მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საზოგადოება
19 ნოემბერი 2017
თბილისს რაც შეიძლება მეტი „პანორამა თბილისი“ სჭირდება?
"საჭიროა ქალაქის გაჯანსაღების ღონისძიებების გატარება, ქალაქმშენებლობის გაუმჯობესებას ვგულისხმობ. ეს არის საცხოვრებელი შენობების, საცხოვრებელი ფონდის გაჯანსაღება, ამით ხალხის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგება, მათი გაჯანსაღება; ფეხმავლების, ველოსიპედის მომხმარებლების წახალისება, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებას მეტი სიცოცხლე, მაღალი ხარისხი ჰქონდეს. რეალურად, ესეც ქალაქმშენებლობის გაჯანსაღების ერთ-ერთი ნაწილია".
   
19 ნოემბერი 2017
ავთანდილ სულაბერიძე: დღეისათვის 20-50 წლის შრომითი ემიგრანტები თითქმის ორჯერ აღემატებიან ქვეყანაში დაეჩენილ ამ ასაკის მოსახლეობას
"მოსახლეობა შემცირდა როგორც ქალაქად, ასევე სოფლად, მაგრამ მოსახლეობის შემცირებამ ძირითადად სოფელი დააზარალა, რომლის მოსახლეობა 23,8% –ით, ხოლო ქალაქის – 6,3%-ით შემცირდა. წლიდან-წლამდე უკაცრიელი სოფლების რაოდენობა საქართველოში მატულობს. მხოლოდ 2002 წლის შემდეგ 2014 წლამდე საქართველოში კიდევ 60-ზე მეტი სოფელი გაუკაცრიელდა და 223 სოფელი შეადგინა".
   
07 სექტემბერი 2017
მარიამ რამინაშვილი: მთავრობა და განათლების სამინისტრო სტუდენტებზე გაწეულ თანხებს კვლავ არარაციონალურად და უსამართლოდ ანაწილებს
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან სტუდენტების არსებული წესის პარალელურად, შემოიღო პროგრამული დაფინანსების პროგრამა. რაც ჩვენი შეფასებით, თანხების უსამართლო, არარაციონალურ და შესაბამისად, არაეფექტურ წესს წარმოადგენს. მოცემული თანხებით, ძველი, საგრანტო წესის შენარჩუნებით შესაძლებელი იქნებოდა ყოველწლიურად ორჯერ მეტი სტუდენტის დაფინანსება.
   
21 აგვისტო 2017
ირაკლი მაჭარაშვილი: გამხმარი ხეები ძალიან ხანძარშაშიშ ვითარებას ქმნის და მომავალშიც შეიძლება ეს ხანძრები მოხდეს
"ამ დროს გამხმარი ხეები ადგილზე ძალიან ხანძარშაშიშ ვითარებას ქმნის და მომავალშიც შეიძლება ეს ხანძრები მოხდეს. ამიტომ დაუყოვნებლივ საჭიროა (და ამას ხშირად ვეუბნებით მერის გამწვანების სამსახურს), რომ მერიამ მიიღოს საგანგებო ღონისძიებები, - რაც შეიძლება მოკლე დროში მოიჭრას ეს ფიჭვები და გატანილ იქნას ტერიტორიიდან. მის ადგილზე უნდა დაირგოს სხვა ფოთლოვანი სახეობები, ასევე ბუნებრივ აღდგენა-განახლებას მაქსიმალურად ხელი უნდა შეეწყოს".
   
18 აგვისტო 2017
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი: თბილისი განაშენიანებული კონტურის შიგნით უნდა განვითარდეს
დედაქალაქის დღევანდელ განვითარებაში ქაოტური პროცესები რომ სასწრაფოდ მოწესრიგებას მოითხოვს, ამაზე მგონი არავინ დავობს. „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე თბილისის განვითარების გენერალური გეგმის ძირითად საკითხებზე საუბრისას აცხადებს, რომ სატრანსპორტო მოძრაობასთან დაკავშირებული იერარქია უნდა შეიცვალოს და უპირატესობა ფეხით მოსიარულეს მიეცეს. სალუქვაძემ აღნიშნავს, რომ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის რჩევა დედაქალაქის ინტენსიური განვითარებაა.
   
11 აგვისტო 2017
ლაშა კილაძე: ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ერთადერთი და უალტერნატივო მიმართულებაა
საქართველოში დრომოჭმული ნარკოპოლიტიკა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიზანს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია წარმოადგენს, პარლამენტში ინიცირებულია. შემუშავებული ცვლილებების ავტორი „საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმაა“ და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმა წარადგინეს. პარლამენტს განსახილველად წარედგინა „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ სრულად ახალი კანონი, ასევე რვა სხვადასხვა კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი.
   
14 ივნისი 2017
ანზორ საკანდელიძე: არცერთი შენობა-ნაგებობა სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე შემოწმებული არ არის
"პრობლემა ისაა, რომ საქართველოში დღემდე არცერთი შენობა-ნაგებობა სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე შემოწმებული არ არის. ასეთი რამ მსოფლიოში არსად ხდება. არ არსებობს ნორმალური, ცივილიზებული ქვეყანა, სადაც შენობა-ნაგებობა ისე შენდებოდეს, რომ გამოყენებული მასალები სამშენებლო-ეკოლოგიურ სისუფთავეზე შემოწმებული არ იყოს. შემდეგ როცა მშენებლობა დამთავრდება და მისი მიღება-ჩაბარება ხდება, თვითონ ობიექტი არ შემოწმდეს სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე. აქედან საქართველოში არაფერი ხორციელდება".
   
09 ივნისი 2017
პრობლემური ნარკომომხმარებლების რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს
საქართველოში წარმოებული ნარკოპოლიტიკა უფრო მომხმარებლების დასჯაზეა ორიენტირებული, ვიდრე მათ მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე. ხელისუფლების მხრიდან ხისტი ნაბიჯების მიუხედავად, ქვეყანა ნარკოტიკების გავრცელების მიხედვით ერთ-ერთი ლიდერის პოზიციაზე იმყოფება. ფაქტია, რომ მკაცრ პოლიტიკას სასურველი შედეგი არ მოაქვს და, როგორც მინიმუმი, მომხმარებელი ციხეში არ უნდა იჯდეს, ერთ უბედურებას ზემოდან მეორეც არ უნდა ემატებოდეს.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია