მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავარი თემები
  • 21 დეკემბერი 2024
    რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
    აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
    სრულად>>
  • 21 დეკემბერი 2024
    "ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ"
    "ეს არ არის მოხსენება რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი" - წერს X-ზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩადის დანაშაულს - საია
    "გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს."
    სრულად>>
  • 02 დეკემბერი 2024
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს
    Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი საპროტესტო აქციების გადაღებისას მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი: 577 070 592. "აქციების გადაღების პროცესში მედია სახელმწიფოს ერთ ერთი სამიზნეა. ჩვენი ბენეფიციარების უფლებების დარღვევა იდენტურია - ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავების პროცესში ძალადობა კიდევ უფრო სასტიკ ფორმებს იღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    "საქართველოს დაბრუნება EU-ის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია" - ფონ დერ ლაიენი
    "ჩვენ ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს ხელმძღვანელობის დაშორების გამო. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება. საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია", - ასე გამოეხმაურა ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოცნების ანტიევროპულ განცხადებას.
    სრულად>>
  • 01 დეკემბერი 2024
    რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
    ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო
    16 სექტემბრიდან ამოქმედდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 000 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია. მხარდაჭერის პერიოდი, მაქსიმუმ, ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 000-დან 50 000 ლარამდე.
    სრულად>>
  • 16 სექტემბერი 2024
    მიხაელ როთი - ეს სამოქალაქო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის
    „ეს სამოქალაქეო საზოგადოებაა, სულელებო! კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ხერხემალი ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის. მადლობა პროევროპული მისწრაფებებისა და შთამაგონებელი სამუშაოსთვის. უცხოური აგენტების კანონი არის საწამლავი საქართველოში დემოკრატიული კულტურის და ამიტომ უნდა გაუქმდეს“, – წერს მიხაელ როთი, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
    სრულად>>
  • 13 სექტემბერი 2024
    2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი
    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ინფორმაციას ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 265 ადამიანი. 2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის -3 632 კაცით განისაზღვრა.
    სრულად>>
  • 08 ივნისი 2024
    რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას?
    ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კომპანიების მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც იზრდება. პროდუქციის ხარისხისა და ფასის გარდა, მომხმარებელს სურს ბიზნესმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და გარემოზე. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვით, 84% ამბობს, რომ უპირატესობას სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის პროდუქტს ანიჭებს.
    სრულად>>
  • 02 ივნისი 2024
    First Step-ის ნათელი ფესტივალის მხარდაჭერით, Yolo ბავშვთა დღის აღნიშვნას შეუერთდა
    „YOLO-ში ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერება და ემოციური კეთილდღეობა აუცილებელია ყველა ბავშვისთვის. ეს რწმენა უდევს საფუძვლად ჩვენს მხარდაჭერას First Step-ის ფესტივალისადმი. გვინდოდა მოგვერთო ბავშვების ცხოვრება ნათელი ფერებით და შეგვექმნა მათთვის ატმოსფერო, სადაც თავისუფლად შეძლებდნენ საკუთარი თავის გამოხატვას“, - აცხადებენ კომპანიაში.
    სრულად>>
  • 10 აპრილი 2024
    „განახევრებული დედები განახევრებულ შვილებს ბადებენ“
    „რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“, - ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.
    სრულად>>
  • 29 თებერვალი 2024
    როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
    ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
    სრულად>>
 
სიახლეები
02 ნოემბერი 2020
არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზანია საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენა - ცესკო
"სამწუხაროა, რომ სხვადასხვა პირები მიზანმიმართულად და შეგნებულად აქვეყნებენ შემაჯამებელ ოქმებს, რომლებშიც დისბალანსი გამოწვეულია ზემოაღნიშნული ობიექტური საფუძვლებით და არსებობის შემთხვევაში, მათ მიერ არ ხდება შესწორების ოქმების ან/და კომისიის შესაბამის წევრთა ახსნა-განმარტებების გამოქვეყნება, რის მიზანსაც, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და უნდობლობის გაჩენა არჩევნების შედეგებისადმი".
   
01 ნოემბერი 2020
წინასწარი შედეგები 3626 საარჩევნო უბნის მიხედვით - ცესკო
საქართველოს პარლამენტის, არჩევნების საუბნო შემაჯამებელი ოქმების 95% ხელმისაწვდომია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სპეციალურ ვებგვერდზე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. სულ, 3 847 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3626 საარჩევნო უბნის შედეგი. ცესკოში დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია პარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ პროპორციული საარჩევნო სისტემით. როგორც ანა მიქელაძემ განაცხადა, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამონ არაუგვიანეს 11 ნოემბრისა, ხოლო არაუგვიანეს 19 ნოემბრისა ცესკო სხდომაზე შეაჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს.
   
01 ნოემბერი 2020
თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა, „ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებს კატასტროფულად წააგებს - გია ხუხაშვილი
"ბიძინას მთავარი პრობლემა ამპარტავნებაა. მან დაიჯერა, რომ ღმერთია და ყველა მოკვდავი ან მისი მრევლია, ან ერეტიკოსი. არ დაიტოვა გვერდზე ცოცხალი ადამიანი, ვინც ამ მითოლოგიიდან მიწაზე დააბრუნებდა. ახლა, რომც გაიფორმოს ძალაუფლება, მისი რელიგია უკვე გაკოტრებულია, ის კი ერთი ჩვეულებრივი, არც თუ გამორჩეული, წვრილმანი, მიწიერი ვნებებით დამძიმებული მოკვდავია“.
   
01 ნოემბერი 2020
„ქართული ოცნება“ 48.28%, „ნაციონალური მოძრაობა“ 26.57%, ხოლო „ევროპული საქართველო“ 3.79% - ცესკო-ს წინასწარი მონაცემები
ხმების პროცენტული გადანაწილება ამ დროისთვის ასეთია: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 48.28% (767 588 ხმა); „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 26.57% (422 342 ხმა); „ევროპული საქართველო“ – 3.79% (60 299 ხმა); „პატრიოტთა ალიანსი“ – 3.18% (50 564 ხმა); „ლელო“ – 3.25% (51 619 ხმა); „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.15% (50 087 ხმა); „გირჩი“ – 3.03 % (48 217 ხმა); „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ (21 918 ხმა) – 1.38%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1% (15 966 ხმა). დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.
   
31 ოქტომბერი 2020
საქართველოში იცვლება ხელისუფლება, საქართველო გააგრძელებს წინსვლას - მიხეილ სააკაშვილი
"თუ აპირებთ ათასგვარ საზიზღრობას, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი, თანამდებობა არ მინდა, მაგრამ ვინც ჩემს ხალხზე ხელს აღმართავს, ვართ მზად, ბოლომდე დავუპირისპირდეთ. მზად ვარ, თუ ისინი წავლენ დარღვევებზე, ამ ბრძოლაში ფიზიკურადაც, ჩემი ყოფით, ბოლომდე ჩავერთო. არ ვურჩევ არავის არანაირ კონფრონტაციას. ჩვენ ვართ ერთი ერის შვილები. ჩავატაროთ პროცესის მშვიდობიანი გადაცემა. მზად ვართ, გარანტია მივცეთ, რომ არანაირი რეპრესიები არ იქნება. ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მომავალზე და არა წარსულ გარჩევებზე. მიხვდით, რომ არჩევნები წაგებული გაქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრება დამთავრდა. მე არჩევნები წავაგე შვიდი-რვა წლის წინ, მაგრამ ცხოვრება არ დამთავრებულა. ცხოვრება ყოველთვის არსებობს არჩევნებში დამარცხების შემდეგ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
   
31 ოქტომბერი 2020
ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 36.45 %-ია, რაც რაოდენობრივად 1 279 947 ამომრჩეველია - ანა მიქელაძე
„კენჭისყრის პროცესი გრძელდება და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს იაქტიურონ, ვინაიდან არჩევნების დასრულებამდე 4 საათი დარჩა. ასევე, შეგახსენებთ, რომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი 311 გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ემსახურება ამომრჩევლებს“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
   
31 ოქტომბერი 2020
ილია მეორე - მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს
„ყველა მოქალაქემ საქართველოსი, უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. მივმართავ სრულიად საქართველოს, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე. იმედია, რომ ეს არჩევნები სიკეთეს მოიტანს. მე მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს, ვისწავლოთ მოსმენის კულტურა. მე იმედით ვუყურებ მომავალს. ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო“, – განაცხადა პატრიარქმა.
   
31 ოქტომბერი 2020
ხელისუფლებაში თუ ვინმეს ჭკუა შერჩა, თვითონ უნდა ჩალიჩობდეს წაგებაზე, ივანიშვილი კი ერთ „ვერტალიოტში“ ცვლიდეს ნახევარ სამეფოს - დავით ზურაბიშვილი
"ჰოდა, როდესაც ამის მერე წარმოვიდგინე ხელისუფლების გამარჯვების შემთხვევაში რა დღეში ჩააგდებს ზემორე „სასტავი“ თალაკვაძე-მდინარაძე-მათიკაშვილ-ოხანაშვილებს და კიდევ ოცნების იმ გამოუცდელ დებიუტანტებს, რომ ჰგონიათ კაი ხელფასიანი სამსახური ვიშოვეთ და ცხოვრება მოვიწყვეთო, რომ ჩემთვის დღესავით გახდა ნათელი: ხელისუფლებაში თუ ვინმეს ჭკუა შერჩა, თვითონ უნდა ჩალიჩობდეს წაგებაზე, ბიძინა ივანიშვილი კი ერთ „ვერტალიოტში“ ცვლიდეს ნახევარ სამეფოს. მოკლედ, ქართული ოცნება / Georgian Dream წაგებას რას დაეძებთ და მოგების გეშინოდეთ, ხალხნო“.
   
31 ოქტომბერი 2020
საარჩევნო ადმინისტრაციამ დიდი ძალისხმევა გასწია არჩევნების ორგანიზების კუთხით - კელი დეგნანი
„ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანი ხალხისთვის. საარჩევნო ადმინისტრაციამ გამორჩეულად დიდი ძალისხმევა გასწია არჩევნების ადმინისტრირების და ორგანიზების კუთხით. ვიმედოვნებ, ამომრჩეველი დააფასებს იმ მართლაც მნიშვნელოვან და კარგ სამუშაოს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ შეასრულა, განსაკუთრებით ამ პერიოდში, იმ გამოწვევების ფონზე, რასაც ქმნის პანდემია. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნების პროცესს, საელჩოდან გვყავს 75-ზე მეტი წარმომადგენელი, რომლებიც სხვადასხვა უბანზე დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებს. მსურს აღვნიშნო, რომ ძალადობის და დაშინების ადგილი ამ არჩევნებზე არ არის და რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებს ყურადღებით დავაკვირდებით. გთხოვთ, ატარეთ ნიღბები, დაიცავით სოციალური დისტანცია და ყველას მოგიწოდებთ, მიხვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა“,-განაცხადა ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
   
31 ოქტომბერი 2020
12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 19.41%, რაც რაოდენობრივად 681 583 ამომრჩეველია - ცესკო
„აქვე, კიდევ ერთხელ შევახსენებთ ამომრჩევლებსა და არჩევნებში ჩართულ მხარეებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, ხმის მიცემის თავისუფლად განხორციელება კანონით არის უზრუნველყოფილი. არავის აქვს უფლება შეაფერხოს ამომრჩევლის როგორც გადაადგილება საარჩევნო უბნის შესასვლელთან, ისე აკონტროლოს ან გაამჟღავნოს ვინმეს არჩევანი. გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია! კენჭისყრის კაბინები ისეა მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი. რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც კომისიის წევრებმა ბიულეტენების მოხევისას, დააზიანეს ბიულეტენი. ადმინისტრაციამ მოახდინა რეაგირება ამ ფაქტებზე და უმრავლეს შემთხვევაში აღნიშნული რეგისტრატორების ჩანაცვლება მოხდა.“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.
   
 
სტატიები
21 დეკემბერი 2024
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.
   
01 დეკემბერი 2024
რატომ არ გვიხსნის ილჰამ ალიევი სახმელეთო საზღვარს?
ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც დახურული დარჩება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ გადაერჩინა.
   
18 სექტემბერი 2024
YOLO-მ ვებგვერდი განაახლა
ინოვაციურმა ციფრულმა სტარტაპმა - YOLO ვებგვერდი განაახლა. განახლების მიზანს მომხმარებლებისთვის მეტად კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა წარმოადგენდა. გამარტივებული ინტერფესისისა და განახლებული ფუნქციონალის მეშვეობით, ნებისმიერი მსურველი მარტივად იპოვის სასურველ ღონისძიებას ან დასამახსოვრებელ გამოცდილებით საჩუქარს. ვისთვის? - კაცებისთვის, ქალებისთვის, წყვილებისთვის, ბავშვებისთვის და ა.შ. ტანგოს მასტერკლასი, ცხენოსნობა, ვახშამი შეფთან, კერამიკის მასტერკლასი, კრივი წყვილისთვის, პარაშუტით ხტომა - ეს იმ შთაბეჭდილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც პლატფორმაზე შეხვდებით.
   
29 თებერვალი 2024
როგორ დავიცვათ მომხმარებლები სურსათიდან მომდინარე საფრთხეებისაგან?
ნათქვამია, ჩვენ ვართ ის, რითაც ვიკვებებითო. ამიტომ სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ბნელი 90-იანებიდან“ ევროკავშირის კანდიდატობამდე მოვედით - პროგრესი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროშიც აშკარაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია