
27 სექტემბერი 2016
პროფკავშირები, ომბუდსმენი და ებერტის ფონდი მინიმალური ხელფასის დასადგენად გაერთიანდნენ
"შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებობო მინიმუმზე ნაკლებ ხელფასს დღეს ჯამურად 62 000-მდე ადამიანი იღებს. საქართველოში არსებული მინიმალური ხელფასი ევროპაში ყველაზე დაბალია. მსოფლიოში კი ბოლოდან მეოთხეა, უგანდას, ბურუნდისა და ყირგიზეთის შემდეგ. შრომის სამართლიანი ანაზღაურება ორგანული კანონით უნდა განისაზღვროს, - ეს ვალდებულება ამ ეტაპზე შესრულებული არ გვაქვს".
   
15 სექტემბერი 2016
ზურაბ ბაქრაძე: სოციალური პრობლემაა, რომ ვიღაც ერთი ადამიანი თანამედროვეობისთვის სრულიად შეუფერებლად იქცევა, როგორც ფეოდალი
„პანორამა თბილისის“ გრანდიოზული მშენებლობის წინააღმდეგ ვნებები არ ცხრება. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში „პანორამა თბილისის“ პროექტთან დაკავშირებით სარჩელი წარადგინა. სარჩელის მიხედვით, საია იმ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას მოითხოვს, რომლის საფუძველზეც „სოლოლაკის მაღლობის“ და „სოლოლაკის ბაღების“ სამშენებლო ნებართვები გაიცა.
   
12 აგვისტო 2016
რა ხდება თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრებში?
„ქრონიკა პლუსის“ რესპონდენტი არმაზ ბაკურაძე ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ღიად მიმართავს და სოციალური მომსახურების სფეროში არსებულ პრობლემებზე ქმედითი რეაგირებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სოცმომსახურების ცენტრებში მოკალათებული ყოფილი ნაციონალები, თუ მექრთამე „ქართული ოცნების“ წევრები, თავიანთი არაკეთილსინდისიერი საქმიანობით მოსახლეობის ამბოხებას ეწევიან, რაც „ქართული ოცნებას“ ძალიან ძვირი დაუჯდება.
   
11 აგვისტო 2016
სიჩქარის გადაჭარბებაზე და უწყვეტი ხაზის გადაკვეთაზე სანქციის გამკაცრებას მოითხოვენ
საქართველოს გზებზე გახშირებული საგზაო შემთხვევები ის პრობლემაა, რომელიც დროულად რეაგირებას საჭიროებს. ა/ო „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ საგზაო უსაფრთხოების კუთხით რამდენიმე რეფორმის გატარებას მოითხოვს. ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევები და დაშავებულთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა.
   
03 აგვისტო 2016
ლევან ხაბეიშვილი: დედაქალაქის მერიაში სრული განუკითხაობაა
„დედაქალაქის მერიაში სრული განუკითხაობაა. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წინასაარჩევნო პერიოდი გამოცხადდა და ნარმანიას „კანტორისთვის“ აღრავის სცხელა“, - „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ხაბეიშვილი.
   
02 აგვისტო 2016
რატომ არის მიუღებელი საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობა?
საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ბრძოლა არ ცხრება. ამასწინათ, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მორიგი აქცია გაიმართა. მისი მონაწილეების განცხადებით, ჰესების მშენებლობა საფრთხის შემცველია. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ გრძელდება ბრძოლა „ნენსკრა ჰესის“, „ხუდონ ჰესის“ და სხვა დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების” საარჩევნო დაპირება იყო, რომ საქართველოში დიდი ჰესებისა და ატომური სადგურების მშენებლობა აიკრძალებოდა.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია