მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დაიჯესტი
13 ივლისი 2012
გმირი და კოშმარი: სტალინის რებრენდინგი
2003 წლის ვარდების რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ერთ–ერთი პირველი რაც გააკეთეს, თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე საბჭოური ოკუპაციის მუზეუმის აგება იყო. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი განრისხდა ამ გადაწყვეტილების გამო და განუცხადა სააკაშვილს, რომ მან ვერაფრით გაიგო რას ნიშნავს საბჭოთა ოკუპაცია, თუკი ბევრი ცნობილი ბოლშევიკი ეთნიკური ქართველი იყო. ამაზე სააკაშვილმა უპასუხა, რომ ასეთ შემთხვევაში, რუსებს შეეძლოთ გაეხსნათ ქართული ოკუპაციის მუზეუმი მოსკოვში. არა გვგონია, რომ ბატონი პუტინი გართობის ხასიათზე დამდგარიყო ასეთი შეთავაზების შემდეგ.
   
10 ივლისი 2012
სააკაშვილი, როგორც ჩანს, პუტინს არ მიბაძავს
ყველასთვის მოულოდნელი იყო ნაბიჯი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადადგა, როდესაც შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი პრემიერმინისტრად დანიშნა. პარლამენტმა სასწრაფოდ მიიღო კანონპროექტი პრემიერის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ; ესტაფეტა გადაცემულია. როგორც ჩანს, სააკაშვილი პუტინს არ მიბაძავს. მერაბიშვილი კი, შეიძლება ითქვას, საქართველოს მთავრობაში მეორე, ყველაზე უფრო გავლენიანი ფიგურაა. ხელმძღვანელობდა რა საქართველოს პოლიციის ეფექტურ რეფორმებს, ის ნულიდან დაწყებული მწყობრი პოლიტიკის გამტარებლად მიიჩნევა. მის სახელს უკავშირდება, როგორც დანაშაულის შემცირება, ასევე ოპოზიციის საპროტესტო აქციების დარბევაც.
   
06 ივლისი 2012
ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი მთავრობას უპირისპირდება
იტალიის "მილანთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული, 34 წლის კალაძე შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას ოპოზიციურ კოალიციასთან ერთად, რომელსაც მილიარდერი მაგნატი ხელმძღვანელობს, მაგნატი, რომელმაც პირობა დადო, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველ პარტიას დაამარცხებს. „ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ის ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივიღე. ჩემს ქვეყანაში დიდი უსამართლობაა, ბევრი ადამიანი საშინელ პირობებში ცხოვრობს“, ამბობს კალაძე კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში, რომელიც სააკაშვილის საპრეზიდენტო სასახლეს უყურებს მდინარე მტკვრის მეორე ნაპირიდან თბილისში.
   
05 ივლისი 2012
საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი არჩევნების წინ დიდი დანახარჯების გაღების პირობას იძლევა
მერაბიშვილმა პირობა დადო, რომ ყურადღებას გადაიტანს სამუშაო ადგილების შექმნაზე, ღარიბებს გამოუყოფს უფრო მეტ სოციალურ დახმარებას, გაზრდის პენსიებს და სამედიცინო დაზღვევას უფრო ხელმისაწვდომს გახდის. "ჩვენ, მომავალი 4 წლის განმავლობაში, 20 მილიარდი ლარის დახარჯვას ვაპირებთ ყველა იმ ამოცანის გადასაჭრელად, რომელიც ჩვენს პროგრამაშია წარმოდგენილი", – განაცხადა მერაბიშვილმა.
   
03 ივლისი 2012
„მეძავები არ დაიშვებიან“ - პოლიციის ახალი ინიციატივა
არა - მეძავს, ოღონდ ძველ ბათუმში. ვისაც უნდა სექსის გაყიდვით თავი ირჩინოს, უფლება აქვს, მაგალითად, გონიოში წავიდეს - ასეთია ნება ბათუმის პოლიციისა. გასული კვირის განმავლობაში პოლიციამ ძველ ბათუმში არსებულ ყველა კაფეს მეპატრონეს ხელწერილი ჩამოართვა, რომ თავის კაფეში სექსმუშაკებს აღარ შეუშვებს. რეგიონის პოლიციას დღემდე არ ჰქონია რეაქცია იმაზე, რომ გონიოში, შესაძლოა, ათობით ტრეფიკინგის მსხვერპლი ცხოვრობს, რის შესახებაც ქართული მედია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იუწყებოდა. ძველ ბათუმში კაფეების მეპატრონეებს პოლიციამ დაახლოებით შემდეგი სახის ხელწერილის დადება აიძულა: "არ შემოვუშვებ ჩემს კაფეში მეძავს!" პოლიციაში მიყვანილ სექსმუშაკებს კი უთხრეს: "გინდა ბოზობა - წადი გონიოში!"
   
03 ივლისი 2012
სააკაშვილმა ძველი მოკავშირე და წონიანი პოლიტიკოსი საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშნა
2010 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, პრემიერ-მინისტრს დამატებითი უფლებები მიენიჭება, რომელიც პრეზიდენტის უფლება-მოსილებებს გაუწევს კონკურირებას. მისი ამოცანა აღარ იქნება მხოლოდ ეკონომიკური პრობლემების მოგვარება, პრემიერ-მინისტრს მიენიჭება კაბინეტის წევრების დასახელების, მათ შორის შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის და პოლიტიკის ფორმირების უფლება. მაგრამ პრეზიდენტი ინარჩუნებს მთავარსარდლის ფუნქციას.
   
02 ივლისი 2012
ტელეეთერში დარღვეული უდანაშაულობის პრეზუმფცია
"სამართლის სფეროს ხარვეზების გარეშე გაშუქება ჟურნალისტების მაღალ პროფესიონალიზმს და სამართლებრივი ტერმინოლოგიის მინიმალურ ცოდნას საჭიროებს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში რესპოდენტები, სამართალდამცავები არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და ბრალ-დაუმტკიცებელ დაკავებულს დამნაშავედ, კრიმინალად ან ბოროტმოქმედად მოიხსენიებენ. ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტი მაქსიმალურად უნდა მოერიდოს ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების ტირაჟირებას და ყოველი ახალი ბრალდების წინ უნდა დააკონკრეტოს, რომ ინფორმაცია სამართალდამცევის მონათხრობს ეყრდნობა", - ეს არის რეკომენდაცია, რომელსაც მედიამკვლევარი გიორგი მგელაძე აძლევს ჟურნალისტებს.
   
01 ივლისი 2012
საქართველო პრემიერ-მინისტრად პოლიციის უფროსს ასახელებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილს წარადგენს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, თანამდებობაზე, რომლის უფლებამოსილებაც დღემდე შეზღუდულია, თუმცა პოლიტიკურად ის წამყვანი პოზიცია ხდება კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ, რომელიც პრეზიდენტის აღმასრულებელ ძალაუფლებას ზღუდავს მომავალი წლიდან.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია