მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
25 ნოემბერი 2022
საქართველოს მთავრობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას უერთდება
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევის აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოების ცნობიერების, მგრძნობელობისა და თანამშრომლობის ჩარჩოების გაზრდა. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა, პარტნიორებთან ერთად, ყოველწლიურად უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანიას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა.
   
25 ნოემბერი 2022
მოწყალების თხოვნა ჩვენებურად, ანუ ითხოვე და მოგეცემა
ითხოვე და მოგეცემა, ბიბლიური ჭეშმარიტებაა. ასეა, მაგრამ ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლისთავზე იმდენსაც ვერ მიაღწია, რომ ქუჩაში ლამის ყოველ ნაბიჯზე ადამიანებს სამოწყალოდ ხელის გაშვერა არ სჭირდებოდეთ (ზოგისთვის, ლამის პროფესიად არ იყოს ქცეული). უმწვავესია ცალკე ბავშვთა მათხოვრობა, ხშირად დიდების მიერ მართული. ეს რეალობა ჩვენი ყველას პრობლემა და პასუხისმგებლობაა. ამ თემაზე ჩვენი მორიგი რესპონდენტი ნიკოლოზია.
   
22 ნოემბერი 2022
ევროკავშირის რეკომენდაციებს თუ არ გავითვალისწინებთ, ეს იქნება ბოროტება სახელმწიფოსა და შვილების მომავლის წინაშე - ალეკო ელისაშვილი
„განცხადებაში საკმაოდ ხაზგასმულად, პირდაპირ და არაორაზროვნად წერია, გადაგზავნეთ ვენეციის კომისიაში, შეამოწმებინეთ შესაბამისობა და შემდეგ მიიღეთო. ამ მოწოდებას ყური უნდა დაუგდონ „ქართულმა ოცნებამაც“ და პარლამენტმაც, რადგან თუ ეს ან ნებისმიერი პუნქტი ჩავარდება, სტატუსს ვერ მივიღებთ. ახლა ყველა უნდა ვზრუნავდეთ, ვფიქრობდეთ და შესაბამის ნაბიჯებს ვდგამდეთ, რომ სტატუსი ხელიდან არ გავუშვათ, რადგან ასეთი ისტორიული მომენტი კიდევ როდის დადგება, ღმერთმა უწყის. ახალი ტალღა დადგა არა იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიის მქადაგებელი და განმახორციელებელია, არამედ ეს მომენტი დადგა უკრაინის თავგანწირვის გამო. ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვების უფლება არ გვაქვს. თუ არ გავითვალისწინებთ ევროკავშირის რეკომენდაციებს, ეს იქნება ბოროტება ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი შვილების მომავლის წინაშე“, – განაცხადა ელისაშვილმა.
   
21 ნოემბერი 2022
არ მსურს, ექსპრეზიდენტი მოკვდეს ციხეში ან მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი - სალომე ზურაბიშვილი
„ეს სხვა საკითხია. მე საკმაოდ ვრცლად ავხსენი საქართველოში, რატომ არ შევიწყალებ მას, რადგანაც ეს არის პოლარიზაციის მთავარი ფაქტორი. მისი რეჟიმის დროს მცხოვრები ოჯახებიდან ერთსაც კი ვერ იპოვით, რომელსაც არ გამოუცდია, რას ნიშნავს ასეთი ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში ყოფნა. ამიტომ მე არ მინდა, ვიქცე მეტი პოლარიზაციის ინსტრუმენტად. მეორე მხრივ, მე ვარ სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც არ სურს, ექსპრეზიდენტი მოკვდეს ციხეში ან მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. ამიტომ ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ყველა სამედიცინო დასკვნას. დღეს საერთაშორისო სამედიცინო გუნდის კიდევ ერთ დასკვნას ველოდებოდი, მაგრამ ჯერ არ გამოქვეყნებულა. საჯაროდ ვამბობ საქართველოში, რომ სააკაშვილის ექსტრადირება უნდა მოხდეს, ან არ ვიცი, რა არის სწორი ტერმინი, რათა მას მიეცეს საშუალება დამატებითი შემსუბუქების საავადმყოფოში, სადაც ის ექვსი თვეა არის, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
   
20 ნოემბერი 2022
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია
სამყაროს ძირითადად ქალები რომ მართავდნენ, პრობლემები გაცილებით ნაკლები იქნებოდა. ქალთა გაძლიერება და ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში სრულფასოვანი მონაწილეობა, ჩვენი ქვეყნის ევროპული გზით განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია. ამ გზაზე, მათი მონაწილეობის ხელშემშლელი ფაქტორების, თუნდაც გენდერული სტერეოტიპების მოცილებით სწრაფი პროგრესი გარდაუვალი გახდება.
   
17 ნოემბერი 2022
რატომ უნდა გაუშვან სააკაშვილი სამკურნალოდ?
პატიმარი მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მკურნალობას თითქმის უშედეგოდ აგრძელებს. ოპოზიცია და დასავლელი მეგობრები ექსპრეზიდენტის ამ მიზნით ევროპაში გადაყვანას (უკან დაბრუნების პირობით) მოითხოვენ. ხელისუფლება კვლავაც უარზეა, რაც მოვლენების განვითარებას არაპროგნოზირებადს ხდის. ქვეყანა დაუნდობლობის ერთი და იმავე ტრაგიკულ წრეზე სიარულს არაფრით არ იშლის. ამ თემაზე ჩვენი მორიგი რესპონდენტი თბილისელი კონსტანტინეა (გვარს არ ვასახელებთ).
   
15 ნოემბერი 2022
გრიპის ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო 22 ნოემბრამდე იქნება
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო 22 ნოემბრამდე იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.
   
15 ნოემბერი 2022
ურნის ქვეშ დაყრილი ნაგავი და... ცირკის განვითარება
ქალაქი ჩვენივე კორპუსის სადარბაზოდან და ეზოდან იწყება. ელემენტარული სისუფთავის დაცვა ყველას პასუხისმგებლობაა, რაშიც მოვიკოჭლებთ. უშველის თუ არა ამ ეტაპზე საქმეს „ფაქტზე წასწრება“ და ოპერატიულად დაჯარიმება, ჯერ კიდევ საკითხავია. ამ თემაზე ჩვენი მორიგი რესპონდენტი თბილისელი ნოდარია.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია