მთავარი თემები |
 |
17 ოქტომბერი 2025
როდის უნდა ავიცრა, სად და რატომ? - გრიპის ვაქცინაცია უკვე დაიწყო
საქართველოში სეზონური გრიპის ვაქცინაცია დაიწყო. აცრა 200-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში, 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ის უფასოა.
წელს პირველად, ვაქცინაციის პროცესი აღარ დაიყო ორ ფაზად. თუკი გასულ წლებში, თავდაპირველად რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები იცრებოდნენ და მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ იწყებოდა საყოველთაო აცრის პროცესი, ამჯერად, გრიპის სეზონური ვაქცინაციის პროგრამით სარგებლობა პირველივე დღეებიდან, ნებისმიერს შეუძლია. |
სრულად>> |
|
-
 |
15 ოქტომბერი 2025
ცესკო-მ 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შედეგები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა. შედეგების მიხედვით, ქალაქ თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე, რომელმაც 215,363 ამომრჩევლის, ხმების 71.627% მიიღო. თბილისის მერის არჩევნებში 324 798 ამომრჩეველი მონაწილეობდა. |
სრულად>> |
|
 |
09 ოქტომბერი 2025
საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია, გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი - ლევან ხაბეიშვილი
"საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია. გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი. ნუ ჩაქოლავთ, ნუ ესვრით ტალახს ადამიანებს, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ შემფასებლების, კომენტატორების ამარა დავრჩებით. შეგვიძლია თუ არა ივანიშვილის მოშორება? დიახ, დიახ და კიდევ ერთხელ დიახ! უპირობოდ შეგვიძლია! ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, ვინც წაბორძიკდა ან დაეცა, სასწრაფოდ წამოაყენეთ. უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთსულოვნება და საკუთარ ძალებში დარწმუნება". |
სრულად>> |
|
 |
09 ოქტომბერი 2025
ზეციური ანარეკლები - როგორ გადარჩა ინგილო ბავშვი განწირული ძახილით „დედა-დედა“!
საინგილოში დღემდე ეროვნულ თვითშეგნებას ქართული სკოლები ინარჩუნებდნენ. იმ სოფლებში, სადაც თავის დროზე ვერ გაიხსნა, დღეს მხოლოდ ღრმად მოხუცებულები საუბრობენ დედა ენაზე. ახალგაზრდებმა ძირითადად იციან, რომ ოდესღაც ისინიც ქართველები იყვნენ და მერე ნელ-ნელა „გათათრდნენ“. „მაგრამ ასე რომ მოხდა ჩვენი რა ბრალიაო“, - ამასაც აყოლებენ. ასიმილაციის პროცესი დღესაც მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა საქართველო და აზერბაიჯანი „სტრატეგიული მეგობრები“ არიან. |
სრულად>> |
|
-
 |
03 ოქტომბერი 2025
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
„ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ ის ადგილია, სადაც ადგილობრივი ქალები ბავშვობის ოცნებებს იხდენენ. ამ კეთილ საქმეში ორგანიზაციას გვერდში უდგას „CENN“ (კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ცენტრში მიღებულ პროფესიულ ცოდნა-უნარებს ქალები პრაქტიკულ ცხოვრებაში იყენებენ, შემოსავლის წყაროს იჩენენ და ავითარებენ. |
სრულად>> |
|
 |
02 ოქტომბერი 2025
რა იწვევს თავის ტკივილს და როგორ გავუმკლავდეთ მას?
რა უნდა ვიღონოთ თავის ტკივილის დროს? თავის ტკივილის მკურნალობის ყველაზე მიღებული და გავრცელებული მეთოდი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებაა. შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც შეიცავს იბუპროფენს, ასპირინს, აცეტამინოფენს ან ნაპროქსენს. უმჯობესია, წამალი მიიღოთ მაშინ, როცა ტკივილი ახალი დაწყებულია. მნიშვნელოვანია პარალელურად გაატაროთ ისეთი პროფილაქტიკური ღონისძიებები, როგორიცაა: სტრესის შემცირება, რაციონიდან ზოგიერთი პროდუქტის ამოღება, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით – ცურვა ან სიარული და სხვა. |
სრულად>> |
|
 |
02 ოქტომბერი 2025
რა არის და როდის უნდა მიიღოთ დუფასტონი?
რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჰორმონალური ბალანსის დაცვის მიმართულებით ადამიანები ხშირად აწყდებიან წინაღობებს, რომლებიც მათ ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ცვლის. გარდა იმისა, რომ არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლს, ენდომეტრიოზს, დისმენორეასა და სხვა პრობლემებს დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისკომფორტის გამოწვევა შეუძლიათ, მათ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედონ რეპროდუქციულ უნარზეც. ამგვარი დარღვევების სამკურნალოდ პროფესიონალები იყენებენ მედიკამენტებს, რომლებიც პაციენტს ჰორმონალური ბალანსის აღდგენაში და დისკომფორტის თავიდან არიდებაში ეხმარება. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი დუფასტონია (Dufaston), რომელსაც ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს. |
სრულად>> |
|
-
 |
04 სექტემბერი 2025
ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, ყველა ქუჩაში - ლევან ხაბეიშვილი
„საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. ენაგადმოგდებული „მილიციონერები“ უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე ცდილობდნენ, დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ „გმირულად“. ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, „ხელისუფლების“ წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი – შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა. ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და „დიორის“ სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს სახეზე ნეგატივად გამოესახა. 4 ოქტომბერი გამარჯვების დღე, ყველა ქუჩაში, დროშები“, – წერს ხაბეიშვილი. |
სრულად>> |
|
 |
29 აგვისტო 2025
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
რამდენიმე წლის წინ, თბილისის რკინიგზის სადგურში დასავლეთიდან ჩამოსულ მატარებელს დავხვდი. მგზავრმა ცელოფნის პარკში გახვეული ირმის რქები გადმომცა, რომელიც იმავე დღეს სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბა კაზრეთში გავატანე. ჩემს ნაცნობს აღნიშნულით მკერდზე სიმსივნური კვანძებისთვის უნდა ემკურნალა. |
სრულად>> |
|
 |
27 აგვისტო 2025
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო რუსულ-ბელორუსულ-აზერბაიჯანულს ემსგავსება. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს და აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობს. ქართველი ხალხი სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევანის წინაშეა - გააგრძელოს ევროპული გზით სიარული თუ დესპოტურ მმართველობას შეეგუოს. |
სრულად>> |
|
 |
26 აგვისტო 2025
ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს - საქსტატი
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი. ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. |
სრულად>> |
|
|
|
 |
16 სექტემბერი 2024 პეტრე ცისკარიშვილი - საქართველო როგორც კი დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების ლიანდაგებს, 14 მილიარდი წამოვა იმ ფონდებიდან, რომლებიც ინსტიტუციურ რეფორმებს ხმარდება "რაც შეეხება 14 მილიარდ ევროს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ის თანხაა, რომელიც გაერთიანებულია ევროპულ ფონდებში და გამოიყოფა ასპირანტი ქვეყნებისთვის, ასევე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გაწევრიანების პროცესში ჩაერთვებიან და დგანან ევროინტეგრაციის გზაზე. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის სტატუსი ამჟამად ისეთია, რომ შეჩერებულია ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მაგრამ როგორც კი გაიხსნება კარი და საქართველო დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების ლიანდაგებს, 14 მილიარდი წამოვა, რა თქმა უნდა, იმ ფონდებიდან, რომლებიც ინსტიტუციურ რეფორმებს ხმარდება, მაგრამ კიდევ ერთი ამდენი და, შესაძლოა, უფრო მეტიც, წამოვა კერძო ინვესტიციების სახით, როგორც ევროპის ქვეყნებიდან, ასევე შორეული აზიის ქვეყნებიდანაც“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
|
|
|
|
|
|
|
|
 |
13 სექტემბერი 2024 ხატია დეკანოიძე - ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, რადგან ეს ქართველი ხალხის არჩევანია „ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, რადგან ეს ქართველი ხალხის არჩევანია, ეს იქნება ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება და, რა თქმა უნდა, ხალხი არასდროს დაუშვებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა დატოვოს იზოლაციაში. ჩვენ ავირჩევთ ევროკავშირს, კეთილდღეობას და მოლაპარაკებებიც ძალიან მალე გაიხსნება ევროკავშირთან. ამისთვის ვემზადებით ყველანი, ძალიან მოტივირებული ვართ და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები: ეს არის ის, რაც არის ჩვენი ყველაზე დიდი ინტერესი, რომ ბიძინა ივანიშვილი დარჩეს წარსულში, ჩვენ კი წავიდეთ მომავალში – ევროკავშირისკენ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
11 სექტემბერი 2024 „თბილსერვის ჯგუფი“ სხვადასხვა პოზიციაზე ვაკანსიებს აცხადებს, საერთო ჯამში, 398 ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი „მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, რომლებიც თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფს“ აქვს. საერთო ჯამში, სხვადასხვა პოზიციაზე 398 ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი. 90% დასუფთავების დეპარტამენტზე მოდის. მათ შორის არის სპეცტექნიკის 60-მდე მძღოლის პოზიცია. ხელფასების ოდენობა 1 000-დან 2 000-ლარამდე მერყეობს. „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმების მსურველებს შეუძლიათ, მიმართონ აღნიშნული კომპანიის ოფისებს კახეთის გზატკეცილის N67-ში და ბელიაშვილის ქუჩის N119-121-ში, სადაც შეძლებენ შესაბამისი ანკეტის შევსებას. მართლაც გვიჭირს დიდ მანქანებზე, სპეცტექნიკაზე, მძღოლების პრობლემაა და ამ მიმართულებით 400-მდე ადამიანის მიღება შეგვიძლია“, – განაცხადა თბილისის მერმა. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
 |
10 აპრილი 2024 „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს თუ მიიღებს, ტალღებიც უნდა ავაგოროთ და რადიკალიზმიც, საჭირო თუ იქნება - ალეკო ელისაშვილი „საელჩოებში რომ მივდივარ, იქ ჭკუას არავინ მარიგებდა, ან გაცნობა უნდათ, ან რაღაც აზრებს ვცვლით. ვინმე რომ დაჯდეს და დირექტივები მოგვცეს, ასეთი გამოცდილება არ მაქვს. ვის რა ჭკუას არიგებენ, არ ვიცი. „ქართული ოცნება“ „რუსულ კანონს“ თუ მიიღებს, ტალღებიც უნდა ავაგოროთ და რადიკალიზმიც. ამათ ეს საზიზღრობა არ უნდა გავატანინოთ, მარგველაშვილი არ მაინტერესებს. საჭირო თუ იქნება, აბჯარსაც ავისხამ. წინააღმდეგობას მაქსიმალურად გავუწევ“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
ვიდეოები |
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია |
 |
 |
|
|