მთავარი თემები |
 |
17 ოქტომბერი 2025
როდის უნდა ავიცრა, სად და რატომ? - გრიპის ვაქცინაცია უკვე დაიწყო
საქართველოში სეზონური გრიპის ვაქცინაცია დაიწყო. აცრა 200-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში, 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ის უფასოა.
წელს პირველად, ვაქცინაციის პროცესი აღარ დაიყო ორ ფაზად. თუკი გასულ წლებში, თავდაპირველად რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები იცრებოდნენ და მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ იწყებოდა საყოველთაო აცრის პროცესი, ამჯერად, გრიპის სეზონური ვაქცინაციის პროგრამით სარგებლობა პირველივე დღეებიდან, ნებისმიერს შეუძლია. |
სრულად>> |
|
-
 |
15 ოქტომბერი 2025
ცესკო-მ 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა. შედეგების მიხედვით, ქალაქ თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე, რომელმაც 215,363 ამომრჩევლის, ხმების 71.627% მიიღო. თბილისის მერის არჩევნებში 324 798 ამომრჩეველი მონაწილეობდა. |
სრულად>> |
|
 |
09 ოქტომბერი 2025
საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია, გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი - ლევან ხაბეიშვილი
"საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია. გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი. ნუ ჩაქოლავთ, ნუ ესვრით ტალახს ადამიანებს, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ შემფასებლების, კომენტატორების ამარა დავრჩებით. შეგვიძლია თუ არა ივანიშვილის მოშორება? დიახ, დიახ და კიდევ ერთხელ დიახ! უპირობოდ შეგვიძლია! ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, ვინც წაბორძიკდა ან დაეცა, სასწრაფოდ წამოაყენეთ. უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთსულოვნება და საკუთარ ძალებში დარწმუნება". |
სრულად>> |
|
 |
09 ოქტომბერი 2025
ზეციური ანარეკლები - როგორ გადარჩა ინგილო ბავშვი განწირული ძახილით „დედა-დედა“!
საინგილოში დღემდე ეროვნულ თვითშეგნებას ქართული სკოლები ინარჩუნებდნენ. იმ სოფლებში, სადაც თავის დროზე ვერ გაიხსნა, დღეს მხოლოდ ღრმად მოხუცებულები საუბრობენ დედა ენაზე. ახალგაზრდებმა ძირითადად იციან, რომ ოდესღაც ისინიც ქართველები იყვნენ და მერე ნელ-ნელა „გათათრდნენ“. „მაგრამ ასე რომ მოხდა ჩვენი რა ბრალიაო“, - ამასაც აყოლებენ. ასიმილაციის პროცესი დღესაც მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა საქართველო და აზერბაიჯანი „სტრატეგიული მეგობრები“ არიან. |
სრულად>> |
|
-
 |
03 ოქტომბერი 2025
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
„ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ ის ადგილია, სადაც ადგილობრივი ქალები ბავშვობის ოცნებებს იხდენენ. ამ კეთილ საქმეში ორგანიზაციას გვერდში უდგას „CENN“ (კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ცენტრში მიღებულ პროფესიულ ცოდნა-უნარებს ქალები პრაქტიკულ ცხოვრებაში იყენებენ, შემოსავლის წყაროს იჩენენ და ავითარებენ. |
სრულად>> |
|
 |
02 ოქტომბერი 2025
რა იწვევს თავის ტკივილს და როგორ გავუმკლავდეთ მას?
რა უნდა ვიღონოთ თავის ტკივილის დროს? თავის ტკივილის მკურნალობის ყველაზე მიღებული და გავრცელებული მეთოდი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებაა. შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც შეიცავს იბუპროფენს, ასპირინს, აცეტამინოფენს ან ნაპროქსენს. უმჯობესია, წამალი მიიღოთ მაშინ, როცა ტკივილი ახალი დაწყებულია. მნიშვნელოვანია პარალელურად გაატაროთ ისეთი პროფილაქტიკური ღონისძიებები, როგორიცაა: სტრესის შემცირება, რაციონიდან ზოგიერთი პროდუქტის ამოღება, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით – ცურვა ან სიარული და სხვა. |
სრულად>> |
|
 |
02 ოქტომბერი 2025
რა არის და როდის უნდა მიიღოთ დუფასტონი?
რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჰორმონალური ბალანსის დაცვის მიმართულებით ადამიანები ხშირად აწყდებიან წინაღობებს, რომლებიც მათ ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ცვლის. გარდა იმისა, რომ არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლს, ენდომეტრიოზს, დისმენორეასა და სხვა პრობლემებს დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისკომფორტის გამოწვევა შეუძლიათ, მათ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედონ რეპროდუქციულ უნარზეც. ამგვარი დარღვევების სამკურნალოდ პროფესიონალები იყენებენ მედიკამენტებს, რომლებიც პაციენტს ჰორმონალური ბალანსის აღდგენაში და დისკომფორტის თავიდან არიდებაში ეხმარება. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი დუფასტონია (Dufaston), რომელსაც ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს. |
სრულად>> |
|
-
 |
04 სექტემბერი 2025
ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
„საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი. |
სრულად>> |
|
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
სრულად>> |
|
|
|
 |
09 ოქტომბერი 2025 საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია, გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი - ლევან ხაბეიშვილი "საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია. გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი. ნუ ჩაქოლავთ, ნუ ესვრით ტალახს ადამიანებს, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ შემფასებლების, კომენტატორების ამარა დავრჩებით. შეგვიძლია თუ არა ივანიშვილის მოშორება? დიახ, დიახ და კიდევ ერთხელ დიახ! უპირობოდ შეგვიძლია! ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, ვინც წაბორძიკდა ან დაეცა, სასწრაფოდ წამოაყენეთ. უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთსულოვნება და საკუთარ ძალებში დარწმუნება". |
|
|
|
|
|
 |
08 ოქტომბერი 2025 დიქტატურის დამყარების დროს ტვირთი და პასუხისმგებლობა იმ რეჟიმს ეკისრება, რომელიც ადამიანებს ჩაგრავს და ძალადობს - ირაკლი ფავლენიშვილი „მე ეს ინფორმაცია, სპეცრაზმის ხალხის მხარეს შესაძლო გადასვლა, არ მქონია. რადგან ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვქონდა, უბრალოდ შემიძლია ვივარაუდო, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერს ფარდა აეხდება და ვინც იცის ეს ამბავი, ყველაფერს უფრო მეტად ნათელს მოფენს. თვითონ ორგანიზატორმა, ბატონმა პაატა ბურჭულაძემაც თქვა, რომ არანაირ შტურმში მონაწილეობას არ იღებდა. საზოგადოების უდიდეს ნაწილს კარგად აქვს გაანალიზებული, რომ ქვეყანაში დიქტატურა მყარდება და ამ დიქტატურის დამყარების დროს ტვირთი და პასუხისმგებლობა იმ რეჟიმს ეკისრება, რომელიც ადამიანებს ჩაგრავს და ძალადობს. ყველამ კარგად იცის, რომ ადამიანების კონკრეტული ჯგუფი ინფორმაციას ფლობდა, აქციის ორგანიზატორებმა პირადი თავგანწირვის მაგალითი აჩვენეს და პირადი თავგანწირვა იყო ისიც, რომ მხოლოდ თვითონ აიღეს ასეთ საკითხზე პასუხისმგებლობა. გეგმას რომ არ აზიარებდნენ, ძალიან გასაგებიც იყო, რადგან როდესაც გეგმავ აქციას, რაც უფრო ნაკლებმა ადამიანმა იცის ამის შესახებ, დემონსტრაციისთვის უკეთესია“, – განაცხადა ფავლენიშვილმა. |
|
|
|
|
|
 |
08 ოქტომბერი 2025 4 ოქტომბერი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მოწყობილი პროვოკაცია იყო, რის შედეგადაც ჩვენ 18 ახალი პატიმარი გვყავს - გიორგი შარაშიძე „დეტალებში არანაირად არ შევალ, 4 ოქტომბერი თავიდან ბოლომდე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო. რის შედეგადაც, ჩვენ 18 ახალი პატიმარი გვყავს. სწორედ ის ადამიანები, ვინც ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სპეცრაზმის წინაშე მიატოვეს. ამ პოლიტიკოსებმა ადამიანების გულწრფელი ემოციებით ისარგებლეს და ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობა თავად აეღოთ, ჯოხი სწორედ ამ ადამიანებზე გადატეხეს. არცერთ მათგანს ბოდიშიც კი არ მოუხდია. ამ მავნებელ პოლიტიკოსებს არა თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აუღიათ იმ ახალგაზრდების წინაშე, რომლებიც მძიმე მუხლებით არიან განსასჯელის სკამზე და დიდი ალბათობით, წლების გატარება მოუწევთ საპატიმროებში, ბოდიშიც კი არ მოუხდიათ. საერთოდ სად არიან დაკარგულები, რომ მოინდომო, ვერც კი იპოვი. სწორედ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც თვეების განმავლობაში გამოდიოდნენ, ბაქიბუქობდნენ და ყველას ე.წ მშვიდობიან დამხობაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ. საბოლოო ჯამში ვნახეთ, რომ მათ ეს მშვიდობიანი მოქალაქეები სპეცრაზმის წინაშე უბრალოდ მიატოვეს, მარტო დატოვეს და „ოცნებას“ მათ დასაკავებლად სრული ლეგიტიმაცია მისცეს“, – განაცხადა შარაშიძემ. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
06 ოქტომბერი 2025 რაც ვნახეთ უკეთეს შემთხვევაში უკიდურესი არაკომპეტენტურობის და მიამიტობის, უარესში კი - უპასუხიმგებლობის მაგალითი იყო - გია ნოდია "რაც მოხდა, ძალიან ცუდია ორი აზრით. პირველია დეპრესია და მარცხის შეგნება: ერთმა და იმავე დღემ აჩვენა, რომ არც არჩევნებით გამოდის რამე და არც რევოლუციით. მაშ რა ვქნათ? მეორე და ალბათ უფრო სახიფათო არის ის, რომ ხელისუფლებას მიეცა ლეგიტიმური საბაბი რეპრესიების ახალი ტალღისთვის, რაც უკვე დაანონსა. შეიძლება მითხრან, რომ მას რეპრესიებისთვის შეთხზული, თითიდან გამოწოვილი ბრალდებებიც ყოფნიდა; მაგრამ ამ შემთხვევაში „სახელმწიფო გადატრიალების“ ნარატივს პირველად მიეცა რეალური საფუძველი და ხელისუფლება დიდი ალბათობით მეტზე წავა.
ეს არ ნიშნავს, რომ „ყველაფერი დაკარგულია“. ბოდიში, რომ ვმეორდები, მაგრამ არსებულ ვითარებაში ჩვენი ძირითადი იარაღი კონკრეტულ საკითხებში პრინციპული ქმედებები და ხელისუფლების მორალური გარიყვაა; ეს არ არის საკმარისი ხელისუფლების შესაცვლელად, მაგრამ აუცილებელია იმ ფუნდამენტის შესანარჩუნებლად, რასაც მომავალში (არ ვიცი, ზუსტად როდის, მაგრამ აუცილებლად) უფრო ღირსეული საქართველო უნდა დაეყრდნოს". |
|
|
|
|
|
|
|
|
03 ოქტომბერი 2025 თბილისი არ გავატანოთ კახა კალაძეს, არჩევნებზე არმისვლა ნიშნავს, ნებაყოფლობით ხმას „ქართულ ოცნებას“ ჩუქნით - მამუკა ხაზარაძე „ამოცანა არის იმ საარჩევნო კამპანიის ბოლომდე მიყვანაა, რომელიც ჩვენმა მაჟორიტარებმა და საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ თბილისში და არამარტო თბილისში ჩაატარა. კარდაკარი წარმატებულად ჩატარდა. თქვენ იცით, რომ გარემო არის ძალიან დაძაბული, მაგრამ მინდა, ყველას მოვუწოდო, თბილისელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თბილისი არ გავატანოთ „ქართულ ოცნებას“ და კახა კალაძეს. არჩევნებზე არმისვლა ნიშნავს, რომ თქვენს ხმას ნებაყოფლობით ჩუქნით „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ეს ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეიყვანა. პროტესტი და არჩევნები ერთმანეთს ხელს არ უშლის. ჩემი თხოვნაა, მობრძანდით არჩევნებზე და ხმა დაუჭირეთ საერთო კანდიდატს, ირაკლი კუპრაძეს და ჩვენს მაჟორიტარებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველო ყველა მუნიციპალიტეტი ხელში არ ჩავუგდოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა ბრძოლის მეთოდი გამოყენებული უნდა იყოს“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. |
|
|
|
|
|
|
03 ოქტომბერი 2025 რა მოხდება, როცა ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ კოლაფსი არ შეიქმნება - პაატა ბურჭულაძე "ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობას უზრუნველყოფენ არამხოლოდ მინისტრები, არამედ უწყებებში უამრავი სხვადასხვა პოზიციაზე განაწილებული პირები. გვაქვს არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ ზუსტად ვიცით, რომ ეს ადამიანები გააგრძელებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას. ამიტომ, ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე რუსთაველზე ყველა მოდით, მიიღეთ მონაწილეობა ისტორიულ, ეროვნულ კრებაში, ერთად შევქმნათ ახალი საქართველო, დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი, დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. |
|
|
|
|
|
|
02 ოქტომბერი 2025 "იხვეწება კობახიძე, რომ ვინმე შეხვდეს ევროკავშირიდან და არ ხვდებიან" - ბადრი ჯაფარიძე რაც არ უნდა ნახევრად-ფორმალური ვიზიტები აკეთოს "ქართული ოცნების" წარმომადგენლობამ, ცხადია, რომ მათ არ ხვდება ევროკავშირის ლიდერი, არცერთი და ცხადია, რომ ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ პროპაგანდისტულად გამოიყენოს "ქართული ოცნების" მედიამ არის ის, რომ გაასაღოს ესა თუ ის ვიზიტი ევროპაში, როგორც მათი ლეგიტიმაციის აღიარება, რაც სინამდვილეში ასე არ არის, რა თქმა უნდა. ჩვენ ვხედავთ, რომ იხვეწება "ქართული ოცნების" პრემიერმინისტრი, რომ შეხვდეს ვინმე ევროკავშირიდან და არ ხვდებიან იმიტომ, რომ იმისათვის, რომ დაიმსახურო ცივილიზებული ურთიერთობა, ცივილიზებულ პარტნიორთან, უნდა მოიქცე ცივილიზებულად და "ქართული ოცნება" არ იქცევა ცივილიზებულად," - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. |
|
|
|
|
|
|
|
ვიდეოები |
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია |
 |
 |
|
|