მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
26 ნოემბერი 2025
სად არის არაბული 6,6 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია? არა ჩანს, ბლეფი აღმოჩნდა - რომან გოცირიძე
"მოკლედ, პროექტი ძირითადად ჩვენი მიწების დაგირავებით ბანკისგან აღებული ფულით შენდება. ეს არაა ინვესტიცია. ბინების წინასწარი გაყიდვით ამონაგები ფულიც არაა ინვესტიცია. სად არის არაბული 6,6 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია? არა ჩანს, ბლეფი აღმოჩნდა. სად არის ემირატების დიდი სახელმწიფო 36 მილიარდიანი ფონდი “ემაარი”, რომლსითვისაც ექვსი მილიარდი დოლარი ჯიბის ფულია თურმე? არაა “ემაარი” და არც არასდროს აპირებდა აქ ინვესტირებას, სულ სხვა კომპანია აღმოჩნდა. მორჩა მისი ხსენება. აუკრძალეს ემირატებიდან. ეს უკვე კლიენტის მოტყუება და არაკეთილსინდისიერი რეკლამაა. არც შიოლა ყოფილაო ფუფალამ, გამოვიგონეო".
   
26 ნოემბერი 2025
მოვიდა დრო დისიდენტობისა, ააგორეს ქვა, დაუგორდებათ ლოდი! – ნიკა მელია
"გუშინწინ კი მომეცა საუბრის შესაძლებლობა, თუმცა აქაც დავწერდი: პარადოქსია, მაგრამ პარტიების აკრძალვა არის ჩაკეტილობის და პარტიული ტყვეობისაგან ხსნაც კი. თუკი, რაიმე სიშლეგისთვის მადლობა ეთქმის რეჟიმს, ესაა! მოვიდა წინამორბედთა დრო – დრო დისიდენტობისა. დღეს კულტურული ადამიანი აღარ იფიქრებს, აღარც პარტიებზე და აღარც ფრაქციებზე. იარსებებს ბევრი სხვადასხვა ზომის ჯგუფი, საკვანძო საკითხებში ერთმანეთთან კოორდინაციაში! მოხერხდება საკვანძო საკითხებში ერთი ხაზის, ერთი ნების, ერთი დინამიზმის გამოვლენა. როდესაც კვლავ მოვა პარტიული პოლიტიკის დრო, მაშინ მონახოს ყველამ ერთმანეთი, მრწამსობრივი თუ პრაქტიკული ღირებულებების, ელექტორალური თუ პიროვნული ღირებულებების მიხედვით! ააგორეს ქვა, დაუგორდებათ ლოდი! დროებით“, – წერს ნიკა მელია.
   
26 ნოემბერი 2025
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული აქციის მონაწილეებისთვის არ არსებობს არავინ, არც „ენჯეო“, არც საერთაშორისო ორგანიზაციები - მურთაზ ზოდელავა
„არ მგონია, რომ ეს ადამიანები აქ უნდა იყვნენ. ესენი აქციის მონაწილეები არიან. მზად ვარ, ყველა მუხლის აღიარებაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ იმ ადამიანების ნაცვლად, მე შემიძლია, ავიღო ყველაფერი. 60 გაუბედურებული ოჯახი დგას ამ ადამიანების უკან. ამ ადამიანებს, ვინც აქ არიან, ვსაუბრობ სამ ადამიანზე, საერთოდ არ ვიცნობ, რაღაც ზომიერება თუ არსებობს, იქნებ რამე შეეხოთ, გირაო ან რამე. დაკავების დღიდან ოპოზიციის დიდი ნაწილი ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა, ამ ადამიანებსაც წაუყენეს მერე ეს მუხლი. 4 ოქტომბრის პატიმრებისთვის არავინ არ არსებობს, არც „ენჯეო“, არც საერთაშორისო ორგანიზაციები. ამათ მაინც მიეცით ამოსუნთქვის საშუალება. ამ ადამიანებს რაღაც სხვა თვალით შეხედეთ. ჩვენ ნუ გვიგულშემატკივრებთ, მე ამას შეჩვეული ვარ და გადახარშული მაქვს“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
   
26 ნოემბერი 2025
მილიონ ემიგრანტს ხმის უფლება წაართვეს, დაამცირეს, მაგრამ აქ დარჩენილი ერთი მილიონი მათ ნაცვლად იძიებს შურს საკუთარი ერთი ხმით, რომელიც მილიონის ტოლფასია - რომან გოცირიძე
"მილიონ ემიგრანტს ხმის უფლება წაართვეს, დაამცირეს, მაგრამ აქ დარჩენილი ერთი მილიონი მათ ნაცვლად იძიებს შურს საკუთარი ერთი ხმით, რომელიც მილიონის ტოლფასია", - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
   
26 ნოემბერი 2025
500-ზე მეტი მსოფლიო არტისტი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას ითხოვს
"რა ამოძრავებდა ლეგენდარულ არტისტს, როცა ის პირად კომფორტს შეელია, დატოვა სცენა და 310 დღეზე მეტი სიცივეში, ქუჩაში თავისი ხალხის გვერდით დადგა? ცხოვრებაში არის მომენტები, როცა სიტყვები ზედმეტია, როცა სიმართლე და სამშობლოს სიყვარული ნებისმიერ არიაზე ბევრად უფრო ხმამაღალია. ძვირფასო პაატა, ვიმედოვნებთ, რომ სოლიდარობის ეს ხმა შენამდე მოაღწევს, იქ სადაც ახლა სუნთქვაც რთულია - ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით. შენი გამბედაობა, ბრწყინვალება და მორალური ძალა კვლავაც შთააგონებს უამრავ თაყვანისმცემელსა და მეგობარს მთელ მსოფლიოში. შენი სახელი და შენი ხელოვნება დიდი ხანია მარადიულობას ეკუთვნის. იცოდე, რომ ჩვენ, შენი კოლეგები და მეგობრები მთელი მსოფლიოდან, სოლიდარობისა და აღფრთოვანების ნიშნად შენს გვერდით ვდგავართ. თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს - ხმას, რომელიც მსოფლიოს არასდროს დაავიწყდება! #თავისუფალებაპაატას #დავდგეთპაატასგვერდით #იმღერეთთავისუფლებისთვის.”
   
26 ნოემბერი 2025
საქართველომ გადაუხვია ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან, ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს საქართველოს პასუხისმგებლობაა - პეტერ ფიშერი
"არსებულ პირობებში, არსებული კურსით გერმანია აღარ მუშაობს გაფართოებაზე, არც არავინ ევროკავშირში. დიდი ალბათობით, დეკემბრის ევროპულ საბჭოზე, როცა ჩვენი სახელმწიფოების მეთაურები შეიკრიბებიან, ისინი ამას დაადასტურებენ, ფაილი დაიხურება საქართველოს მხარის ქმედებების გამო, არ მგონია ამ ქმედებების ჩამოთვლა მჭირდებოდეს, თუმცა შეხსენებისთვის: ამ ქვეყანაში განადგურდა არასამთავრობო ორგანიზაციები, დემონსტრანტების უფლებები ირღვევა, პოლიტიკური პარტიები ნადგურდება, ზოგიერთი ციხეში ჩასვეს, გეგმაშია კანონი იმ პირთა პოლიტიკურ აქტივობაზე, რომლებიც ოდესმე ასოცირდებოდნენ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან და ცალკეული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონი, ველი, რომ ეს მოხდება, დიდი ზეწოლის ქვეშ არის თავისუფალი მედია" - ამბობს გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
   
26 ნოემბერი 2025
ტყუილი, რაშიც ივანიშვილი და კობახიძე, პირველ რიგში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ამყოფებს - ირაკლი კუპრაძე
"აქ გვაქვს შეხება კიდევ ერთ აფიორასთან, სადაც არაბული კომპანია 1,2 მილიარდი დოლარის ჩადების ნაცვლად, ისევ წინასწარი გაყიდვებით, ისევ საქართველოს მოქალაქეების ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების გავლით ცდილობს, არარსებული ინვესტიცია თავის ბენეფიტად აქციოს. ეს არის ტყუილი, რაშიც ივანიშვილი და კობახიძე, პირველ რიგში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ამყოფებს. ამიტომ ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, სასწრაფოდ გასაჯაროვდეს ხელშეკრულება, გასაჯაროვდეს ის პირობები, რას მოაწერა ხელი ივანიშვილმა. იმ ხელისუფლების მხრიდან საუბარი, რომელთა თითოეული თანამდებობის პირი, დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, დამთავრებული აუდიტის სამსახურით, კორუფციაშია ბრალდებული, თითქოს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესები არის დაცული, ჩემთვის დამაჯერებელი არ არის. „ქართული ოცნება“, რომელიც კორუფციაშია ჩაფლული, ნდობას არ იმსახურებს, რომ მსგავსი მნიშვნელობის პროექტზე გასაიდუმლოებულ ხელშეკრულებაში საქართველოს მოქალაქე ენდოს“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
   
25 ნოემბერი 2025
უცხოელი ინვესტორისთვის ამ პროექტის ხიბლი ჩვენი მიწების ჩალის ფასად მიღება ყოფილა - რომან გოცირიძე არაბულ ინვესტიციაზე
"ხვალ “ოცნების” პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენაა არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებით. ალბათ იგივეს იტყვის, რასაც ტელეეკრანებიდან ვისმენთ, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე ამ ვრცელი განმარტების გაკეთება აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ საკითხზე-კაპიტალის ფორმირებაზე. პირველ რიგში უნდა გავცეთ პასუხი კითხვაზე: მართლა 6,6 მილიარდი დოლარის ოდენობის უცხოური ინვესტიცია შემოდის თუ ეს არის მორიგი პროპაგანდისტული ბლეფი?"
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE