მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 03 ივლისი 2019
    12 ქვეყნიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 100 პროცენტზე მეტით გაიზარდა
    ივნისის მონაცემებით, 12 ქვეყნიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 100 პროცენტზე მეტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობითაა გამოქვეყნებული. რაოდენობრივად, ყველაზე დიდი ზრდა საუდის არაბეთიდან დაფიქსირდა. თუ 2018 წლის ივნისში საქართველოში ამ ქვეყნიდან 4 697 ვიზიტი შედგა, წელს რაოდენობა 10 697-მდე გაიზარდა (+127.7 პროცენტი).
    სრულად>>
  • 01 ივლისი 2019
    გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები პირადობის მოწმობის მიღებას დღეიდან 2020 წლის პირველ ნოემბრამდე უფასოდ შეძლებენ
    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციის მიზანი საარჩევნო სიების სრულყოფა, სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწა და მოქალაქეების თანამედროვე, სანდო ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფაა. მოქალაქეებს აქციით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ. ისინი თავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. სურვილის შემთხვევაში, აქციით ისარგებლებენ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები და საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც 2021 წლის პირველ იანვრამდე უსრულდებათ 18 წელი.
    სრულად>>
  • 19 ივნისი 2019
    საპატრიარქო - ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისგან, ისე მრევლისაგან
    ​„ბოლო დროს ე.წ. ლგბტ პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უკიდურესად დაძაბა ვითარება ქვეყანაში. აღნიშნულთან მიმართებით საქართველოს საპატრიარქომაც თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა. ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან".
    სრულად>>
  • 13 ივნისი 2019
    "წუნწურა წყარო"
    "არა, მეგობარო. რაც ამ სოფელში წინაპართა ენა, ქართული დავკარგეთ, თბილისთან ძველი კავშირებიც გაწყდა. ყველამ ყველაფერი ვიცით, რაც ჩვენს თავს დატრიალდა, მაგრამ ეს ამ სოფლელების რა ბრალია? ჩვენ ხომ მიგვატოვეს?, - რიტორიკულ კითხვაზე პასუხი არ მქონია. - ერთადერთი, როდესაც ჩვენებურებს შავი სამუშაოსგან ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნებათ და ექიმი დასჭირდებათ, პირდაპირ თბილისში მოდიან; რადგან მთელ დედამიწისზურგზე, უსიტყვოდ, მხოლოდ ქართველ მკურნალებს ენდობიანო, - ესეც დაამატა".
    სრულად>>
  • 11 ივნისი 2019
    თბილისში ჰაერის მდგომარეობა 2018 წელთან შედარებით გაუარესებულია
    ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აუცილებელია, სრული სიმკაცრით ამოქმედდეს ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, აიკრძალოს ტრანსპორტის გადაადგილება კატალიზატორის გარეშე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტრანსპორტის გზისპირა კონტროლი სპეციალური აპარატურით მოხდეს. რაც შეეხება საწვავს, კვლევის მიხედვით, ამ ეტაპზე პრობლემას დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილებიც წარმოადგენს.
    სრულად>>
  • 03 ივნისი 2019
    მთავრობა პენსიის გაზრდას გეგმავს
    დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2019-2020 წლებში გათვალისწინებულია პენსიების ზრდა. კერძოდ, 2019 წელს, ამ მიზნით დამატებით გათვალისწინებულია 200 მლნ ლარი, ხოლო 2020 წელს – 400 მლნ ლარი. საქართველოში პენსია 2019 წელს 20 ლარით გაიზარდა, 2020 წელს კი – პენსიის ზრდა ასევე 20 ლარით იგეგმება.
    სრულად>>
  • 30 მაისი 2019
    „არათუ თავისუფლებაზე, ციხეშიც აღარავის ვჭირდებით“
    ცნობილია, რომ ხშირად მოძალადე თვითონაც არის ძალადობის მსხვერპლი. ამიტომ იკვრება მანკიერი წრე, რისგანაც თავის დაღწევა რთულია. სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები, რათა საზოგადოებას ნორმალური მომავალი ჰქონდეს.
    სრულად>>
  • 26 მაისი 2019
    ვფიცავ! - 463-მა რეკრუტმა და წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო
    თბილისის გარდა (288 რეკრუტი) ფიცი დადეს ხუთ ადგილზე 175-მა რეკრუტმა და წვევამდელმა; ზუგდიდში – დადიანების სასახლეში, რაჭაში – მრავალძალის მონასტერში, ქართლში – კლდეში ნაკვეთ უძველეს ქალაქ უფლისციხეში, დუშეთში – ანანურის ციხის კომპლექსზე და ყვარელში – გრემის მონასტერში (ჯამში 463 რეკრუტი და წვევამდელი).
    სრულად>>
  • 22 მაისი 2019
    ვეტერანი ბესიკ მაისურაძე - ფუფუნებას არ ვითხოვ, მომცენ ის, რაც მეკუთვნის
    "სახელმწიფომ ჩვენი გულისტკივილი ახლოს უნდა მიიტანოს და ყურადღება მოგვაქციოს. ცოტა ხნით ქვეყნის გარეთ ვიყავი გასული და ვნახე იქ ომის ვეტერანი როგორ ცხოვრობს, ხელის გულზე ატარებენ. იქ რომ ვთქვი ვეტერანი ვარო, აქ რა გინდაო, პირდაპირ მომაჯახეს. შემრცხვა ამის გამო. 13 წელიწადი და 8 თვე ვიმსახურე, ვატარე ფორმა, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ და ნებისმიერ დროს ქვეყანას რომ დასჭირდეს, მზად ვარ; მაქვს შესაძლებლობა და ენერგია, გამოცდილება და პრაქტიკაც რომ ქვეყანას ისევ მხარში დავუდგე".
    სრულად>>
  • 14 მაისი 2019
    ვეტერანთა საერთო საცხოვრებელში წყალი ჩამოდის!
    დათვალიერების შედეგად საჭირბოროტო საკითხთა წრე გამოიკვეთა, რომელიც დროულ გადაწყვეტას მოითხოვს. კერძოდ, შენობა დიდი ხნის გაურემონტებელი, ავარიულ მდგომარეობაშია, ბევრგან წყალი ჩამოდის და ოჯახებს, პატარა ბავშვებს სინესტეში უწევთ ცხოვრება, ზოგიერთი ბინა გამოკეტილია, როდესაც ბევრ ომის ვეტერანს დღემდე საკუთარი ჭერი არ აქვს და ა.შ. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ შენობა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა და უწყებამ ან საკუთარ თავზე უნდა აიღოს სათანადოდ მოვლა-პატრონობა, ან ტერიტორია გარდაბნის გამგეობას უნდა გადაეცეს, შესაბამისი ვალდებულებებით.
    სრულად>>
  • 11 მაისი 2019
    ლევან ჯუღელი - ფაშიზმის დამარცხებაში ქართველმა ხალხმა უდიდესი წვლილი შეიტანა
    ვეტერანთა ჰოსპიტლის დირექტორის, ლევან ჯუღელის ბაბუა მეორე მსოფლიო ომის დროს, ქერჩში, დივიზიის სამედიცინო სამსახურს ხელმძღვანელობდა. თუნდაც ამიტომ თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ ყოველ წელს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სათანადო პატივი მიაგოს. ამბობს, რომ დღეს ქართველ ერს ისეთი კონსოლიდაცია სჭირდება, როგორც ეს გამარჯვების მორიგ წლისთავზე ხდება.
    სრულად>>
  • 10 მაისი 2019
    ვლადიმერ იმნაძე: ვეტერანები თავს საქართველოსთვის დებდნენ და არა საბჭოთა კავშირისთვის
    "მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილეს ფაშიზმზე გამარჯვების ბრწყინვალე დღეს ვულოცავ. ჩვენ ამ ხალხს ცხვირწინ დროშები კი არ უნდა ვუტრიალოთ, მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ დღეს საერთოდ ვარსებობთ; რადგან თავის დროზე ფაშიზმს რომ გაემარჯვა, არ მგონია ბევრ ჩვენგანს მოღვაწეობის საშუალება ჰქონოდა. მეორეც, ყველაზე მეტად, რაც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს და, საერთოდ, ვეტერანს აინტერესებს, ეს არის ყურადღება".
    სრულად>>
  • 10 მაისი 2019
    მაიზერ გელოვანი - სამშობლოს დაცვა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი პატივია
    "უპირველესად, ისევ ამ ხალხს, ვეტერანებს სათანადო პატივი უნდა სცენ. შემდეგ ჩვენ, რათა მომავალმა თაობამ სამშობლოს დაცვის საქმისადმი რწმენა არ დაკარგოს. ისე კი არა, ჯარს რომ გაიგონებენ, მარტო იმას ცდილობენ თავი რით გამოიხსნან. სამხედრო სამსახურში ყველა სიხარულით უნდა მიდიოდეს, რადგან სამშობლოს დაცვა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი პატივია. ხოლო ჯარში ისეთი სულისკვეთება და დისციპლინა უნდა სუფევდეს, რომ ახალგაზრდებს ქვეყნის დაცვის გარდა სხვა ზედმეტი საფიქრალი არ ჰქონდეთ".
    სრულად>>
  • 09 მაისი 2019
    „საერთაშორისო ასოციაცია დაიცავი შენი წილი სამშობლო“ - 9 მაისი ბოროტების დამარცხებასთან და სიკეთის გამარჯვებასთან ასოცირდება
    "ისევ და ისევ ამ ხალხის, მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში მონაწილე ვეტერანთა შრომა და ღვაწლი არ უნდა დაიკარგოს, თითოეული ამ ადამიანის გმირობა უნდა გვახსოვეს და მოვუფრთხილდეთ; რათა ჩვენც მათ მიერ გაკვალული გზით ვიაროთ, მაგალითი ავიღოთ; ამ ხალხის მამოძრავებელი სულისკვეთება არ უნდა დავკარგოთ და მხოლოდ ამ გზით გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს".
    სრულად>>
  • 06 მაისი 2019
    ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვასა და სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციების გაზრდა იგეგმება
    წლის ბოლომდე, ქვეყნის მაშტაბით სხვადასხვა დანიშნულების 5 000-მდე კამერა ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ცენტრში განაცხადა, სადაც გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების რიგით მეხუთე კვირეულის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. ნინო ჯავახაძის განცხადებით, ასევე გაიზრდება საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
    სრულად>>
  • 01 მაისი 2019
    საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლო“ დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
    "ჩვენთვის წინაპრების სისხლით გაპოხიერებული თითოეული მტკაველი მიწა წმინდაა და, მითუმეტეს, თუ ეს წმინდა ბერების საძვლეა. ამიტომ სასწრაფოდ გადასაწყვეტია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის, მის მიმდებარედ ქართული მიწების არასწორად ინტერპრეტირების საკითხი. ასევე, ორივე მხარის კომისიებმა მუშაობა უნდა გააგრძელონ სხვა, სამწუხაროდ, ჯერაც დაუკანონებელი სასაზღვრო ტერიტორიებთან დაკავშირებით".
    სრულად>>
  • 30 აპრილი 2019
    პანკისის ხეობის სახალხო კრება - გვჯერა, ხელისუფლება გააგრძელებს გონიერ პოლიტიკას და არ დაუშვებს პროცესების შემდგომ გამწვავებას
    "რაოდენ დიდი კრიტიკაც არ უნდა გვქონდეს 21 აპრილის წინარე პოლიტიკური პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ხეობაში ჰესების კასკადის მშენებლობის საკითხს და მასთან დაკავშირებულ პოლიციის გაუმართლებელ ქმედებებს შეეხება, ჩვენ ცალსახად მიუღებლად და დაუშვებლად მივიჩნევთ მოსახლეობის მხრიდან პროტესტის ძალადობრივი ფორმების გამოყენებას და როგორც ჩვენი ქვეყნის ერთგულ შვილებს, ღრმად გვჯერა, რომ თითოეული მოქალაქის უმთავრეს საზრუნავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს".
    სრულად>>
  • 24 აპრილი 2019
    სისტემური პრობლემები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში - სახელმწიფოსა და საზოგადოების სირცხვილი
    ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაცია, დღევანდელი ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების სირცხვილია. სხვა რა შეიძლება ეწოდოს არსებულ რეალობას, როდესაც უამრავი ადამიანი აუცილებელ სამედიცინო სერვისებს მოკლებულია. სახალხო დამცველის ფსიქიატრიულებში „ცეცხლსაქრობით“ სირბილი და არასამთავრობოების „მინიფესტები“ საქმეს ვერ შველის, განგაშის ზარები შემოსაკრავია.
    სრულად>>
  • 17 აპრილი 2019
    პოლიტიკური პოლარიზაცია ჩვენებურად, ანუ იცხოვრე საინტერესო დროში
    უცნაური ჩინური წყევლა არსებობს - საინტერესო დროში იცხოვრეო. უკვე 30 წელია საქართველოს მოსახლეობა ამგვარი კრულვის მსხვერპლია. პერმანენტულად დედის გინებამდე მისული (დღესაც ამ კონდიციაში ვიმყოფებით) პოლიტიკური პოლარიზაცია, სასიკვდილო რეალობის მკვებავი ძარღვია. ხშირად განწირული ადამიანები საზვარგარეთ გარბიან, რადგან შეუძლებელია ბორბალში ერთი და იმავე წრეზე ტრიალი.
    სრულად>>
  • 04 აპრილი 2019
    ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა
    არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, საქართველოში 2 ათასზე მეტი ბავშვი ქუჩაში მოწყალებას ითხოვს. მთლიანობაში, ასაკისთვის შეუსაბამო ფიზიკურ სამუშაოზე გარეთ გასული პატარების რიცხვი 5 ათასამდეა. ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. ნებისმიერი საზოგადოების განვითარების დონე იმით იზომება, თუ როგორ ზრუნავს ის ბავშვებსა და მოხუცებზე, - ამ მხრივ, რა ნიშნული უკავია ქართულ საზოგადოებას?
    სრულად>>
  • 28 მარტი 2019
    ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი - ქართველებს იავნანას ვეღარავინ გაგვაწყვეტინებს!
    აშშ-ში მოღვაწე ჟურნალისტისა და რეჟისორ-სცენარისტის, ქეთი ორჯონიკიძე-ქეისის მუსიკალურ კლიპში ქართველი ემიგრანტის ემოციებია გადმოცემული. მთავარი გმირი სამშობლოსგან შორსაა, მაგრამ ფიქრებით, სულითა და გულით საქართველოშია. ამიტომ სურს მხოლოდ ქართული მელოდია ისმინოს. როცა ნიუ იორკის ცათამბჯენებს უყურებს, თვალწინ მშობლიური ეკლესიებისა და მონასტრების ხატება წამოიმართება. მის ნაღვლიან თვალებში მონატრებას და სევდას ადვილად ამოიკითხავთ.
    სრულად>>
  • 20 მარტი 2019
    ირაკლი სესიაშვილი - ჩემი საკანონმდებლო ინიციატივა შეღავათს ყველა კონფესიისთვის აუქმებს
    „ეს ასე არ არის, რომ მღვდელი ხარ და არიქა, ახლა ანაფორა უნდა გაგხადო და ავტომატი დაგაჭერინო. მათ შეუძლიათ, ალტერნატიული შრომითი სამსახურით ისარგებლონ ისევე, როგორც ყველა იმ ქვეყანაშია, სადაც გაწვევის სისტემა არსებობს და ჩვეულებრივად მოხდება მათი რეკრუტირება ალტერნატიულ შრომით სამსახურში. ეს უფლება არა თუ რელიგიური ორგანიზაციისთვის, მათ შორის, ნებისმიერი მოქალაქისთვის არსებობს“, – განაცხადა სესიაშვილმა.
    სრულად>>
  • 20 მარტი 2019
    საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლო“ აზერბაიჯანელ ვეტერანებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს
    „აზერბაიჯანელ ვეტერანებს, ჩვენი მეგობარი როვშან გულიევის ხელმძღვანელობით გულითადად ვულოცავთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს და ქვეყნის გამთლიანებას, აზერბაიჯანულ სახელმწიფოს და მის თითოეულ მოქალაქეს წარმატებას ვუსურვებთ“, - აცხადებს ასოციაციის დამფუძნებელი, პოლკოვნიკი დარეჯან (დოდო) გუგეშაშვილი.
    სრულად>>
  • 11 მარტი 2019
    საია - სკოლებში ინსპექტირების მექანიზმს სავარაუდოდ საარჩევნო გარემოზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით იყენებდნენ
    კვლევის მიხედვით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა იურისტებმა სხვადასხვა სკოლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გაანალიზეს და საგანგაშო დასკვნამდეც მივიდნენ. კერძოდ, 2018 წელს სამინისტროში შევიდა 288 განცხადება, რომელიც სკოლებში დარღვევებს შეეხებოდა. რეაგირება კი უწყებას მხოლოდ 7 მათგანზე ჰქონდა და შვიდივე შემთხვევაში შეტყობინება ზოგადი ხასიათის იყო.7-დან 6 შემთვევაში კი შემოწმება ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველიდან მეორე ტურამდე. რაც ამყარებს ეჭვს რომ ეს პროცესი პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იქნა გამოყენებული.
    სრულად>>
 
სიახლეები
23 იანვარი 2019
"60 ათას ბავშვს უხარისხოდ კვებავენ"
„დედაქალაქის მერი, რომელიც დაწერილს კითხულობს მხოლოდ და მხოლოდ და მათ შორის უზრდელობებსაც მხოლოდ დაწერილს წაიკითხავს ხოლმე, ჩვენ საჯაროდ მოვთხოვეთ, აქვს თუ არა მას გამბედაობა, რომ 60 ათას ბავშვს რომ უხარისხოდ კვებავენ და ეს თავად დაწერეს და ეს ხაბეიშვილს არ მოუგონია, აი, ამაზე რა პასუხს აძლევს თბილისელებს, იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც უხარისხოდ კვებავს და ეს დაწერა თავად. ვკითხე, რომ თუ აქვს გამბედაობა ეპასუხა".
   
23 იანვარი 2019
შვედეთის ელჩი - საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რიცხვი გაიზარდა
„უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ მიმართვების რიცხვი გაიზარდა. 2016 წელს შვედეთში 737-მა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი. 2017 წელს, როდესაც უვიზო რეჟიმი ამოქმედდა, რიცხვი 1105- ამდე გაიზარდა. 2018 წელს საქართველოს მოქალაქეები რაოდენობით რიგით მეოთხე ადგილზე იყვნენ შვედეთში თავშესაფრის მოთხოვნის კუთხით, 1156 მიმართვით. ძალიან მცირე გამონაკლისით, ყველა მიმართვა უსაფუძვლოდაა ჩათვლილი. თანხმობის მიღების მაჩვენებელი ახლოსაა 0 პროცენტთან".
   
22 იანვარი 2019
რა ეღირება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა?
ვაქცინის იმპორტიორ კომპანია „ჯიპისიში“ აცხადებენ, რომ ფრანგული წარმოების მედიკამენტები ამ ეტაპზე თურქეთშია და მის საქართველოში შემოტანას უახლოეს საათებში ელოდებიან. კომპანიის ინფორმაციით, ვაქცინა სამ კომპონენტიანია და მისი სავარაუდო ფასი 20 ლარი იქნება. დამატებითი დეტალები, რომელ სამედიცინო დაწესებულებებში მოხდება ვაქცინის რეალიზაცია მედიკამენტების სარეალიზაციო ქსელში შესვლის შემდეგ გახდება ცნობილი. რაც შეეხება H1N1 ვირუსის გავრცელებას, ბოლო კვირების განმავლობაში მცირდება და უახლესი მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე 251 შემთხვევას შეადგენს.
   
22 იანვარი 2019
"მერიას მყარი ბერკეტები აქვს, ვაკის პარკში მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი თქვას"
როგორც ორგანიზაციის იურისტმა, ანანო ცინცაბაძემ განაცხადა, ინვესტორიც და მერიაც კანონს არასწორად განმარტავენ და ერთნაირი არგუმენტები აქვთ. იურისტი მიიჩნევს, რომ კომპანიასთან მოლაპარაკების პროცესში მესამე სექტორიც უნდა ჩაერთოს. „მთავარი კითხვაა, რატომ ჰგავს მერიისა და ინვესტორის არგუმენტები ერთმანეთს, როცა მერიას მყარი სამართლებრივი არგუმენტები აქვს, ახალი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, ინვესტორს ვაკის პარკში მშენებლობაზე უარი უთხრას. მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, მერიას აქვს მყარი ბერკეტები უარი თქვას მშენებლობის ნებართვის გაცემაზე“, – განაცხადა ცინცაბაძემ.
   
21 იანვარი 2019
"მერია ყველაფერს გაკეთებს, რომ ვაკის პარკში მრავალსართულიანი სასტუმრო არ აშენდეს"
ვიცე-მერის განცხადებით, მერია ყოველთვის გამოდის ქალაქის ინტერესებიდან, არასდროს უსამართლოდ არ იქცევა და კანონს არ არღვევს. ამიტომ გამოყენებული იქნება ყველა ბერკეტი, რომ დაბალანსდეს სამართლებრივად ქალაქის, მოქალაქეებისა და ბიზნესის ინტერესები. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ვაკის პარკი არის ერთადერთი უნიკალური ადგილი თბილისში, მერია ასეთ უბედურებას ხელს ვერ შეუწყობს.
   
21 იანვარი 2019
მიხეილ ბატიაშვილი - თუ რაიმე რისკები იქნება, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ
„ჩვენი მხრიდან ყოველდღიურად, ფაქტობრივად ყოველ საათში ერთხელ კომუნიკაცია სკოლებთან განხორციელდება და თუ გარკვეულ რისკებთან იქნა დაკავშირებული სწავლის პროცესის როგორც მიმდინარეობა, ისე ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოება, შესაბამის ღონისძიებებს და გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რომელიც დამოკიდებული თვითონ პროცესიდან გამომდინარე იქნება. სამინისტრის თანამშრომლები ყოველწუთიერად ამ პროცესში ჩართულები არიან. თუ შესაბამისი გადაწყვეტილებები საჭირო გახდა, უსწრაფესად მივიღებთ. გავაფრთხილებთ მოსახლეობასაც და მშობლებსაც, მაგრამ როგორც ვიცით, დღეს დილით პროცესი საკმაოდ მშვიდად დაიწყო და მშვიდად მიმდინარეობს".
   
20 იანვარი 2019
დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა, პატიმრობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე კი ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატების განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა. ​ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.
   
19 იანვარი 2019
„ყაზტრანსგაზის“ დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი გულგრილობის მუხლით წარედგინათ
ბრალდებულების ადვოკატის, თამარ ჯაფარიძის განცხადებით, დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ. მისი თქმით, გამოძიებას ისინი არ დაუკითხავს და ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის​ 220-ე მუხლის პრიმა ნაწილით, რაც გულგრილობას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
   
19 იანვარი 2019
წითელას აცრებთან დაკავშირებით სამედიცინო დაწესებულებები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ
„წითელას აცრებთან დაკავშირებით შაბათ-კვირას როგორც დედაქალაქში, ასევე რაიონებში იმუშავებენ სამედიცინო დაწესებულებები. მისამართების გაგება მოქალაქეებს შეუძლიათ, როგორც ცხელი ხაზის საშუალებით, ასევე იმ ინფორმაციით, რომელსაც მივაწვდით, სადაც შეეძლებათ მივიდნენ და ჩაიტარონ აცრა. აცრების ჩატარება მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელმაც რაიმე მიზეზის გამო, თავის დროზე ვერ ჩაიტარა ვაქცინაცია. ეს არის ეფექტური, მძლავრი ნაბიჯი იმისათვის, რომ წითელას ეპიდაფეთქება, რომელიც ახლა გვაქვს, შევაჩეროთ დროულად, დანაკარგების გარეშე“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
   
18 იანვარი 2019
"ყველაფერს გავაკეთებ, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს"
„ძალიან მძიმე სიტუაციაში ვიმყოფებით. ვინც დღეს გარკვეულ გულისტკივილს გამოთქვამდა და ბრიფინგი მიუძღვნა ჩემს განცხადებებს, ზუსტად ამ ადამიანმა გასცა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც რესტორანი „ბუდაპეშტი“ იყო განთავსებული. ამ მოცულობისა და მასშტაბის შენობა-ნაგებობის განთავსება ცენტრალურ პარკში ჩემთვის კატეგორიულად მიუღებულია. სარჩელი სასამართლოში იყო შეტანილი და ჩვენდა სამწუხაროდ, სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა, ანუ გაცემული ნებართვა ძალაში დატოვა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. აქ საზოგადოების მხარდაჭერა დამჭირდება და ვფიქრობ, ამას ერთიანი ძალისხმევით მოვახერხებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
   
 
სტატიები
06 მარტი 2019
გიგი უგულავა პროკურორებსა და მოსამართლეებს - გაინტერესებდათ, რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში?
„ხაზარაძის აფრიალებული წერილის არ გჯერათ? ნებისმიერს შეეძლო დაეწერა ხომ?! მაშ, მისმინეთ პროკურორებო და მოსამართლეებო. ახლა აგიხსნით, რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში. მცირე მაგალითი საკუთარი გამოცდილებიდან. 2014 5 ივლისია. „კაპეზედან“ სასამართლოში მიმიყვანეს. პროკურორი ჯერანაშვილი გირაოს დამძიმებას და წინასწარ პატიმრობას ითხოვს, მაგრამ ფორმალური საფუძველი ვერ გამონახა. უცებ საქაღალდიდან აძრობს რაღაც ფურცელს და ამბობს – ესაა მუქარის წერილი, რომელიც უგულავამ მოწმე გიორგი კაპანაძეს (რიჟა) ლონდონში „შავი კაცის“ მეშვეობით გადასცა. გაოგნდა ყველა. ბრიტანეთის სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში მოვითხოვეთ გამოძიება“, – წერს უგულავა.
   
05 მარტი 2019
იოჰანეს ჰანი - საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავშესაფარს ვერ მიიღებენ
„მითხრეს, რომ რადგან ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჩვენს ტერიტორიაზე 600 ათასი ადამიანი შემოვიდა და მხოლოდ რამდენიმე ათასი აკეთებდა განაცხადს თავშესაფარზე, ეს თავისთავად გვაწვდის გარკვეულ ინფორმაციას, მაგრამ მინდა მოგიწოდოთ, თქვენი შესაძლებლობები მედიის წარმომადგენლებმა გამოიყენოთ და საზოგადოებას აცნობოთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ მოიპოვებენ თავშესაფარს ევროპაში, ვინაიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
   
02 მარტი 2019
ქვეყანა კორპორატიული წესებით იმართება?
„ქვეყანა იმართება კორპორატიულად, კორპორატიული წესების მიხედვით, რასაც ქართველი ხალხის მენტალიტეტი ვერასდროს ვერ შეეგუება და ვერასდროს ვერ მოვა თანხვედრაში. კორპორატიული მმართველობა იყო სააკაშვილის დროს, როდესაც ყველაფერი თავს იყრიდა ერთ უზენაეს პიროვნებასთან, სააკაშვილთან“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ პარტიის საერთო ჩატში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოდიოდა მესიჯები, რომელთა ავტორიც დღემდე არ იცის, ვინ იყო. მისივე თქმით, მსგავსი პრაქტიკა პარლამენტში 2016 წლის შემდეგ დამკვიდრდა.
   
27 თებერვალი 2019
მარიამ ჯაში - აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებები საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებს უნდა გაუთანაბრდეს
„ორივე კომიტეტი ვაპირებთ ერთობლივ ვიზიტს ჰერეთში და, სავარაუდოდ, ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტის,სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ. ჩვენ ყველაფერს ვეცდებით, რომ პრობლემების გადაჭრა ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად მოხერხდეს. გაგვაჩნია ძალიან სერიოზული სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრობა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, ასევე, გაგვაჩნია ისტორიულად კარგი ურთიერთობა, რაც გახდება საფუძველი, რომ პრობლემები, რომელიც ქართველი მოსახლეობის წინაშე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებობს, ეტაპობრივად იყოს აღმოფხვრილი, ისევე, როგორც ჩვენ ვცდილობთ, ყველანაირი პრობლემა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელებისა იყოს გადაწყვეტილი და მოწესრიგებული“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
   
26 თებერვალი 2019
თორნიკე მამალაძე - ჩემი ძმა იმ დანაშაულს არასდროს აღიარებს, რაც არ ჩაუდენია
ჩემი ძმა არის უდანაშაულო და იმ დანაშაულს არასდროს აღიარებს, რაც არ ჩაუდენია, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ საპატრიარქოს განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა. როგორც თორნიკე მამალაძემ აღნიშნა, მისი აქცია არ არის ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული, მის მიზანი ოჯახის წევრის დაცვაა.
   
 
პოპულარული სტატიები
დღეს თელავში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია