მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
11 ნოემბერი 2022
ევროპულ გზაზე საქართველოს პირველი ნაბიჯი არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება - ALDE
„ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ითხოვს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ევროპულ გზაზე საქართველოს პირველი ნაბიჯი არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება.
   
09 ნოემბერი 2022
კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, საქართველომ ევროკავშირის თორმეტი პრიორიტეტი წარმატებით უნდა შეასრულოს - სვენ მიქსერი
„ანგარიში იმეორებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, საქართველომ წარმატებით უნდა შეასრულოს თორმეტი ძირითადი პრიორიტეტი, რომლებიც ევროკავშირის მიერ არის მითითებული. საქართველოში ხალხის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ პერსპექტივას, ამიტომ აუცილებელია, პოლიტიკურად გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გაამართლონ ხალხის მოლოდინები“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა.
   
07 ნოემბერი 2022
ეს არის ახალი ეროვნული და ევროპული მოძრაობის დასაწყისი - პაატა მანჯგალაძე
„მე ვილაპარაკებდი პარტიების გაერთიანებაზე ხვალ რომ იყოს არჩევნები, მნიშვნელოვანი იქნებოდა სია, ბრენდი, ვინ, როგორ, სად, მაგრამ დღეს არის საქართველოს გადარჩენის ამოცანა, ეს არის პროცესი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არ არის უბრალოდ პარტიების გერთიანება, ეს არის ახალი ეროვნული და ევროპული მოძრაობის დაწყება. სად მიგვიყვანს, რამდენი ვიქნებით და რა შედეგი გვექნება, დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ადამიანი ჩაერთვება ამ პროცესში და არა რამდენი პარტია. რამდენი ადამიანიც ჩაერთვება ამ გამათავისუფლებელ მოძრაობაში, შედეგიც იქნება შესაბამისი. ვიქნებით ბევრი? შედეგი იქნება მალე. ვიქნებით შედარებით ცოტა? – გაგვიჭირდება, მაგრამ შედეგი მაინც იქნება. ჩვენ ბრძოლას არ შევაჩერებთ, მარტოც რომ დავრჩეთ, მაინც ვიბრძოლებთ“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
   
04 ნოემბერი 2022
როგორ გადარჩა ინგილო ბავშვი „დედა-დედას“ ძახილით
საინგილოში (ისტორიული ჰერეთი) ქართული სკოლა გაქრობის წინაშე დგას. ეს განსაკუთრებით ზაქათალა-ბელაქნის გამაჰმადიანებულ თემს შეეხება, სადაც მშობლიურ ენაზე სწავლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. გამოუცხადებელი ასიმილაციის პროცესის შედეგად, დაბა ალიაბადის (ისტ. ელისენი) ოთხი საშუალო სკოლიდან ქართული სექტორი მხოლოდ ერთში შემორჩა და მასაც დახურვა ემუქრება.
   
03 ნოემბერი 2022
გიორგი მამალაძის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოს დახურვისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის ნაწილში დაირღვა - სტრასბურგის სასამართლო
კერძოდ, როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სასამართლოს პირველმა ინსტანციამ არასაკმარისად განიხილა მამალაძის არგუმენტი, რაც მოიცავდა სასამართლოს მხოლოდ ნაწილობრივ დახურვის მოთხოვნას და იმას, რომ კონკრეტულმა საჯარო განცხადებებმა, რომლებიც დეკანოზის დაპატიმრების შემდეგ გაკეთდა, ასევე პროკურატურის ორგანოების მიერ კრიმინალური საქმის მასალების გასაჯაროებამ და გაუთქმელობის ვალდებულებამ, ერთობლიობაში, წააქეზა საზოგადოება, ფაქტობრივ ვერდიქტამდე დაეჯერებინა, რომ დეკანოზი დამნაშავეა“.
   
01 ნოემბერი 2022
მომხმარებელს უფლება აქვს, შეძენილ ნივთზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურენციის სააგენტოს მიმართოს - შემოდის 14-დღიანი უპირობო დაბრუნების წესი
საქართველოს ტერიტორიაზე, მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის, დარღვევის პრევენციისა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობის, ფაქტების გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მიზნით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო პირველი ნოემბრიდან განაცხადების მიღებას და განხილვას იწყებს. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის მიზანია, ქვეყანაში უზრუნველყოფილ იქნას მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხი და ის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულების ნაწილია.
   
01 ნოემბერი 2022
ერთსა და იმავე მომსახურებას ყველა კლინიკაში ერთნაირი ტარიფი ექნება - ჯანდაცვის სამინისტრო
დღეიდან, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების რეფორმა ძალაში შედის. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელით მოხდება. უწყებაში აცხადებენ, რომ DRG სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და აქტიურად მუშაობს, რათა სამედიცინო სერვისები გახდეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და ხარისხიანი.
   
27 ოქტომბერი 2022
როგორ ვპატრონობთ ქალაქს - ჩვენს საერთო სახლს?
ქალაქი ჩვენი საერთო სახლია და სათანადოდ მოვლა-პატრონობა სჭირდება. არაერთი ცნობიერების ამაღლების კამპანიის მიუხედავად, ჩვენ ყველა ამ საკითხში მოვიკოჭლებთ. მაგალითისთვის, ალბათ ხშირად შეხვდებით სურათს - უბნებში სანაგვე ურნები იცვლება-უმჯობესდება, მაგრამ ნაგავი ისევ მის გვერდით, შუა გზაში იყრება.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია