მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დაიჯესტი
23 მაისი 2014
ნაციონალებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახების კუთვნილი მილიონი ლარი მიითვისეს?
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერის შემდგომ საქველმოქმედო ვახშამზე შემოსული ერთი მილიონი ლარი აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს არ მიუღიათ. ორგანიზაციის თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მონიტორინგის შედეგად არ დადასტურდა საქველმოქმედო ვახშმის ორგანიზატორისა და მასპინძლის, საქართველოს ბიზნესასოციაციის ოფიციალური პოზიცია, რომლის თანახმად, მათ აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახების სრული სია შეადგინეს. სიაში 400-მდე ოჯახია, რომელთაგან თითოეული, შემოსული თანხიდან, ერთჯერადად, 2 500 ლარს მიიღებდა.
   
21 მაისი 2014
სტომატოლოგიური კაბინეტების შემოწმება ერთი წლით გადავადდა?
"დამატებითი რეგულაციები საჭირო აღარ არისო. თუ ასეა, რატომ მოიაზრება სწორედ სტომატოლოგიური დაწესებულებები ცე ჰეპატატისა და სხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების კერად? ჯანდაცვის სფერო და რეფორმის სიკეთე თუ ხარვეზები პოლიტიკისგან უნდა გაიმიჯნოს. ყველა პროფესიონალის აზრთა თანხვედრა უნდა მოხდეს, თორემ მწარე გამოცდილება გვაქვს – ე.წ ლიბერტარიანულმა მიდგომამ დააზიანა და კომერციული გახადა ჯანდაცვა".
   
11 მაისი 2014
საინგილოში მოკლული ქართველი ძმები!
"იასე და ბესარიონ როსტიაშვილების სახლებიდან არაფერი გამქრალა. მოსაპარი არც არაფერი იყო, ვინაიდან ძმები ღარიბულად ცხოვრობდნენ. სწორედ ამან ჩააგდო საგონებელში საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი. რატომ და ვის დასჭირდა ამ ორი ადამიანის სიკვდილი?! მეზობლების ჩვენებით, ორივე უცოლო იყო, ცხოვრობდნენ წყნარად და მშვიდად".
   
10 სექტემბერი 2012
ბიძინა ივანიშვილი: მილიარდერი ქართული ოცნებით
ბიძინა ივანიშვილი ცნობილი იყო როგორც კარჩაკეტილი მილიარდერი, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, და სათამაშოებს შორის საკუთარი ზოოპარკი და ხელოვნების ნიმუშებით გავსებული ციხესიმაგრეც ჰქონდა. ახლა იგი ჩრდილიდან გამოვიდა და მზადაა ქვეყნის ლიდერს დაუპირისპირდეს. მისი პირადი ქონება ქვეყნის ბიუჯეტს აჭარბებს, და რაღატომღა იწუხებს თავს? თბილისის მხსნელია ის თუ უბრალოდ პუტინის მარიონეტი? შონ უოლკერი უერთდება ივანიშვილის კამპანიას, რომ გაარკვიოს რასთან გვაქვს საქმე.
   
09 სექტემბერი 2012
თბილისელ პოლიტიკოსებს არჩევნების შედეგებზე ვაშინგტონის გავლენის იმედი აქვთ?
საქართველოს მთავრობა, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს და მისი მთავარი ოპონენტი კოალიცია „ქართული ოცნება“, რომლის ხელმძღვანელიც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია, ვაშინგტონში თანხებს გულუხვად ხარჯავენ. ეს პატარა, გაღარიბებული ქვეყანა, რომელიც კუნთმაგარი მეზობლების გარემოცვაშია, დიდი ხანია რაც ლობიერებს იმას, რომ უფრო დიდი ქვეყნების მხარდაჭერა მოიპოვოს. თუმცა, დიდწილად ამ დაპირისპირებულ პიარ კამპანიებს მეტი საერთო აქვთ შიდა პოლიტიკასთან, ვიდრე დიპლომატიურ კავშირებთან.
   
05 აგვისტო 2012
როგორ ავაშენებდი მშვიდობას კავკასიაში
საქართველოში არ არის ქმედითი სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ სიმძიმედ გვაწევს სწორედ ის ერთპარტიული ავტორიტარული მოდელი, რომელმაც ასეთი დამღუპველი როლი ითამაშა სხვა პოსტსაბჭოთა საზოგადობებისთვის. წარსულში, სუსტ და დანაწევრებულ ოპოზიციურ მოძრაობებს სასტიკად ახშობდნენ. ამიტომ, მე, როგორც კერძო მოქალაქე დავეხმარე ექვს პარტიას ძალების გაერთიანებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ ფარგლებში. როგორც უკანასკნელი კვლევები ცხადყოფს, ოქტომბრის არჩევნებში ჩვენი კოალიცია შეძლებს თანაბარი კონკურენციის გაწევას მთავრობისთვის. თუკი არჩევნები სამართლიანი იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. დემოკრატია იზეიმებს.
   
04 აგვისტო 2012
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 01/10
პროდასავლელი მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს ხელახლა იქნა არჩეული, მას შემდეგ რაც მანამდე ხელისუფლებაში 2003 წლის ბოლოს "ვარდების რევოლუციით" მოვიდა. ბოლო წლებში სააკაშვილის რეპუტაცია შეილახა – მას ავტორიტარულ ტენდენციებში ადანაშაულებენ.
   
03 აგვისტო 2012
საქართველო: “მიშას ჩახუტების კამპანია”
თუკი ქართული არხები მართლაც შეეცდებიან რეპორტაჟების მომზადებას და იმის ანალიზს რასაც აჩვენებენ, ქვეყანა, და მათ შორის ბებიებიც, მხოლოდ მოიგებენ ამით. მაშინ მართლაც იარსებებდა გემრიელად ჩახუტებისა და ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევის მიზეზი.
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
დღეს თელავში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია