მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დაიჯესტი
01 ივლისი 2012
არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი ახალ პრემიერ-მინისტრს ასახელებს
44 წლის მერაბიშვილი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა გახდა 2003 წლის უსისხლო "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, რევოლუციის, რომელმაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა. 2004 წლის დეკემბრიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა პოლიციის რეფორმას და კორუფციასთან ბრძოლას, რის გამოც ზოგიერთი საერთაშორისო ინსტიტუტის და დამკვირვებლების შექება დაიმსახურა. თუმცა, ოპონენტები მას სააკაშვილის წინააღმდეგ 2007 და 2010 წელს მიმდინარე ოპოზიციური აქციების სასტიკ დარბევაში ადანაშაულებენ.
   
29 ივნისი 2012
საქართველო ოპოზიციონერი მაგნატის ზოგიერთ აქტივს აყადაღებს
ივანიშვილის თქმით, გადაწყვეტილება უკანონოა. „ხელისუფლებას შეუძლია მიიტაცოს ყველაფერი რასაც მოისურვებს, რადგან ის უკვე მოქმედებს ყველანაირი კანონიერი ჩარჩოების მიღმა“, უთხრა მან ჟურნალისტებს.
   
29 ივნისი 2012
საქართველოში დემოკრატიის გადარჩენის დროა
ევროპული იმედები, რომელიც სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას უკავშირდებოდა, სერიოზულად გაცრუებულია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სულ უფრო ავტორიტარული ქმედებების გამო. ამ კვირაში ის ბრუსელს სტუმრობს. ეს ფაქტი გამოყენებულ უნდა იქნას იმისთვის, რომ 2003 წლის ვარდების რევოლუციის ლიდერს აუცილებლად განუმარტონ ის, რომ მისმა მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მაქინაციები, რომელსაც ის ოქტომბრის არჩევნების ფალსიფიკაციისთვის მიმართავს.
   
28 ივნისი 2012
მილიარდერი საქართველოს პრეზიდენტს უპირისპირდება
პრეზიდენტის გარემოცვა ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ ადამიანი, რომელიც „გაზპრომის“ მეწილეა, კრემლის სამსახურშია და დასავლეთზე ორიენტირებულ საქართველოში გავლენის აღდგენას ცდილობს. ის, რომ კონსტიტუცია უკრძალავს სააკაშვილს მესამე ვადით კენჭისყრას პრეზიდენტად 2013 წელს, მის ახალ ოპონენტს შესაძლებლობების ფანჯარას უხსნის.
   
27 ივნისი 2012
სახიფათო ყუთი (Panderer’s Box)
ქართული მედიაგარემო ჩრდილოვანია, ეს ნეპოტიზმის ქსელია, რომელსაც ბნელი კავშირები აქვს პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაციის თანახმად, ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში, მისი მედიის საზრდოში, ამ ვირტუალურ მონოპოლიაში დომინირებს პატარა ბიზნესმენთა ჯგუფი, მჭიდრო კავშირებით თავდაცვის სამინისტროსთან, ხოლო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას "რუსთავი-2-ის", ქვეყნის ყველაზე დიდი პრო-სამთავრობო ტელეარხის ყოფილი დირექტორი და თანამფლობელი მართავს.
   
26 ივნისი 2012
როგორ ებრძვის სააკაშვილი ქართველ მედია მაგნატს
ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ოპოზიციური პოლიტიკის წესები შეცვალა. მან უკვე მიაღწია გაცილებით მეტს მის წინამორბედებთან შედარებით იმით, რომ პოლიტიკური ბრძოლა ქუჩიდან მედიაში გადაიატანა. თუმცა, ეს პოლიტიკური საგაც არანაკლებ გაუგებარი გამოცდილებაა.
   
25 ივნისი 2012
„კოლექტიური დეპრესია“ საქართველოში
საქართველოს დიდხანს მიიჩნევდნენ დემოკრატიის მოდელად კავკასიის რესპუბლიკებს შორის. მაგრამ რუსეთთან კონფრონტაციის, ეთნიკური დაძაბულობის და კორუფციის ზრდის გამო ქვეყნის ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა კვლავ კრიზისშია.
   
25 ივნისი 2012
სამშენებლო კომპანიას მოსთხოვეს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთან კონტრაქტი გაეწყვიტა
სოფელ ბაკურციხეში მცხოვრები მარიამ მიჩიტაშვილი აცხადებს, რომ კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელებმა სამშენებლო კომპანია „ხიდმშენის“ წარმომადგენლები აიძულეს, მასთან კონტრაქტი ვადაზე ადრე გაეწყვიტათ.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია