
|
|
|
 |
24 ივლისი 2022 გოქსელ გენჩის დანაშაულებრივი კვალი არ სრულდება - ახალი სისხლის სამართლის საქმე და მითვისებული 220 ათასი ლარი! ჩვენს წინა წერილებში გაუწყებდით, რომ კომპანია ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალის მფლობელი გოქსელ გენჩი დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის კონკრეტულ თანამდებობის პირებთან, სავარაუდოდ, კორუფციულ გარიგებაში შევიდა და 2019 წლის 1 ივლისს კანონის გვერდის ავლით, ტენდერი მოიგო. ჩვენ ასევე გაუწყებდით, რომ კომპანია ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალს ყოფილი დეპუტატები და მაღალჩინოსნები ლობირებდნენ. კერძოდ, ისინი ,,გენჩ ინშაათ”-ს ტენდერებში ფასადად იყენებდნენ და გამარჯვების შემთხვევაში, ერთად ხეირობდნენ. ერთ -ერთი მათგანი კი, ჩვენი კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ,,ქართული ოცნების” მცხეთის, ყაზბეგის, დუშეთის და თიანეთის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილია. |
|
|
|
|
|
|
|
 |
18 ივლისი 2022 განრისხებული „მშენ ექსპერტი“, „გენჩ ინშაათ-ის“ ჯიუტი დუმილი და გადამალულნი ოქროპირი და მიქაელი! წინა წერილში ჩვენ გამოვაქვეყნეთ ინტერვიუ შპს ,,მშენ ექსპერტი”-ის დირექტორთან, მალხაზ წიქარიშვილთან, რომელშიც ის განრისხებული იყო, რა თქმა უნდა, ჩვენზე და დუშეთის ყოფილ მერზე, ზურაბ სეხნიაშვილზეც. ხოლო მისმა საკრალურმა ფრაზამ - ,,სეხნიაშვილმა, რაც უნდა და სადაც უნდა ის გაიშვიროს”, როგორც ჩანს, წონასწორობიდან გამოიყვანა ბატონი მალხაზი და დილის ათ საათზე ერთ-ერთ ჩვენგანს დაგვირეკა და დაგვემუქრა სასამართლოში სარჩელის შეტანით. მის პრეტენზიებში არანორმატიული ლექსიკის გარდა, ყველაფერი იყო. ამისთვისაც დიდი მადლობა. |
|
|
|
|
|
 |
13 ივლისი 2022 არაპროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ,,მშენ ექსპერტი”, ანუ სახელმწიფოს ბედკრული ბორბალი უსასრულოდ ტრიალებს? მკითხველს შევახსენებთ, რომ წინა წერილებში დუშეთის ყოფილმა მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა ჩვენთან საუბრისას შპს ,,მშენ ექსპერტ”-ის დირექტორისაკენ - მალხაზ წიქარიშვილისკენ გაიშვირა თითი და მთელი პასუხისმგებლობა მას გადააბარა, რადგან ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალს სამუშაოების შესრულებისას, ზუსტად რომ ბატონი წიქარიშვილი უწევდა ზედამხედველობას და სამუშაოების შესრულებაზეც საექსპერტო შეფასება ,,მშენ ექსპერტ-“მა მოამზადა. |
|
|
|
|
|
 |
06 ივლისი 2022 დუშეთის მუნიციპალიტეტი - სახელმწიფო ხაზინის მთვლემარე გუშაგი? ვინც ადევნებს თვალყურს ჩვენს პუბლიკაციებს, ახსოვს, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის იმდროინდელმა მოადგილემ, სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ, ყოფილმა ,,მეოცნებემ”, ამჟამად კი პარტია ,,საქართველოსთვის” დუშეთის საკრებულოს წევრმა, გიორგი თანიაშვილმა გვთხოვა დრო, რათა საკითხი მეხსიერებაში აღედგინა. როგორც იქნა, გაიხსენა, აღიდგინა და მოგვცა ინტერვიუ, რომელსაც გთავაზობთ. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
ვიდეოები |
Power Trip |
 |
 |
|
|