მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საზოგადოება
22 ივნისი 2016
მარწმუნებელი ადვოკატს ინტერესების დაუცველობაში ადანაშაულებს
ქალბატონი მანანა ჭელიძე მართლმსაჯულებას უჩივის. მისი თქმით, ინვესტორთან სასამართლო დავისას ადვოკატი მეორე მხარეს გადასახდელ თანხაზე ისე მოურიგდა, რომ ამის შესახებ ბოლო გადაწყვეტილება მარწმუნებელს არ შეატყობინა. მისივე შეფასებით, შედეგი მოსამართლეების არაკვალიფიციურობითაც არის გამოწვეული.
   
21 ივნისი 2016
„მოხედეთ ხაშურს, სანამ ამ რაიონში აჯანყება არ დაწყებულა“
ჩვენი ხაშურელი რესპონდენტი ზაზა მეხრიშვილი აცხადებს, რომ რაიონში სასიკეთოდ არაფერი იცვლება და მმართველი კლანი ისევ საკუთარ თავისა და სანათასეაო-საახლობლოს კეთილდღეობაზე ზრუნავს. ის ხელისუფლებას, პრემიერს მოუწოდებს, რომ ხაშურის პრობლემებს დროულად ყურადღება მიაქციონ.
   
15 ივნისი 2016
სასამართლო, პროკურატურა და საჯარო რეესტრი დანაშაულს ფარავენ?
"კორუმპირებული და უპასუხისმგებლო თანამშრომლებით დაკომპლექტებული სამართალდამცავთა სისტემა, მრავალი წელია, საზოგადოებაში სრულ უნდობლობას იწვევს. მაგრამ მაინც არიან ისეთი პიროვებები, რომლებიც თვლიან, რომ საქართველო არ არის ჩალით დახურული, რომ კანონი უზენაესია და უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად. ჩემი მამა გერმანულ ფაშიზმს ებრძოდა და გაიმარჯვა, მე კი ქართული ფაშიზმის წინააღმდეგ ვიბრძვი", - აცხადებს "ქრონიკა პლუსთან" ინტერვიუში ქალბატონი მანანა რისბერგი.
   
10 ივნისი 2016
რატომ გადაუჭრეს კოდაში მცხოვრებ დევნილებს ბუნებრივი აირი?
კოდის ე.წ. სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს ადგილობრივი პოლიციის დახმარებით ბუნებრივი აირი ჩაუჭრეს. მათ "ძველ დავალიანებას", ყოველთვიურ 15 ლარს ედავებიან, რომლის გადახდაზეც დევნილები უარს ამბობენ. მათი შეფასებით, კომპანიის მხრიდან ეს ნამდვილი რეკეტია, რადგან აღნიშნული დავალიანების წარმოშობას ისინი ვერანაირი დოკუმენტაციით ვერ ადასტურებენ. დევნილები შესაბამის სტრუქტურებს დახმარებისკენ მოუწოდებენ, ხოლო პროკურატურას გაზის უკანონოდ ჩაჭრაზე სამართლიან რეაგირებას სთხოვენ.
   
01 ივნისი 2016
რა მიზეზით აღიგავა მიწისაგან პირისა ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტი?
თავის დროზე, ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ერთ-ერთი საუკეთესო უმაღესი სასწავლებელი იყო. მერე ისე გააუქმეს, რომ ინსტიტუტის თანამშრომლებისთვის არაფერი უკითხიათ. კათედრის გამგე აკაკი ცივაძე 10 წელზე მეტია პროკურატურისაგან მოითხოვს, სამართლებრივი პასუხი გაეცეს კითხვას: რა მიზეზით აღიგავა მიწისაგან პირისა, ქვეყანაში ერთ-ერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი? მისივე შეფასებით, ამ მოთხოვნაზე ადეკვატური რეაგირება არ არის.
   
30 მაისი 2016
ევროპას გავუსწარით - საქართველოს გზებზე წელიწადში ექვსასზე მეტი ადამიანი კვდება
გზა სიცოცხლეა, რომელიც საქართველოში არცთუ იშვიათად სიკვდილით მთავრდება. ამას ბოლო წლების ტრაგიკული სტატისტიკა ადასტურებს. გზებზე გამოწვეული სიკვდილიანობითა და დაშავებით უკვე ევროპაში პირველ ადგილზე გავედით. ის დროა, განგაშის ზარები შემოვკრათ და ყველა პასუხმგებლიანმა მხარემ ერთად ვიმუშაოთ პრევენციაზე.
   
18 მაისი 2016
ნატა ფერაძე: ნარმანიას მხრიდან პასუხის გაცემა უკვე დაგვიანებულია
"თბილისი პანორამა", ბოტანიკური ბაღი, მისი მიმდებარე ტერიტორიები, ტელეკომპანია "ჯიდიესთან" მიმდებარედ არსებული საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც რეალურად გადაღობილია და იქ ადამიანებს არ უშვებენ - ის საკითხებია, რამაც არასამთვრობოები და ოპოზიციის ნაწილი ქუჩაში გამოიყვანა. ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხმად ირწმუნებიან, რომ აღნიშნული პროექტები მხოლოდ განვითარებისკენ არის მიმართული. ოპონენტებს ამ პერსპექტივის არ სჯერათ და ქალაქის იერსახის, ბუნების განადგურებაზე ამახვილებენ ყურადღებას.
   
14 მაისი 2016
რატომ ეწინააღმდეგებიან ჭუბერის თემის მკვიდრნი „ნესკრა ჰესის“ მშენებლობას?
რატომ ეწინააღმდეგებიან მესტიის რაიონის, ჭუბერის თემის მკვიდრნი „ნესკრა ჰესის“ მშენებლობლას, რა კონკრეტულ პრობლემებს ქმნის აღნიშნული პროექტი, მოყვა თუ არა პასუხი მათ საპროტესტო განცხადებებს პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის და სხვების სახელზე, რა მეთოდებით აპირებენ ადგილობრივი აქტივისტები ბრძოლის გაგრძელებას, რაში მდგომარეობს მათი ბოლო მოთხოვნები და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს რაში ხედავენ, ამ და სხვა კითხვებით „ქრონიკა პლუსმა“ ჭუბერის თემის ადგილობრივ მოსახლეს, ნაფიცთა საბჭოს წევრ გია ანსიანს მიმართა.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია