მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
02 ივნისი 2023
რომან გოცირიძე - დემაგოგიური განცხადებაა, რომ სტატუსის მიღება თურმე პოლარიზაციას შეამცირებს, იციან, რომ სტატუსის არმიღება იქნება „ქართული ოცნების“ დანაშაული და ახლა ერთ-ერთ არგუმენტად ეს მოჰყავთ
დემაგოგიური განცხადებაა, რომ სტატუსის მიღება თურმე პოლარიზაციას შეამცირებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა. როგორც გოცირიძემ განაცხადა, პრემიერის განცხადება თვალთმაქცობაა.
   
02 ივნისი 2023
ნიკოლოზ სამხარაძე - იმედი გვაქვს, წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს დამსახურების და არა რაიმე სხვა ფაქტორის საფუძველზე
იმედი გვაქვს, წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს დამსახურების საფუძველზე და არა რაიმე სხვა ფაქტორის საფუძველზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, გუშინ სხვადასხვა ლიდერის მიერ გაკეთებული გზავნილები სასიამოვნო და პოზიტიურია.
   
30 მაისი 2023
ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში
ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პანელის ერთ-ერთმა მონაწილემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს კითხვით მიმართა, რომელიც საქართველოში პოლარიზაციის დასრულებას შეეხებოდა. კერძოდ, ფრანგმა ჟურნალისტმა პრემიერს ჰკითხა: „თქვენ ბრძანეთ პოლარიზაციის დასრულების საკითხი, როგორც იმ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი. თუ შეიძლება, გვითხარით მეტი ამის თაობაზე“
   
28 მაისი 2023
ჯო ბაიდენი - ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის, აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას
ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის, რაშიც ევროკავშირისა და ნატო-სკენ ნაბიჯებიც იგულისხმება, – ამის შესახებ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა. როგორც ბაიდენი აღნიშნავს, „აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იქნება“.
   
28 მაისი 2023
გია ვოლსკი - რუსეთმა მიიღო როგორც ფრენების შეწყვეტის, ისე აღდგენის გადაწყვეტილება
რუსეთმა მიიღო როგორც ფრენების შეწყვეტის, ისე აღდგენის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ვლადიმერ პუტინი ამბობს: „მომეჩვენა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დააყენა ვიზების გაუქმებისა და ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ საკითხები და ჩვენ შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით“.
   
28 მაისი 2023
ირაკლი ღარიბაშვილი - მშვიდობიანად უნდა მოვახერხოთ ქვეყნის დეოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება
როგორც ბიბლიაში არის დაწერილი – უნდა ვიცოდეთ ქვების შეგროვების და ქვების განბნევის დრო, დრო სწორად უნდა შევარჩიოთ. ამიტომ, აუცილებელია სტრატეგიული მოთმინება, ჩვენ მშვიდობიანად უნდა მოვახერხოთ ქვეყნის დეოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
   
13 მარტი 2023
კანონპროექტის გაწვევა ამ სიტუაციაში გონივრული გადაწყვეტილება იყო, ვაჩვენეთ, რომ არავის მივცემთ დესტაბილიზაციის უფლებას - ირაკლი ღარიბაშვილი
კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული იყო. ერთი მხრივ, ვაჩვენეთ, რომ არავის მივცემთ დესტაბილიზაციის მოწყობის უფლებას, მეორე მხრივ, ვთქვით, რომ ვიცოდით მათი ძალიან ცუდი გეგმების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ოპოზიციის ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა და მათ შეიძლებოდა, რამდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ“. პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება კანონპროექტის გაწვევით გაუფრთხილდა ქვეყნის სტაბილურობასა და მშვიდობას.
   
13 მარტი 2023
„ლელო“ ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულების მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს ფორმირების ინიციატივით გამოდის
პარტია „ლელო“ ინციატივით გამოდის, რომ მოხდეს ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულების მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს ფორმირება. როგორც პარტიაში აცხადებენ, მის შემადგენლობაში უნდა შევიდნენ ქართული სამოქალაქო სექტორის, არასამართავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების წარმომადგენლები და საპარლამენტო/პროევროპული პოლიტიკური ოპოზიციის წევრები. მათივე შეფასებით, საჭიროა, ამ საბჭოსთან მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პრეზიდენტმა.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია