მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
03 მარტი 2023
ღრმად შეწუხებული ვრჩებით შეთავაზებული „უცხოური აგენტის შესახებ“ კანონის გამო - ნედ პრაისი
ღრმად შეწუხებული ვრჩებით შეთავაზებული „უცხოური აგენტის შესახებ“ კანონის გამო. ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავალის პოტენციურად საფრთხის ქვეშ დაყენებაზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
   
03 მარტი 2023
მწამს, რომ ისტორიული პროცესი მალე დაგვირგვინდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობით - ირაკლი ღარიბაშვილი
ღრმად მწამს, რომ ისტორიული პროცესი, რომელმაც ერთი წლის წინ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მალე დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მისი თქმით, მთელი თავისი ისტორიით, კულტურით, ღირებულებებით ევროპული ქვეყანა, დასავლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილი და მისი დიდი კულტურის თანაშემოქმედი, საქართველო საკუთარი დღევანდელობით, მასშტაბური რეფორმებით, განვითარების ტემპებითა და ხარისხითაც უდავოდ იმსახურებს სამართლიან აღიარებას.
   
28 თებერვალი 2023
დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას - მედიაორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
"ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი მედიაორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ. მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე".
   
28 თებერვალი 2023
კორუმპირებულ რეჟიმებს დამსგავსებულნი
როგორ შეიძლებოდა ეს ქვეყანა და მისი საზოგადოება აქამდე მისულიყო (უფრო სწორად დაცემულიყო). ქვეყნის პრემიერი და მმართველი პარტიის ლიდერი რუსეთ-უკრაინის ომში მოსკოვის უპირატესობაზე საუბრობენ და კიევს მხოლოდ „ომის დასრულებას და მშვიდობას უსურვებენ“. არცერთ მათგანს და მათ მიმდევარს „ურდოს“ შეჭრიდან დღემდე უკრაინისთვის გამარჯვება არ უსურვებია, როცა მთელი მსოფლიო სიმართლის, გმირი უკრაინელი ხალხის მხარესაა.
   
22 თებერვალი 2023
ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - საგარეო სამინისტრო
„აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას. ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეწყვიტოს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
   
15 თებერვალი 2023
დღეიდან 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი საშუალოდ კიდევ 40%-ით გაიაფდება - ირაკლი ღარიბაშვილი
„საზოგადოებას როგორც დავპირდით, დღეიდან მედიკამენტებზე ამოქმედდა რეფერენტული ფასები. შედეგად, 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
   
13 თებერვალი 2023
ჩვენი მომავალი ევროკავშირშია, წინ გვაქვს გადამწყვეტი, ევროკავშირში გაწევრიანების გზა, კანდიდატის სტატუსი შემდეგი ეტაპია - ირაკლი ღარიბაშვილი
„გლობალურად მსოფლიო სამართლის 2022 წლის სამართლის უზენაესობის ინდექსით, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ კრიმინალის 2022 წლის მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის მსოფლიოში საქართველო 18-ე, ხოლო ევროპაში მერვე ადგილზეა. ყველა ამ წინსვლის გათვალისწინებით, რასაც მივაღწიეთ, საქართველო ისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, დღეს უფრო მეტად, ვიდრე არასდროს“,- აღნიშნა პრემიერმა.
   
13 თებერვალი 2023
მოწყალების თხოვნა ჩვენებურად, ანუ ითხოვე და მოგეცემა
ითხოვე და მოგეცემა, ბიბლიური ჭეშმარიტებაა. ასეა, მაგრამ ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლისთავზე იმდენსაც ვერ მიაღწია, რომ ქუჩაში ლამის ყოველ ნაბიჯზე ადამიანებს სამოწყალოდ ხელის გაშვერა არ სჭირდებოდეთ (ზოგისთვის, ლამის პროფესიად არ იყოს ქცეული). უმწვავესია ცალკე ბავშვთა მათხოვრობა, ხშირად დიდების მიერ მართული. ეს რეალობა ჩვენი ყველას პრობლემა და პასუხისმგებლობაა. ამ თემაზე ჩვენი მორიგი რესპონდენტი ნიკოლოზია.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია