მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
17 მარტი 2013
საქართველოს ხელისუფლება „ევროპის სახალხო პარტიის“ დეკლარაციას პასუხობს
საქართველოს ხელისუფლება „ევროპის სახალხო პარტიის“ 14 მარტის დეკლარაციას პასუხობს. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
   
16 მარტი 2013
საქართველოს 14 ქვეყანაში ელჩი არ ჰყავს
„ჩვენ ოქტომბრის, შემდეგ აღარ გვყავს ელჩები, მათ მოვალეობას დროებითი რწმუნებულები ასრულებენ. მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი უპასუხისმგებლო საქციელი შეიძლებოდა პრეზიდენტის მხრიდან. წარდგენილი ელჩები ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა დაამტკიცა, ანუ მათ გამოხატეს ქართველი ხალხის ნება. არ მესმის დამტკიცებული ელჩების სიის ხელმოწერას რა უდგას წინ".
   
15 მარტი 2013
პუტინი-ანქვაბის მოსკოვური შეხვედრა უკეთესი მომავლის მოლოდინში
პუტინი-ანქვაბის ბოლო შეხვედრა ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირებას წყალს არ დაასხამს. პოლიტიკური ჩიხი სახეზეა და კულტურულ-ეკონომიკური კავშირების აღდგენის მცდელობა ამ საქმეს ვერ შველის. მეორე მხრივ, პატარა ქვეყანას ხელთ არ უპყრია მრავალფეროვანი არგუმენტები, ამხელა იმპერიასთან საერთო ენის მოსაძებნად. ალბათ, გამოსავალი მაინც პოლიტიკურ-ეკონომიკურ გაძლიერებაშია, რათა ქვეყანა უკეთეს დროებას და გამოწვევებს მომზადებული შეხვდეს.
   
14 მარტი 2013
ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი „ევროპის სახალხო პარტიას“
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „ევროპის სახალხო პარტიას“ ღია წერილით მიმართა, რომელსაც „myrights.ge“ უცვლელად გთავაზობთ.
   
12 მარტი 2013
"ელჩების დანიშვნა ისევ ნეპოტიზმის პრინციპით ხდება"
რა ტიპის გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე ქართული დიპლომატია, რამდენად შეძლებს ის რთულ საერთაშორისიო ვითარებაში შედეგებზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმას, რა პრინციპებით ხდება უცხოურ წარმომადგენლობებში დიპლომატების დანიშვნა, ზოგადად, რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი დიპლომატიური სკოლა, ამ საკითხებზე დიპლომატიური აკადემიის რექტორს, პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ვესაუბრებით.
   
01 მარტი 2013
ქართული მხარე ერგნეთის ბაზრობის აღდგენის ინიციატივით გამოდის
ახალი მთავრობა ცხინვალს ერგნეთის ბაზრობის აღდგენას სთავაზობს. თბილისი მზად არის ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დროებით გადადოს პოლიტიკური დარეგულირების საკითხები და აქცენტი ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაზე გააკეთოს. ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ მოამზადა რიგი წინადადებებისა ცხინვალისათვის, რომლებიც საზღვარზე მდებარე სოფელ ერგნეთში ქართულ-ოსური ბაზრობის აღდგენას ეხება.
   
01 მარტი 2013
ვის ინტერესებშია აფხაზური რკინიგზის აღდგენა?
ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებთან კონტაქტების აღსადგენად ყველა საშუალების გამოყენებას ცდილობს. ერთ-ერთი, რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენაა. პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რკინიგზის გახსნა შესაძლებელია სწრაფად, თუ იქნება ყველა პოლიტიკური მხარის ნება. ჩვენს საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა - მთავრობის მომხრეები მხარს უჭერენ, ხოლო ოპონენტები რუსულ-სომხურ ინტერესებზე საუბრობენ. როგორც ჩანს, ამ პერსპექტივით უკმაყოფილოა აზერბაიჯანული მხარეც.
   
28 თებერვალი 2013
"თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩიოს პარლამენტმა?"
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სარეფერენდუმო საკითხი - "თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩიოს პარლამენტმა?" რეგისტრაციაში გაატარა. ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შესაბამისი განკარგულება ცესკო-მ გუშინდელ სხდომაზე გამოსცა. სარეფერენდუმო საკითხი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომლის წევრებიც არიან იაგო წიკლაური, გელა მესტიაშვილი და იანა ხუციშვილი. ცესკო-ს განკარგულებით, ამ შემადგენლობით სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარდა. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, რეფერენდუმს პრეზიდენტი ნიშნავს.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია