მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიახლეები
25 ოქტომბერი 2022
სახალხო დამცველი უფლებადამცველ ნატა ფერაძის ავტომანქანის დაზიანების ფაქტს ეხმაურება
„2022 წლის 22 ოქტომბერს, მედიით გავრცელდა ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტის ნატა ფერაძის ავტომანქანის საღებავებით მოხატვისა და მასზე შეურაცხმყოფელი წარწერების დატოვების შესახებ. თავად უფლებადამცველი აღნიშნულის სავარაუდო მიზეზად თბილისის მერისადმი ბოლო პერიოდში გამოთქმულ კრიტიკასა და „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ გაჟღერებულ პოზიციას ასახელებს. სახალხო დამცველი გმობს ზემოხსენებული თავდასხმის ფაქტს, როგორც სამოქალაქო აქტივისტის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ანგარიშსწორებას, რომლის მიზანიც ქვეყანაში უფლებადაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის დამაშინებელი გარემოს შექმნაა".
   
24 ოქტომბერი 2022
იუსტიციის საბჭოზე არც ოპოზიციას და არც მმართველ გუნდს გავლენა არ აქვს - დავით სერგეენკო
„არ მგონია, რეკომენდაციების შესრულების პროცესს რაიმე საფრთხე დაემუქროს, რადგან ეს მართლაც სტრატეგიული ნაბიჯია და ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს წლის ბოლომდე. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ის დამოუკიდებელი ინსტიტუცია უნდა იყოს, რომელზეც გავლენა არ აქვს არც ოპოზიციას და არც მმართველ გუნდს. უნდა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც შემდგომში მათი ფუნქცნიონირებისთვის ნორმალური იქნება. კონკრეტულ შემადგენლობაზე ვერაფერს გეტყვით – რატომ მიაჩნიათ, რომ ისინი არიან კლანი ან არაკლანი. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია, თუმცა ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
   
24 ოქტომბერი 2022
სისტემა „კლანის“ მიერ იმართება - ანა ნაცვლიშვილი
„დიმიტრი გვრიტიშვილისა და ლევან მურუსიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეებად არჩევის გადაწყვეტილება ცალსახად ადასტურებს იმასაც, რასაც წლებია ვამბობთ. მურუსიძემ და ჩინჩალაძემ თავისივე ხელით დაუსვეს ბეჭედი იმის აღიარებას, რომ სასამართლოს მართავს კლანი. ანუ, ერთი მუჭა ადამიანები, რომლებიც მუდმივად სასამართლოს მართვის ძალაუფლებას ინაწილებენ. ახლა უკვე მეორე წრეზე წავიდნენ, კარუსელივით ტრიალებენ. სასამართლო სისტემაში 200-ზე მეტი მოსამართლეა და მუდმივად მურუსიძის, გვრიტიშვილისა და ერთი მუჭა ადამიანების ხელშია სასამართლოში თანამდებობები. ეს სწორედ იმას ადასტურებს, რომ სისტემა იმართება პატარა გუნდის, კლანის მიერ".
   
20 ოქტომბერი 2022
ყველა გზას გამოვიყენებთ ეს დაცინვა პროკურატურას არ ვაპატიოთ - ნათია ლეთოდიანი
"3 წელზე მეტი გავიდა 2019 წლის 20 ივნისიდან და მათ ვერ ორი თვალით დაბრმავებული ადამიანი არის თუ არა დაზარალებული. მე როგორც ერთი რიგითი ადამიანი, მოქალაქე და როგორც დაბრმავებული ადამიანის ოჯახის წევრი, ყველა გზას და ბერკეტს გამოვიყენებ, რომ უსამართლობის ეს ჯაჭვი რაღაცნაირად გავწყვიტოთ და სამართალს მივაღწიოთ. მე არანაირი ნდობა არ მაქვს ოლიგარქის პროკურატურისა და სასამართლოსი, მაგრამ ყველა გზას გამოვიყენებთ, რომ ჩვენ ეს დაცინვა ამ პროკურატურას არ ვაპატიოთ.“
   
19 ოქტომბერი 2022
ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, სულ მცირე, მაღალი თანამდებობის პირებს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეთ - ალეკო ელისაშვილი
სისტემურ პრობლემას თუ არ მოვაგვარებთ, მხოლოდ „გადადექის“ ძახილი არ უშველის, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ვაკის პარკის შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, სულ მცირე, მაღალი თანამდებობის პირებს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეთ.
   
19 ოქტომბერი 2022
„ციხეშიც კი აღარავის ვჭირდებით, არათუ თავისუფლებაზე“
განუმეორებელია ადამიანის ცხოვრება. ჩვენი მორიგი რესპონდენტი მერაბი (გვარს არ ვასახელებთ) ოჯახში მესამე შვილია და მისივე თქმით, „კარგ ჯანზეც“ იზრდებოდა. ერთია, მისი გაჩენის შემდეგ მამამისმა სმას კიდევ უფრო უმატა. ხოლო ასეთ დროს ჯერ საკუთარ ოჯახს დაერეოდა, თქვენ რამე ხომ არ გეშლებათო და მერე უკვე მთელ დაუხარჯავ ბოღმას უბანზე იყრიდა.
   
18 ოქტომბერი 2022
მზარდი მსგავსება ქართულ-აზერბაიჯანულ პოლიტიკურ პროცესებს შორის
"ბოლო წლებში ბევრი საერთო იკვეთება ქართულ-აზერბაიჯანულ პოლიტიკურ პროცესებს შორის. ერთია, რომ უკვე ბნელ საქმეებშიც კარგად თანამშრომლობენ. გავიხსენოთ თუნდაც ოპოზიციონერი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისში ძალადობრივად აყვანა და საზღვარზე ბაქოს ხელისუფლებისთვის გადაცემა. არ არს დაფარული, რაც არ გაცხადდება - მოგვიანებით თვითონ ჟურნალისტი ასაჯაროებს, რომ აღნიშნულ „თანამშრომლობაში“ ქართულ მხარეს მილიონობით დოლარი გადაუხადეს. თბილისში ამ სამარცხვინო დანაშაულზე დღემდე პასუხი არავის უგია".
   
08 ოქტომბერი 2022
ექთნები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ
“სოლიდარობის ქსელის” პროფკავშირის ექთნები საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჰოსპიტალური სექტორში ხელფასის გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მიმართვენ.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია