მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    "ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ"
    "ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი" - წერს X-ზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩადის დანაშაულს - საია
    "გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს."
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი: 577 070 592. "აქციების გადაღების პროცესში მედია სახელმწიფოს ერთ ერთი სამიზნეა. ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დარღვევა იდენტურია - ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავების პროცესში ძალადობა კიდევ უფრო სასტიკ ფორმებს იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    "საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია" - ფონ დერ ლაიენი
    "ჩვენ ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელმძღვანელობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია", - ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
    ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
    16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია. მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    მიხაელ როთი - ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის
    „ეს სამოქალაქეო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის. მადლობა პროევროპული მისწრაფებებისა და შთამაგონებელი სამუშაოსთვის. უცხოური აგენტების კანონი არის საწამლავი საქართველოში დემოკრატიული კულტურის და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – წერს მიხაელ როთი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
    სრულად>>
  • 13 სექტემბერი 2024
    2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი
    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -3 632 კაცით განისაზღვრა.
    სრულად>>
  • 08 ივნისი 2024
    რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
    ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
    სრულად>>
  • 02 ივნისი 2024
    First Step-ის ნათელი ფესტივალის მხარდაჭერით, Yolo ბავშვთა დღის აღნიშვნას შეუერთდა
    „YOLO-ში ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერება და ემოციური კეთილდღეობა აუცილებელია ყველა ბავშვისთვის. ეს რწმენა უდევს საფუძვლად ჩვენს მხარდაჭერას First Step-ის ფესტივალისადმი. გვინდოდა მოგვერთო ბავშვების ცხოვრება ნათელი ფერებით და შეგვექმნა მათთვის ატმოსფერო, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას“, - აცხადებენ კომპანიაში.
    სრულად>>
  • 10 აპრილი 2024
    „განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
    „რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
    სრულად>>
  • 29 თებერვალი 2024
    როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
    ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
    სრულად>>
 
სიახლეები
12 ნოემბერი 2020
ამერიკას ამ დროსა და მოცემულობაში საქართველო სჭირდება - ხათუნა ლაგაზიძე
"ჯერ საქართველომ, რომელმაც არც ანაკლიის პორტის მშენებლობის პირობა შეუსრულა და არც რუსეთთან კავშირების სახიფათოობაზე გაფრთხილება იღო ყურთ და სულ ახლახანს: სომხეთ-აზერბაიჯანმა, რომლებმაც პომპეოსთვის მიცემული - ცეცხლის შეწყვეტის პირობა, თითქმის მეორე დღესვე დაარღვიეს, ამერიკის საშუამავლო როლს ისევ რუსეთის არჩიეს და რეგიონში დამატებითი რუსული და სავარაუდოდ - თურქული სამხედრო კონტინგეტი შეიყვანეს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კავკასიაში ამერიკას სახე აახიეს, ნუ უფრო მარტივად, ცივი შხაპი მიაღებინეს. ჰოდა, ფაქტია, რომ ამ ვითარებაში ამერიკის სახელმწიფო მდივანს საქართველოში ჩამოსვლა დასჭირდა!"
   
12 ნოემბერი 2020
საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მაგალითი შეიძლება გახდეს კორონავირუსთან გამკლავების საქმეში - რომან გოცირიძე
"ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა სხვა თემაა, რომელიც საუბედუროდ, ასევე უარყოფითად სანიმუშო შეიძლება გახდეს იმ სურათიდან გამომდინარე, რაც ამჟამად არის შექმნილი. როგორადაც არ უნდა გადააბრალონ სხვებს, შეიძლება ცალკეულ შემთხვევაში სამართლიანადაც, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც ვირუსის გავრცელების დღიდანვე პოლიტიკური დატვირთვა შესძინა მას".
   
11 ნოემბერი 2020
მთავარია ამომრჩეველმა არ დაკარგოს რწმენა, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებისთვის იბრძვის - ხათუნა ლაგაზიძე
„ოპოზიცია ბეწვის ხიდზე გადის: თუ შეთანხმება-ერთიანობა შუა გზაზე ჩამოეშალათ ან/და თუ აქციებით რეალურ, ხელშესახებ შედეგს ვერ მიაღწიეს - ამომრჩევლის ტოტალურ იმედგაცრუებას და დეპრესიას გამოიწვევენ და ის შედეგიც სანატრელი გაუხდებათ, რაც ამ არჩევნებზე მიიღეს. მთავარია ამომრჩეველმა არ დაკარგოს რწმენა, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებისთვის იბრძვის და არა - საკუთარი მანდატების რიცხვის გაზრდისთვის! თორემ, ოპოზიცია მარტივად ჩაირეცხება, იმ შემთხვევაშიც კი თუ „ოცნებას“ გარდაუვალი კრიზისი დაუდგება“.
   
11 ნოემბერი 2020
საქართველოს დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია მთლიანი რეგიონისთვის - გერმანიის ელჩი საქართველოში
გერმანიის ელჩმა შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება მთლიანი რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი, - „ამის პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს აქვს. ჩვენ ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ მათ შორის დიალოგს“, აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა. მისივე განმარტებით, აუცილებელია, ყველა მხარემ საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში და შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგას.
   
10 ნოემბერი 2020
მის ქველმოქმედებას აქვს ფასი და ეს ფასია მისი პირადი სულიერი და ფიზიკური კომფორტი - გია ხუხაშვილი
„ამ დღეებში ვფიქრობდი, თუ როგორ შეუძლია ადამიანს, რომელსაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ამ ქვეყანაში (მათ შორის ჩემთვისაც), რაც წესით კაცთმოყვარეობის დასტური უნდა იყოს, ასე გაყოს ქვეყანა ორ ნაწილად და იმოქმედოს პრინციპით - ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია. პასუხი, სამწუხაროდ, ძალიან მარტივი და ბანალურია - მის ქველმოქმედებას აქვს ფასი და ეს ფასია მისი პირადი სულიერი და ფიზიკური კომფორტი, რომლის მონეტიზაცია ხდება აბსოლუტური ლოიალობით და ეს საფასური მუდმივად ხმოვანდება კობახიძის მიერ...“
   
09 ნოემბერი 2020
ცესკოს განცხადება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ეხმიანება გუშინ, 8 ნოემბერს ცესკოს შენობასთან განვითარებულ მოვლენებს და მიაჩნია, რომ ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიებში.
   
09 ნოემბერი 2020
შეთანხმება შესაძლებელია როდესაც ორივე მხარეს ეძლევა უკან დახევის საშუალება, ისე რომ სახე არ დაკარგოს - გია ხუხაშვილი
"1. მშვიდობიანად ვასრულებთ საარჩევნო პროცესს. 2.პარლამენტის პირველივე სესიაზე იქმნება საგამოძიებო კომისია არჩევნების მომზადებასთან, მის მიმდინარეობასთან და ხმის დათვლასთან დაკავშირებით. 3.ცესკოს თავმჯდომარეს უჩერდება უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე. 4. ყველა ადამიანი, რომელიც დაპატიმრებულია მიმდინარე საპროტესტო აქციების პროცესში, გათავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან შესაბამისი თავდებობის ან გირაოს გამოყენებით, გარდა მძიმე დანაშაულისა (თუ ასეთს ჰქონდა ადგილი). ვთანხმდებით, რომ თუ კომისიის დასკვნით გამოვლინდა იმ რაოდენობის და ხარისხის დარღვევები, რამაც არსებითად შეცვალა არჩევნების შედეგები, პარლამენტი საერთო თანხმობით დაიშლება და გამოცხადდება რიგგარეშე არჩევნები".
   
08 ნოემბერი 2020
აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქალაქი შუშა გაათავისუფლეს - ილჰამ ალიევი
ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტოები ავრცელებენ. ქალაქი შუშა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია და ის არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს. შუშასთან საბრძოლო მოქმედებები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამას ადასტურებდნენ არაღიარებულ მთიან ყარაბაღსა და სომხეთშიც.
   
08 ნოემბერი 2020
რუსთაველზე ყველა ის ადამიანი მოვა, ვინც თვლის, რომ მოპარეს არჩევანის უფლება - ზაალ უდუმაშვილი
"ხალხი, რომელიც მივიდა არჩევნებზე და ხმა მისცა კონკრეტულ პარტიას აღმოჩნდა, რომ მისი ხმები წაიღეს და მიიტაცეს. ყველა უნდა გამოვიდეთ დღეს ქუჩაში და ჩვენი ძალიან ხმამაღალი პროტესტი გამოვხატოთ, რადგან ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ფეოდალური, ოლიგარქიული მმართველობა და ამას დაასრულებს ქართველი ხალხი. ყველამ დაინახა 31 ოქტომბერს, რომ არც კანონი არსებობს ამ ხელისუფლების პირობებში, არც სამართალი. მხოლოდ ერთი კაცის ნება არსებობს და ქართველი ხალხი ამას არ დამორჩილება. დღეს ნახავს ივანიშვილი რა ძალა აქვს ხალხს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
   
08 ნოემბერი 2020
კორონავირუსის 2 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 799 ადამიანი
"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რისკის ჯგუფები ვინც არიან და ეს გამოქვეყნებულია, მათთვის სახელმწიფოს უფასოდ აქვს ეს ვაქცინა. სახელწიფოს ყველა პოლიკლინიკაში შესაძლებელი არის რისკის ჯგუფების აცრა. კომერციულმა სექტორმაც შემოიტანა, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია და მათაც შეუძლიათ აცრა. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ იგივე გრიპისაგან კარგად გვიცავს ზუსტად იგივე რეკომენდაციები, რაც კორონას შემთხვევაში. ანუ ისევ და ისევ პირბადე და დისტანციის დაცვა. ზუსტად იგივენაირად დაგვიცავს გრიპისაგან და სხვა რესპირატორული ვირუსებისაგან, როგორც კორონას შემთხვევაში. ასე რომ, რეკომენდაციებს თუ დავიცავთ, მაშინ არ გვექნება ის ძალიან პესიმისტური პროგნოზები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
   
 
სტატიები
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
01 დეკემბერი 2024
რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
   
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია