მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დაიჯესტი
26 ივნისი 2014
რუსეთი დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად პირველ ნაბიჯს საქართველოსგან ელის?
"სანამ, მინიმუმ ვითარების ნორმალიზება არ დაიწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე კი არა, ამ წინადადების განხილვაზეც კი ზედმეტია საუბარი. ნორმალიზაციის პროცესი გულისხმობს, რომ მეზობელი სახელმწიფოები, რომლებსაც კეთილმეზობლური ცხოვრება სურთ, ელემენტარულად, უნდა თანამშრომლობდნენ, ერთმანეთის ინტერესებს ითვალისწინებდნენ და ამას საფუძვლად ორმხრივი ინტერესების ურთიერთგაგება და ღრმა პატივისცემა ედოს. სამწუხაროდ, საქართველოსა და რუსეთს შორის ამგვარი პირობა, ჩვენი დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან ვერ ჩამოყალიბდა".
   
25 ივნისი 2014
,,საზოგადოებას იმედი გაუცრუვდა, ეს დიდი პოლიტიკური მარცხია’‘
"წელიწადნახევრის განმავლობაში ყველაზე მარტივ რაღაცას რომ ვერ მოაგვარებ, სამაგიეროდ, გადაჭრი ისეთ საკითხებს, როგორიცაა საკუთარი კაბინეტების მოწყობა, პერსონალური მანქანებისთვის დიდი ფულის ხარჯვა, წარმოუდგენელი რაოდენობის პრემიებისა და ხელფასების გამოწერა, დანამატების უზრუნველყოფა... რომელ საარჩევნო აქტიურობაზე უნდა ვისაუბროთ?"
   
23 ივნისი 2014
რას ემსახურება გალის ქართული მოსახლეობისთვის ,,აფხაზური პასპორტების’‘ ჩამორთმევა
"რა უნდა გააკეთოს თბილისმა? ძახილი დაიწყოს, პასპორტები არ ჩამოართვათო? ეს პასპორტი ისედაც უკანონოა, შესაბამისად, გაცემაცა და ჩამორთმევაც უკანონოა. ერთადერთი, თუ ვითარება ისე გამწვავდა, მოსახლეობის გამოყრა დაიწყეს, მაშინ ხმაა ასამაღლებელი _ რაღაც ფორმით უნდა გააფრთხილონ სეპარატისტები, არ მიქარონ და ეს არ გააკეთონ. მსგავს ვითარებას არ უნდა შევურიგდეთ".
   
23 ივნისი 2014
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ,,ჯავახკური’‘ საფრთხე
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მოახლოებასთან ერთად ექსპერტთა და პოლიტოლოგთა ნაწილი შესაძლო პროვოკაციებზე საუბრობს. ამ კუთხით ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა განსაკუთრებულს არაფერს ელის, თუმცა ამბობს, რომ ბოლო დროს ჯავახეთის რეგიონში სომხური „ჯავახკი“ საეჭვოდ გააქტიურდა.
   
23 ივნისი 2014
სექტემბრიდან სკოლებში სამედიცინო კაბინეტები აღდგება
ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტები აღდგება. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, სკოლების უმეტესობა, წლების განმავლობაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურებით სარგებლობდა და იმუნიზაციის ხელშემწყობ პროცესებში ჩართული არ იყო; ამასთან, არ არსებობდა მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემთა ბაზა და არ მოქმედებდა რეფერალის განხორციელების ადეკვატური მექანიზმი; სკოლებში ფიქსირდებოდა ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო მდგომარეობა, ჰიგიენის საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულობისა და ცოდნის ნაკლებობა იყო.
   
22 ივნისი 2014
ქიზიყელი გლეხის მიმართვა ქიზიყელ პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს
"დემოკრატია, პირველ რიგში, კანონიერების პრინციპია, რომელიც ადამიანის ბუნებით უფლებებს ეფუძნება და რომელიც 18 საუკუნის ბოლოდან გახდა ის ფუნდამენტი, რაზეც თანამედროვე დასავლური დემოკრატია დგას. სანამ ეს უფლებები შელახულია, ყოველგვარი საუბარი დემოკრატიაზე და თავისუფლებაზე, მხოლოდ თავის მოტყუება იქნება. მნიშვნელობა არ აქვს, რა ფორმით და რა სახელის კანონით დარეგულირდება, მთავარია, შინაარსით რეალურად ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა გაატაროთ".
   
22 ივნისი 2014
მეშახტეები შრომის დაცვის ინსპექციის აღდგენას ითხოვენ
„ვითარების გამოსასწორებლად აუცილებელია, შეიქმნას შრომის დაცვის ინსპექცია, რომელიც განახორციელებს მონიტორინგს და ასევე მოახდენს რეაგირებას აღმოჩენილ დარღვევებზე როგორც ტექნიკური, ასევე შრომით- სამართლებრივი თვალსაზრისით. აუცილებელია, საქართველოს პარლამენტმა მოახდინოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 176-ე კონვენციის რატიფიცირება, რომელიც დამატებით ვალდებულებებს აწესებს დამსაქმებლისთვის, მაღაროებზე ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების ამაღლების მიზნით".
   
14 ივნისი 2014
,,გამოიძიონ რატომ მიიღეს დაბალი ქულები წარჩინებულებმა და აგონ პასუხი დამნაშავეებმა’‘
"უსამართლობაა, რომ საქართველოში, ჩაჭრილ მოსწავლეებს ერთ წელს აცდევინებენ, რატომ არ შეიძლება გონივრულ ვადაში დაინიშნოს გამოცდები? მაგალითად, ერთი ან ორი თვის შემდეგ. რა საჭიროა, ახალგაზრდა ერთი წელი მოვწყვიტოთ აქტიურ ცხოვრებას, წინსვლასა და პროგრესს? არ მესმის, ეს ვის რაში სჭირდება".
   
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია