მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საზოგადოება
21 დეკემბერი 2016
ბოლო 10 თვის მონაცემებით, ოჯახური ძალადობის პირობებში 13 ქალი მოკლეს
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ 2016 წლის 10 თვის მონაცემებით, ოჯახური ძალადობის პირობებში 13 ქალი მოკლეს. ჯანმრთელობის დაზიანებისა და სხვა სასტიკი ფორმებით ჩადენილი ძალადობის რიცხვი კი, კვლავ მაღალია, პოლიციამ 2000-ზე მეტ შემთხვევაში გამოიყენა დაცვის ღონისძიება. უჩა ნანუაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ გასულ წლებთან შედარებით ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მაჩვენებლის გაიზარდა, თუმცა შესაძლო რისკების პრევენციისა და თითოეულ შემთხვევაზე ეფექტიანი რეაგირებისთვის უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო.
   
13 დეკემბერი 2016
როგორ ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი წელიწადნახევარი უშუქოდ და უგაზოდ?
აფხაზეთიდან დევნილი ელიკო გიორგაძის ოჯახი თითქმის წელიწადნახევარია უშუქოდ და უგაზოდ ცხოვრობს. მდგომარეობას კიდევ უფრო ის ამძიმებს, რომ ქალბატონ ელიკოს ფსიქიკურად დაავადებული ქალიშვილი ჰყავს. დევნილმა ოჯახმა არაერთხელ მიმართა სახელისუფლებო ორგანოებს აუცილებელი დახმარების მისაღებად, თუმცა საკმარისი შედეგის გარეშე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მთავრობის შესაბამისი სტრუქტურები ყურად იღებენ ამ მტკივნეულ პრობლემას და მის სასწრაფოდ გადაწყვეტაზე იზრუნებენ.
   
09 დეკემბერი 2016
რა ინტერესი აქვს დეპუტატ გიორგი ლილუაშვილს ტიციან ტაბიძის 124-ში მშენებლობასთან?
ტიციან ტაბიძის 122-ის მცხოვრებნი გვერდით მიმდინარე შვიდსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, ყველა ნორმის დარღვევის უკან „ქართული ოცნების“ არჩეული დეპუტატი გიორგი ლილუაშვილი დგას. „ქრონიკა პლუსის“ რესპონდენტი მაგული ხუნწელია ხელისუფლების ორგანოებს მიმართავს კანონიერად შეისწავლონ ეს საქმე და სამართლიანობა აღადგინონ.
   
07 დეკემბერი 2016
„სისი ლოუნის“ რეკლამები ტრანსგენდერი და ფინანსური სიდუხჭირის ადამიანების მიმართ უარყოფითი სტერეოტიპების გაძლიერებას უწყობს ხელს
საქართველოს სახალხო დამცველი შპს „სისი ლოუნს“ დისკრიმინაციული სტერეოტიპების შემცველი რეკლამების მოხსნისკენ მოუწოდებს. ომბუდსმენს მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ ტელევიზიით და ინტერნეტით გავრცელებული რეკლამები ერთი მხრივ, ტრანსგენდერი, მეორე მხრივ, კი ფინანსური სიდუხჭირის მქონე ადამიანების მიმართ უარყოფითი სტერეოტიპების გაძლიერებას უწყობს ხელს.
   
05 დეკემბერი 2016
თბილისის მერიას „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტისკენ მოუწოდებენ
„სითი პარკის“ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ ცხრება. თბილისის საკრებულოს დეპუტატები ალეკო ელისაშვილი და დავით ზურაბიშვილი თბილისის მერიისგან მოითხოვენ, რომ გაწყვიტოს ხელშეკრულება კომპანიასთან, პირგასამტეხლოს თანხა 25 მილიონი ლარი აისახოს 2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში და მომავალი ერთი წლის მანძილზე პარკირება მართოს თბილისის მერიამ.
   
04 დეკემბერი 2016
ურბანული პოლიტიკის ლაბირინთებში დაკარგული ქალაქი და მოქალაქეები
ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ორგანიზებით, თბილისის საკრებულოში ურბანული განვითარების პრობლემებზე „მწვანე ფორუმი“ გაიმართა სახელწოდებით - ქალაქი და მოქალაქეები ურბანული პოლიტიკის ლაბირინთბში. მასში ადგილობრივებთან ერთად, დარგის უცხოელმა ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა. მიზანი გამოცდილების გაზიარებაა, რათა ამ მხრივ საქართველოში მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაუარესდეს.
   
04 დეკემბერი 2016
„სტაციონარს გარეთ სერვისი არ არსებობს, პაციენტი ბრუნდება დანგრეული, გაუბედურებული...“
ქვეყანაში ფსიქიკური დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით, სადღეისოდ რა მდგომარეობა გვაქვს, რამდენად პასუხობს სახელმწიფო თავისი სერვისებით არსებულ გამოწვევებს, კონკრეტულად ბედიანის კლინიკა რა პრობლემების წინაშე დგას, არსებული რესურსების გათვალისწინებით, რა შედეგები გაქვთ კოლექტივს იგივე მკურნალობის პროცესში, რამდენად ხშირია პაციენტების უკან დაბრუნება, როგორ უნდა გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა? „ქრონიკა პლუსი“ ფსიქიატრიის დარგში არსებულ მდგომარეობაზე შპს ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორს, ავთო ვანაძეს ესაუბრება.
   
01 დეკემბერი 2016
სად გადის პასუხისმგებლობის ზღვარი მშენებლობის უფლებასა და საარსებო სივრცის წართმევას შორის?
კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად ჩვენ გამეტებით ვანგრევთ იმ ბუნებრივ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ. ალბათ, აქედან იწყება ის უბედურება, რაც მივიღეთ საყდრისში, ვარძიაში...
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია