მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დაიჯესტი
03 ოქტომბერი 2014
საინგილოში ქართული სკოლები იხურება
"საინგილოში შექმნილი ვითარება, ასიმილაციის რეალური საშიშროების გამო, აქტუალობას არ კარგავს. დღეს ყველაზე დიდი პრობლემის წინაშე იქაური ქართული სკოლა დგას _ ადგილობრივი ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რომ მას ბოლო მოუღოს, ამ გზით ქართველებს მშობლიური ენა დაავიწყოს და ცნობიერება გაუმრუდოს. სანამ ოფიციალური თბილისი პრეზიდენტისა და პრემიერის უფლებამოსილებების გამიჯვნითაა დაკავებული, ინგილოები თანადგომასა და რეალური ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ..."
   
02 ოქტომბერი 2014
ადგილობრივ თვითმმართველობებში სავალდებულო კონკურსების ჩატარების ვადებმა მეოთხედ გადაიწია
"პარლამენტს, გაითვალისწინოს ყველა გარემოება სავალდებულო კონკურსის ჩატარების თარიღის განსაზღვრისას, რათა თავიდან იქნას აცილებული ვადების მორიგი ცვლილება; საჯარო სამსახურის ბიუროსა და შესაბამისი უწყებების საკონკურსო-საატესტაციო კომისიებს, ჩამოაყალიბონ ძალიან ნათელი, გაზომვადი კრიტერიუმები, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მიკერძოების რისკი; შეიმუშაონ საკონკურსო კომისიის დაკომპლექტების გამჭვირვალე და ეფექტიანი პროცედურები; გახადონ კონკურსის მიმდინარეობა, მისი შედეგები და დასაბუთება უფრო მეტად გამჭვირვალე, ინფორმაცია კი დაინტერესებული პირებისთვის – მეტად ხელმისაწვდომი".
   
01 ოქტომბერი 2014
პროფკავშირები შრომის კოდექსში ცვლილებებს ითხოვს
"საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი მოითხოვს, შრომის კოდექსში ცვლილებების მეორე ეტაპი დაჩქარდეს. ოფიციალური სტატისტიკით, ყოველი მეორე ორსული აბორტს იკეთებს, რაც ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობისთვის კატასტროფაა. პროფკავშირები ამ მხრივ შექმნილ ვითარებას ქალთა უუფლებობას, უმუშევრობასა და მძიმე შრომით პირობებს უკავშირებენ".
   
26 სექტემბერი 2014
რატომ ვეღარ დავდივართ თავისუფლად თბილისის ტროტუარებზე?
"საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, ტროტუარზე მანქანის გაჩერება აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტროტუარზე დგას შესაბამისი საგზაო ნიშანი და არის შესაბამისი საგზაო მონიშვნა. სადავოა, უნდა უშვებდეს თუ არა კანონი ტროტუარზე პარკირებას თუნდაც გამონაკლისის სახით, თუმცა ცხადია, რომ თბილისის ტროტუარებზე გაჩერებული მძღოლების დიდი უმრავლესობა პირდაპირ არღვევს კანონის დღევანდელ მოთხოვნებსაც".
   
25 სექტემბერი 2014
ქეთი ორჯონიკიძე აშშ-ში ,,ამომავალ ქალ რეჟისორად' მონათლეს
"ქეთი ორჯონიკიძის შესახებ „ფეისბუქით“ შევიტყვე. წერდა, მალე დასრულდება ჩემი ფილმი „ნანა“, რომელიც შორეულ აშშ-ში მყოფი ემიგრანტი ქართველი ქალის ცხოვრებას ეხებაო... ,,ნანა' დასრულდა და მისი პრემიერაც შედგა. ბევრი აღარ მიფიქრია, ქეთი ორჯონიკიძეს კითხვები გავუგზავნე... ქეთიმ, როგორც მისმა ბევრმა თანატოლმა, საქართველო 90-იან წლებში დატოვა, აშშ-ს მიაშურა და ახალი ცხოვრება დიდი ემოციითა და შთაბეჭდილებებით დაიწყო".
   
23 ივლისი 2014
რატომ გადაიდო არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილის კახისა და ქურმუხის ეპარქიის ეპისკოპოსად კურთხევა
არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი ჰერეთში სამი წელია, მარტო მსახურობს _ აზერბაიჯანული კანონმდებლობა საინგილოში ერთზე მეტი მართლმადიდებელი სასულიერო პირის მსახურებას კრძალავს. როგორც მამა დემეტრე ამბობს, ამისთვისაც უფლის მადლობელია. შარშან, ზაფხულში, ჰერეთის ეპისკოპოს მელქისედეკს სადღესასწაულო წირვის ჩატარების შესაძლებლობა არ მიეცა. არქიმანდრიტი დემეტრე მსახურებაში ადგილობრივებისგან ხელისშეშლას უარყოფს...
   
20 ივლისი 2014
მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა საარჩევნო უფლებების აღდგენას ითხოვენ
საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ინიციატივით მიმართავს, მსჯავრდებულთათვის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი განხილვის დღის წესრიგში დააყენოს. არსებული რეგულაციით, არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ენიჭება მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს. სისხლის სამართლის კანონმდებლობით, ეს ისეთი დანაშაულებია, რომელთათვისაც გათვალისწინებულია თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთა.
   
14 ივლისი 2014
,,ნატო-მ ცხიმები დაწვა და კუნთები გააძლიერა!’‘
"რასმუსენის მოღვაწეობა ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დადებითად უნდა შეფასდეს. რაც შეეხება მაპ-ის მორიგ მიუღებლობას, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ გენერალურ მდივანზე არაა დამოკიდებული. ანდერს ფოგ რასმუსენი ალიანსში წამყვან პოზიციაზე მყოფი ქვეყნების _ საფრანგეთისა და გერმანიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა".
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია