მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
28 თებერვალი 2022
„თელასი“ 75 000 ლარით დაჯარიმდა, დეკემბერ-იანვარში ელექტროენერგიის არასწორი დარიცხვები დაკორექტირდა და ნახევარი მილიონი ლარი მოქალაქეებს სააბონენტო ბარათებზე დაუბრუნდა - სემეკი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) საქმიანობების შემოწმება დაასრულა. როგორც სემეკ-ში აცხადებენ, შემოწმების შედეგად დარღვევები გამოვლინდა სს „თელასში“, რამაც 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში მოქალაქეებზე ელექტროენერგიის გადასახადის არასწორი დარიცხვები განაპირობა. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დაჯარიმდა.
   
09 თებერვალი 2022
ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ დარწმუნებული, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომები არის მიღებული - კარლ ჰარცელი
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს, ევროკავშირი დეტალურად და ძალიან ყურადღებით აკვირდება მოვლენათა განვითარებას. უკვე არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ დარწმუნებული, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომები არის მიღებული. ამისთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია სამედიცინო რჩევები და ამ რჩევების გათვალისწინება ხელისუფლების მიერ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
   
07 თებერვალი 2022
კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 130 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 130 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.
   
02 თებერვალი 2022
კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 9 555 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 9 555 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 44 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 84 658 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 59 912, „პისიარ“ ტესტით – 31 746.
   
01 თებერვალი 2022
ქვეყანაში მოსახლეობის 80%-ზე მეტს იმუნური ფენა აქვს - ამირან გამყრელიძე
„ბოლო წერტილამდე არ მივსულვართ, მაგრამ დაახლოებითი მოდელირება, რაც გვაქვს, დღეს ეს 80%-ზე უფრო მაღალია, მაგრამ ბოლო ციფრი არ მინდა, შემეშალოს. ამიტომ, ვერ გეტყვით ჯერ, რადგან ეს არ არის ბოლო ჩვენი შიდა კონსენსუსი. გიდასტურებთ, რომ იმუნური ფენა 80%-ზე მაღალია“, – აღნიშნავს გამყრელიძე.
   
31 იანვარი 2022
ოჯახის ექიმები მათთან რეგისტრირებული კოვიდპაციენტების ბინაზე მართვას უზრუნველყოფენ - თამარ გაბუნია
„ბინაზე ძალიან ბევრი პაციენტი იმყოფება. ბოლო პერიოდში გავზარდეთ ონლაინკლინიკების რაოდენობა, ასევე ცენტრალურ ონლაინკლინიკაში ექიმების რაოდენობაც, თუმცა ცალსახად გეთანხმებით, რომ უკეთესი იქნება, პაციენტი უკავშირდებოდეს თავისსავე ოჯახის ექიმს. უკვე ხვალიდან, პირველი თებერვლიდან ამოქმედდება ის ცვლილება, რომელიც დაიგეგმა დეკემბრის ბოლოს – ყველას შეუძლია პრიორიტეტულად და უპირატესად დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს, ანუ მისი მიმაგრება მართვისთვის მოხდება თავისივე ოჯახის ექიმთან. ეს ქსელი უკვე სრულად გაიშალა, ყველა ოჯახის ექიმმა გაიარა ტრენინგი დეკემბრის განმავლობაში, ყველა მზად არის, თავისივე პაციენტები მართოს. რიგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კვლავაც საჭირო იქნება პაციენტების გადამისამართება ჰოსპიტალში და ამ შემთხვევაში, ოჯახის ექიმი გადააბარებს პაციენტს კლინიკას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
   
25 იანვარი 2022
სახალხო დამცველი საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას მოითხოვს
„სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სოციალური (ე.წ. საპენსიო) სესხების საპროცენტო განაკვეთის ოდენობის შემცირება მოითხოვა. საკითხის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ სს „ლიბერთი ბანკი“ საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას სათანადოდ არ ითვალისწინებს სოციალური სესხების მომხმარებელთა განსხვავებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც ამ პირებს გაუმართლებლად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს".
   
25 იანვარი 2022
90%-ში „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს - ამირან გამყრელიძე
„დღეს გამოვლენილია 15 000-ზე მეტი შემთხვევა, მაგრამ რეალურად, სამი-ოთხჯერ მეტი უნდა ვიანგარიშოთ. მთავარი გზავნილია, რომ თუ გეწყება რესპირაციული ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ხველა, თავის ტკივილი, სურდო, ტემპერატურის მომატება, საჭირო არაა, რომ რამდენიმე ადგილზე დაიტესტოთ და დარწმუნდეთ, გაქვთ თუ არა კორონავირუსი. მით უმეტეს გაქვთ თუ არა შტამი, დიდი ალბათობით, უნდა თქვათ, არის „ომიკრონი“, რადგან 90 პროცენტში ცირკულირებს „ომიკრონის“ შტამი. უნდა დარჩეთ სახლში, დაურეკოთ 122-ს. დაახლოებით 90 პროცენტში დაავადება ჩაივლის სიმპტომების გარეშე ან მცირე სიმპტომებით. რაც მთავარია, იყავით მშვიდად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია