მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
08 ოქტომბერი 2022
რატომ არ სრულდება ცხოველების მოვლის კანონები და წესები?
ამასწინათ კუს ტბის ფერდობის სავარჯიშო ბილიკზე ასეთ სცენას ვაწყდები - მოსახვევიდან აშვებული ძაღლი (ჯიშს არ ვაკონკრეტებ) თავქუდმოგლეჯილი გამორბის და იქვე ასაკოვან ქალს გარშემო წრეებს ურტყამს. შესაძლო დაკბენის შიშისგან გადარეული ხელებს შლის, ძაღლის პატრონს ეძებს, რომელიც იმავე მოსახვევში ჯერ არც კი გამოჩენილა. ბოლოს ღიმილით მოემართება - ნუ გეშინიათ, გეთამაშებათ და არ გიკბენთო. - გული მაქვს ცუდად და იქნებ წაიყვანოთ, - სთხოვს ეს ქალი. რის შემდეგაც პატრონი ძაღლს საყელურს უკეთებს.
   
06 ოქტომბერი 2022
რა ეშველება ჩვენი ქვეყნიდან კატასტროფულ მიგრაციას?
ბოლო დროს საქართველოდან ადამიანების (ოჯახების) მიგრაციამ ლამის კატასტროფული ფორმები შეიძინა. სამაგიეროდ, ქვეყანაში რუსი (სლავი) ტურისტების რაოდენობა სულ უფრო მატულობს. ხშირად მოქალაქეების გამოკითხვით უფრო მეტ სიმართლეს გაიგებ, ვიდრე ექსპერტ-ანალიტიკოსებთან საუბრით.
   
06 ოქტომბერი 2022
„რუსეთი რომ თავს დაგვესხას, მზად ხართ თუ არა თავდაცვითი ომი აწარმოოთ?“
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რა მდგომარეობაშია ჩვენი თავდაცვის ძალები, რამდენად მზად არის შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რატომ არ გასცემს ხელისუფლება ამ საკითხებზე მოთხოვნილ ინფორმაციას, რას ემსახურება ბოლოდროინდელი ნარატივი „ომი გინდათ?“ ამ და სხვა საკითხებზე უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ აკია ბარბაქაძეს ვესაუბრეთ.
   
04 ოქტომბერი 2022
გაძვირებული რკინიგზა და... მედიათეკა, სადაც კონდიციონერი ისევ არ მუშაობს
თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობა გაძვირდა. 25 ივლისიდან მატარებლით მგზავრობის ღირებულებაა: მეორე კლასი – 34 ლარი, პირველი – 74 ლარი, ბიზნესკლასი – 124 ლარი. ამ დრომდე ბათუმი -თბილისის სამგზავრო მატარებლის მეორე კლასით მგზავრობა 25 ლარი ღირდა.
   
04 ოქტომბერი 2022
„ოლიგარქია ქვეყნის მმართველობის ყველაზე მახინჯი ფორმაა“
რაღაც არ ეტყობა საქართველოს მთავრობას, რომ „თავს იკლავდეს“ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად. ალბათ ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ უფრო ვითარდება. ევროკავშირის მხრიდანაც უკვე გაისმა, რომ გაფართოებაზე მორიგი ანგარიში მომდევნო 2023 წელს მომზადდება. ამ თემაზე პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ვესაუბრეთ.
   
04 ოქტომბერი 2022
რა პროფესიულ არჩევანს აკეთებენ ჩვენი აბიტურიენტები?
რა პოპულარული პროფესიებია დღევანდელ ახალგაზრდობაში, როგორ ირჩევენ, რამდენად გააზრებულია ეს გადაწყვეტილება და ა.შ. ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე განათლების საკითხებში ექსპერტ მანანა ნიკოლაიშვილს ვესაუბრეთ.
   
13 სექტემბერი 2022
სამოქალაქო საზოგადოება უკრაინელების დასახმარებლად ერთიანდება
1-ელი აგვისტოდან უკრაინელი მოქალაქეების სასტუმროებში ცხოვრების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა დასრულდა. ბავშვების, ქალების, პენსიონერების დიდი ნაწილი ღია ცის ქვეშ დარჩა. აქტიური მოქალაქეების დახმარებით, სასტუმროებიდან გამოსახლებულ უკრაინელთა ნაწილი დროებით დაბინავდა. თუმცა, წლის ბოლომდე, ათასობით მოქალაქის საცხოვრისის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
   
28 ივლისი 2022
კელი დეგნანი - შეხვედრებზე არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ან „შანტაჟზე“
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ბოლოს 21 მარტს შეხვდა. როგორც კელი დეგნანი „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია