მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    "ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ"
    "ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი" - წერს X-ზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩადის დანაშაულს - საია
    "გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს."
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი: 577 070 592. "აქციების გადაღების პროცესში მედია სახელმწიფოს ერთ ერთი სამიზნეა. ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დარღვევა იდენტურია - ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავების პროცესში ძალადობა კიდევ უფრო სასტიკ ფორმებს იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    "საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია" - ფონ დერ ლაიენი
    "ჩვენ ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელმძღვანელობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია", - ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
    ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
    16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია. მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    მიხაელ როთი - ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის
    „ეს სამოქალაქეო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის. მადლობა პროევროპული მისწრაფებებისა და შთამაგონებელი სამუშაოსთვის. უცხოური აგენტების კანონი არის საწამლავი საქართველოში დემოკრატიული კულტურის და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – წერს მიხაელ როთი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
    სრულად>>
  • 13 სექტემბერი 2024
    2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი
    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -3 632 კაცით განისაზღვრა.
    სრულად>>
  • 08 ივნისი 2024
    რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
    ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
    სრულად>>
  • 02 ივნისი 2024
    First Step-ის ნათელი ფესტივალის მხარდაჭერით, Yolo ბავშვთა დღის აღნიშვნას შეუერთდა
    „YOLO-ში ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერება და ემოციური კეთილდღეობა აუცილებელია ყველა ბავშვისთვის. ეს რწმენა უდევს საფუძვლად ჩვენს მხარდაჭერას First Step-ის ფესტივალისადმი. გვინდოდა მოგვერთო ბავშვების ცხოვრება ნათელი ფერებით და შეგვექმნა მათთვის ატმოსფერო, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას“, - აცხადებენ კომპანიაში.
    სრულად>>
  • 10 აპრილი 2024
    „განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
    „რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
    სრულად>>
  • 29 თებერვალი 2024
    როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
    ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
    სრულად>>
 
სიახლეები
22 ოქტომბერი 2020
ვისწავლეთ ამ ინფექციის უკეთესად მართვა, რაც არ ვიცოდით გაზაფხულზე და ძალიან გვეშინოდა - ამირან გამყრელიძე
"არის კრიტერიუმები, ვის ვტოვებთ ბინაზე. რაც გინდა ვიღაცამ დაგვაბრალოს, რომ რაღაცას ვმალავ, ნამდვილად არ ვმალავ. არ ვმალავ იმას, რომ ინფიცირება გაიზრდება, სამაგიეროდ, ჩვენ უკვე ვისწავლეთ ამ ინფექციის უკეთესად მართვა, რაც ნამდვილად არ ვიცოდით გაზაფხულზე და ძალიან გვეშინოდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
   
21 ოქტომბერი 2020
ომები ადრე თუ გვიან მთავრდება, სერიოზულ საფიქრალს წარმოადგენს შემდგომი პროცესები - ამირან სალუქვაძე
"ალბათ, ერთ-ერთი სცენარია მინსკის ჯგუფის შეთანხმების განხორციელება, ოღონდ ძალისმიერი გზით. რუსეთი მშვიდად ადევნებს თვალს სანამ აზერბაიჯანი 5-7 რაიონის დასაბრუნებლად საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს. თუ აზერბაიჯანი შეძლებს ამ რაიონების ბრძოლით დაბრუნებას, ამით შესრულდება მინსკის ჯგუფის გადაწყვეტილებების (ყაზანის ფორმულა, მადრიდის პრინციპები...) ის ეტაპი, რომელიც ყარაბაღის ირგვლივ დაკავებული რაიონების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ოღონდ ეს ეტაპი არა მშვიდობიანი მოლაპარაკებებით, არამედ ომის გზით ხორციელდება".
   
20 ოქტომბერი 2020
ცესკო სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას სანიტარიულ-ჰიგიენური წესების სრული დაცვით უზრუნველყოფს
„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში. სწორედ აღნიშნული უფლების რეალიზების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არჩევნებში ჩართულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა და დღეს დადგენილებით მიიღო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები".
   
20 ოქტომბერი 2020
რვა წელიწადი მოგვპარეს, რვა წელიწადი მოპარეს ჩვენს შვილებს, რვა წელიწადი მოპარეს საქართველოს - გრიგოლ ვაშაძე
„საქართველოს მოქალაქეს ყელში ამოუვიდა თურქეთში ემიგრაციაში ყოფნა და იქ მონური შრომა, არაადეკვატური სკოლები და არაადეკვატური ჯანდაცვა, მექრთამე, კორუმპირებული ხელისუფლება, რომლის ჯიბეშიც ილექება თითქმის მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი. ჩვენი შვილები დატოვეს მომავლის გარეშე, ჩვენ შვილებს აღარ აქვთ მომავალი, გაქრა სახელმწიფოს მიმართ ის ნდობა, რომელიც 2012 წლამდე იყო. საქართველოს მოქალაქე მიტოვებულია. სწორედ ამიტომ გვინდა, მცირე ზომის პროდასავლური, პროფესიონალური მთავრობა და ისეთი პარლამენტი, სადაც იქნებიან ადამიანები, რომლებსაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დოკუმენტის წაკითხვა შეეძლებათ".
   
19 ოქტომბერი 2020
ცესკოს თავმჯდომარე სახალხო დამცველს შეხვდა
„ყველა იმ კატეგორიის ამომრჩევლებს, რომლებიც არიან კოვიდინფიცირებული, კარანტინსა თუ თვითიზოლაციაში, ჩვენი შეთავაზებით ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი კონსტიტუციური უფლება განახორციელონ. ამავდროულად, შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოების იმ ზომებზე, რომელიც ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე საჭიროა ქვეყანაში. ცესკოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები უსაფრთხოების კუთხით იყო დადებითად შეფასებული და ჩვენ, ცხადია, ყველა უწყებასთან ვითანამშრომლებთ იმისთვის, რომ უსაფრთხო არჩევნები ჩავატაროთ და დაცული იყოს როგორც ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ისე მოქალაქეების უფლებები იყოს მაქსიმალურად რეალიზებული“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჟვანიამ.
   
19 ოქტომბერი 2020
რუსეთმა აზერბაიჯანის მხოლოდ დიპლომატიური გზით შეჩერება ვერ მოახერხა - თორნიკე შარაშენიძე
"ორი კვირის წინ, ჯერ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის მკაცრი განცხადების და შემდეგ ლავროვის მიერ მოლაპარაკებათა მაგიდაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო მინისტრების დასმის შემდეგ მე პირადად მეგონა, რომ საომარი მოქმედებები შეწყდებოდა. მაგრამ არა. რეგიონში ბალანსი მკვეთრადაა შეცვლილი ბაქოს სასარგებლოდ და რუსეთი იძულებულია ამას ანგარიში გაუწიოს. ასევე რუსეთი აშკარად ძალიან უფრთხილდება თურქეთთან პარტნიორობას. ამიტომ მხოლოდ დიპლომატიურად სცადა და ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ვნახოთ რას იზამს ახლა".
   
18 ოქტომბერი 2020
ქვეყანა ჩაკეტეს და არაფერი გააკეთეს მეორე ტალღისთვის რომ მომზადებულიყვნენ - მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
"იმედია, მალე დავამარცხებთ კოვიდს და მანამდე ვიქნებით ჩართულები ონლაინ რეჟიმში. ძალიან მხნედ ვართ, ძალიან მობილიზებული, რადგან ყველას ერთად უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები. რაც ფაქტია, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანა, რომელიც ჩაკეტეს და არაფერი გააკეთეს ჩაკეტვის შემდეგ მეორე ტალღისთვის რომ მომზადებულიყვნენ, დღეს უბრალოდ სტატისტების როლში არიან. პრაქტიკულად, ხელისუფლება დამარცხდა კოვიდთანაც, ეკონომიკურ პრობლემებთანაც და ერთადერთი საშველი არის 31 ოქტომბერს ამათი გასტუმრება. ყველანაირი წესების დაცვით ჩვენ უნდა მივიდეთ და გავისტუმროთ „ქართული ოცნება“, – აღნიშნა ხაზარაძემ.
   
17 ოქტომბერი 2020
ცესკოს თავმჯდომარემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
„მემორანდუმი, არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, მხარეთა თანამშრომლობას და კოორდინირებულ მუშაობას ითვალისწინებს, რაც არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. ცესკოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინირებული მუშაობა არჩევნების პროცესში უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს".
   
17 ოქტომბერი 2020
განჯის სარაკეტო დაბომბვებს 13 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვია - აზერბაიჯანული მხარე
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ქვეყნის არმიამ ყარაბაღში ქალაქი ფიზული გაათავისუფლა. ქვეყნის მოსახლეობისადმი მიმართვისას, ალიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ასევე კონტროლი დაამყარეს ფიზულის რაიონის შვიდ სოფელზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქალაქ განჯაზე სარაკეტო თავდასხმებს ომის დანაშაული უწოდა და პირობა დადო, რომ დამნაშავეებს ბრძოლის ველზე დასჯის.
   
16 ოქტომბერი 2020
ცესკოს, უწყებათაშორის კომისიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა
„ეს არის მნიშვნელოვანი მემორანდუმი. ცესკოსა და უწყებათაშორისი კომისიის გარდა უკვე 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა მას ხელი და ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი უკვე წლების განმავლობაში დამკვიდრებული ინიციატივა და ტრადიცია ხელს უწყობს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ საკითხების ერთგვაროვან აღქმას და ზოგადად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.
   
 
სტატიები
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
01 დეკემბერი 2024
რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
   
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია