მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დაიჯესტი
09 ივლისი 2014
საპატრიარქო თანამედროვე ილია ჭავჭავაძეს ეძებს
"სანამ მიწის კადასტრი არ მოწესრიგდება და ყველა გლეხს არ ეცოდინება, რომ ეს მისი საძოვარი ან სახელმწიფოს მიწაა, ასე, ხელაღებით გაყიდვა ნაჩქარევია. ხომ ვნახეთ, ამას ერთხელ რა მოჰყვა _ კინაღამ ხელჩართული ჩხუბი გაჩაღდა, ბურებმა გუდანაბადი აიკრეს და სამშობლოში გაიქცნენ. ეს იმიტომ მოხდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა საძოვრების გარეშე დარჩა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, სოფლის მეურნეობისთვის ვარგისი მიწა ძალიან ცოტაა, გამოფიტულია _ გლეხები საჭირო შხამ-ქიმიკატებს ვერ ყიდულობენ, მთელი რიგი პრობლემებია".
   
07 ივლისი 2014
,,ოცნება’‘ ადმინისტრაციულ პატიმრობას 15-დღემდე ამცირებს
ადმინისტრაციული პატიმრობის ზედა ზღვარი 90-დან 15 დღემდე მცირდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძისა და მისი პირველი მოადგილის, შალვა შავგულიძის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა არ შეიძლება 15 დღეზე მეტი იყოს. შესაბამისი ცვლილება შედის კოდექსის ყველა იმ მუხლში, რომლითაც ადმინისტრაციული პატიმრობის 15 დღეზე მეტხნიანი ვადაა განსაზღვრული.
   
06 ივლისი 2014
რიკოთის მიდამოებში მეწყერის გახშირებას ტყის უმოწყალო ჩეხვას აბრალებენ
ადგილობრივი მოსახლეობა დიდი ხანია შიშობს, რომ ლიხის ქედზე შეფენილ სოფლებს მეწყერი წალეკავს. ხალხი კიდევ ერთხელ მიმართავს ინვესტორს და მთავრობას დახმარებას სთხოვს: „წვიმა, დიდი ნალექი რომ მოვიდეს, ჩვენი სოფლები აღარ იქნება, სტიქია წაგვლეკავს. მერამდენე წელია ტყე იჩეხება, ბოლო დროს კი ძალიან გააქტიურდნენ _ არანორმალური ჭრა მიდის, ჩადგეს ჯიხურები და დღედაღამ მუშაობენ. ყველგან ხეების ნარჩენები ყრია. გაჩეხილი ტერიტორია არ სუფთავდება. პატრონი არ გამოგვიჩნდა! იქნებ ვინმემ მოგვაქციოს ყურადღება და დაგვეხმაროს“.
   
04 ივლისი 2014
,,თუ ევროპულ სივრცეში გვინდა, ევროპულად ცხოვრებასა და ბევრ მუშაობას უნდა მივეჩვიოთ’‘
„რეალური სარგებელი იქნება იმ სტანდარტებთან მიახლოება, რაც ევროპაში მოქმედებს. მინდა, ევროპული სასამართლოს ანალოგი საქართველოში, იქაური პოლიციის მსგავსი ქართული სამართალდამცავი ორგანოები, ევროპულ განათლების სისტემასთან მიახლოებული განათლების სისტემა... ხალხის კეთილდღეობაზე პირდაპირ როგორ უნდა აისახოს, ფულს ხომ არ ჩაგვიდებენ ჯიბეში? ფულს არავინ მოგვცემს, ბევრი მუშაობა მოგვიწევს“.
   
01 ივლისი 2014
თბილისი _ უმუშევრობის დედაქალაქი
პოსტსაბჭოთა ქალაქებს შორის თბილისი უმუშევრობის დონით ლიდერ პოზიციაზეა _ რუსული „ფორბსის“ მონაცემებით, საქართველოს დედაქალაქში უმუშევრობა 29%-ს აღწევს, რაც რუსული ბიზნესისთვის მიმზიდველი პოსტსაბჭოთა ქალაქების რეიტინგში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ცნობისთვის: მოსკოვში უმუშევართა წილი 2%-ია, ბაქოში კი _ 2%–ზე ნაკლები. ეკონომისტები ამ ფაქტს „სამწუხარო რეალობას“ უწოდებენ და თვითდასაქმებულთა რაოდენობის მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ხსნიან. კერძოდ, საქართველოში თვითდასაქმებულთა წილი 62%-ია მაშინ, როცა ევროპის ქვეყნებში ეს წილი 15% არ აღემატება, აშშ-ში კი 7%-ია.
   
01 ივლისი 2014
დავით ნარმანია და ალეკო ელისაშვილი ,,სითი პარკს’‘ ემუქრებიან
„მე, მაგალითად, ახალი, დაუინტერესებელი და გაუსვრელი ადამიანებისგან კომპეტენტურ ჯგუფს შევქმნიდი და მოკვლევის შემდეგ დავდებდი დასკვნას, რატომ უნდა გაუქმდეს ,,სითი პარკთან’‘ არსებული ხელშეკრულება. სანამ ის დაინტერესებული ჩინოსნები, ვისი ნებითაც ნებართვა გაიცა, თავის ადგილას არიან, რამის თქმას ან გაკეთებას აზრი არ აქვს. მერიაში ახალი ხელმძღვანელობა უნდა მოვიდეს და დავას აზრი მერე ექნება’‘.
   
27 ივნისი 2014
,,ექვსი ,,სუ-25’‘-ის გაყიდვა დიდი დანაკლისი იქნება საქართველოს სამხედრო ძლიერებისთვის’‘
თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებაში არსებული 12 ერთეული "სუ-25" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავიდან, ხუთის გაყიდვას გეგმავს. გენერალური შტაბი ამტკიცებს, რომ ხუთივე "სუ-25" "შეკეთებასა და რემონტს არ ექვემდებარება". წინა ხელისუფლების წარმომადგენლები თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებენ. ჯერჯერობით, პასუხგაუცემელი კითხვები აქვთ სამხედრო ექსპერტებსაც.
   
26 ივნისი 2014
რუსეთი დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად პირველ ნაბიჯს საქართველოსგან ელის?
"სანამ, მინიმუმ ვითარების ნორმალიზება არ დაიწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე კი არა, ამ წინადადების განხილვაზეც კი ზედმეტია საუბარი. ნორმალიზაციის პროცესი გულისხმობს, რომ მეზობელი სახელმწიფოები, რომლებსაც კეთილმეზობლური ცხოვრება სურთ, ელემენტარულად, უნდა თანამშრომლობდნენ, ერთმანეთის ინტერესებს ითვალისწინებდნენ და ამას საფუძვლად ორმხრივი ინტერესების ურთიერთგაგება და ღრმა პატივისცემა ედოს. სამწუხაროდ, საქართველოსა და რუსეთს შორის ამგვარი პირობა, ჩვენი დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან ვერ ჩამოყალიბდა".
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია