მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
10 თებერვალი 2023
ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას - სალომე ზურაბიშვილი
„ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ხელისუფლების მიერ აქამდე გამოხატული გარკვეული სიფრთხილე ყველას ესმის და ყველასთვის გასაგებია, თუმცა სიფრთხილე არასდროს გამორიცხავდა, მით უმეტეს, ჩვენთვის და ჩვენს ქვეყანაში, არც ღირსებას და არც სოლიდარობას. სულ სხვაა დღევანდელი მდგომარეობა. ახალი გზავნილები, რაც ორი დღეა, მმართველი პარტიისგან ისმის, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან. ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა, არც გაგება შემიძლია და არც გაზიარება“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
   
16 დეკემბერი 2022
საფრანგეთის პრეზიდენტს აქვს ბერკეტი ბიძინა ივანიშვილზე, როგორც საფრანგეთის მოქალაქეზე - გიორგი მუმლაძე
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მიმართავენ, გამოიყენოს დიპლომატიური ბერკეტი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად. ამ მოთხოვნით ისინი თბილისში, საფრანგეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა, საფრანგეთის პრეზიდენტს აქვს ბერკეტი ბიძინა ივანიშვილზე, როგორც საფრანგეთის მოქალაქეზე, ასევე სალომე ზურაბიშვილზე, როგორც ნაწილობრივ ფრანგზე, მოახდინოს პოზიტიური ზეგავლენა სააკაშვილის გათავისუფლების საქმეზე.
   
14 დეკემბერი 2022
უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია - ევროკავშირის საბჭო
„ევროკავშირის საბჭო იმეორებს 2022 წლის 23 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივა იყო აღიარებული და ამ ქვეყნებს მიენიჭათ წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის საბჭომ ასევე აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და დაადასტურა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტები იქნება შესრულებული. უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს და ამ ქვეყნების მოქალაქეთა მომავალი ევროკავშირშია“, – ნათქვამია დოკუმენტში.
   
09 დეკემბერი 2022
9 თვეში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 306 და დაშავდა - 5704 ადამიანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში 4060 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 306, ხოლო დაშავდა 5704 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს. მათივე ცნობით, შსს-ს მონაცემების თანახმად, გასული წელს, აღნიშნულ პერიოდში, კერძოდ, იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში 4335 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 305, დაშავდა 5 746 ადამიანი.
   
07 დეკემბერი 2022
სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა N7 მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ
"ამჟამინდელი მკურნალობა შედეგს არ იძლევა. პაციენტის მართვა ვერ ხდება პროაქტიურ რეჟიმში და მკურნალობის მიდგომები შემოიფარგლება სხვადასხვა გართულებებზე რეაგირებით; ექსპერტული მოსაზრებით, პაციენტს ჩაუტარდა საქართველოში ხელმისაწვდომი ყველა ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევა და მკურნალობა, რამოდენიმე პოლიპროფილურ კლინიკაში, მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა სწრაფად უარესდება. ვთვლით, რომ მოსალოდნელი შეუქცევადი ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დროული და ძირეული ზომების მიღება".
   
05 დეკემბერი 2022
პატიმრის დედა შვილის ჯანმრთელობის გამოკვლევას ითხოვს
„ჩემს შვილს ნიაზს გაუსაძლისი ტკივილები აღენიშნება და უკვე 6 თვეა სათანადო კვლევას ითხოვს. დღემდე მარტო შარდის ანალიზი აქვთ აღებული, მეტი არაფერი. ხოლო ზედაპირული გასინჯვით დანიშნულმა წამლებმა ტკივილი გაუორმაგა. ამ გაუსაძლის მდგომარეობაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ციხის სამედიცინო ნაწილს აკისრია, რომელმაც ასეთ შემთხვევაში პატიმარი დროულად საექიმო გამოკვლევაზე უნდა გადაგზავნოს; ხოლო ციხის ადმინისტრაციამ პატიმრის გადაყვანა უზრუნველყოს".
   
01 დეკემბერი 2022
„ბანანის რესპუბლიკის გზას გავდივართ, ადამიანის სიცოცხლის ფასი ძალიან დაბალია“
ქვეყანას ქალთა მიმართ ძალადობის მორიგმა ტალღამ გადაუარა. ჩვეულად დაზაფრული საზოგადოება მიზეზებს ეძებს და ცდილობს გამოსავლის გზები იპოვოს. ამ დროს იმგვარ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, რომ „რეცეპტის გამოწერა“ მარტივი საქმე არ არის. თემაზე ჩვენი მორიგი რესპონდენტი ვახტანგია, რომლის ნაამბობშიც ჩვენი დღევანდელობის ბევრ დამახასიათებელ ნიშან-თვისებას ნახავთ.
   
29 ნოემბერი 2022
ჩვენი საზოგადოება იმდენად გაიზარდა, ქალები სულ უფრო ხშირად გამოდიან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე
ადგილობრივ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობაზე ჩვენი მორიგი რესპონდენტი ქეთევან კიკნაძე, ხაშურში იძულებით გადაადგილებულ პირთა სათემო ორგანიზაცია „იმედს“ ხელმძღვანელობს. საქმიანობის ძირითადი სფერო - დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროგრამებია (უცხო ენა, კომპიუტერული ტექნოლოგიები და ა.შ.).
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია