მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
28 აპრილი 2015
„ხელისუფლებამ მოწმეთა სასამართლოში დაკითხვაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“
"გაუგებარია, საზოგადოებრივი უსაფრთხოება როგორ შეიძლება იყოს დამოკიდებული სასამართლოში მოწმეთა ჩვენების მიცემაზე. სასამართლო პირობებში ადამიანი კიდე უფრო დაცულად გრძნობს თავს, რადგან იქვე არის ადვოკატი და ყველა დანარჩენი; ჩვენი საერთო ინტერესი სწორედ ეს უნდა იყოს, რომ პირმა ინფორმაცია და ჩვენება რაიმე შიშის ფაქტორის გარეშე მისცეს. თუ იმას გულისხმობენ, რომ ადამიანები გამოძიებას არ ენდობიან და შეიძლება არ ითანამშრომლონ, სიმართლე არ უთხრან და ა.შ. ეს უკვე ხელისუფლებისა და გამოძიების პრობლემაა".
   
31 მარტი 2015
„თუ საქართველო ხელს გაიწვდის ფარისა თუ ჯავშნის მოსაპოვებლად, ამ ხელს ძირში მოაჭრიან“
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებამ, რომ ნატოში გაწევრიანების მსურველებს ამ ეტაპზე უარი უნდა ეთქვათო, ახლო მომავალში ალიანსში გაწევრიანების მომლოდინეებს ცივი წყალი გადაასხა. ამ ფონზე, რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს და ყველას მიანიშნებს, თუ ვინ არის რეგიონში ბატონ-პატრონი. საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დამოუკიდებელი განვითარების პერსპექტივა კვლავ დიდი გამოწვევების წინაშე დგას.
   
19 მარტი 2015
"რიგაში ვიზის ლიბერალიზაციაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მოსალოდნელი არ არის"
„სანამ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი უფრო მეტს იბრძოლებს საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლაზე, სანამ ეს ხელებჩამოყრილი მთავრობა იქნება, რომელიც გრიშა ბიძიასთან უკანმოუხედავად გარბის, პარლამენტში სალაპარაკოდ მოსასვლელად ბრტყელტუჩათიც კი ვერ ამოაძრობ საკუთარი კაბინეტებიდან, და სანამ თავდაცვის 5 უდანაშაულო თანამშრომელი იჯდება ციხეში, მანამდე იქნება უკუსვლა, იქნება უიმედობა და უპატრონობის განცდა!“
   
09 მარტი 2015
ვის ინტერესებშია რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენა?
ბოლო დროს გახშირდა საუბრები რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის შესაძლო აღდგენაზე. პრემიერის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ამაზე მსჯელობას არ უარყოფს, მაგრამ მთავრობა არ ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში რაიმე კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა იგეგმება. აშკარაა, რომ სოხეთისკენ გზის გახსნა უპირველესად მოსკოვის და მისივე დამქაშების ინტერესებშია. ზურაბ აბაშიძე იმასაც იმედოვნებს, რომ მოსკოვი თბილისს აფხაზებთან და ოსებთან უშალო დიალოგში ხელს შეუწყობს.
   
04 მარტი 2015
ემუქრება თუ არა საფრთხე ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს?
რუსეთის საგარეო მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ თუ ნატო საქართველოს ალიანსში „ჩათრევის“ პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის საპასუხო განცხადებით კი, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს.
   
24 თებერვალი 2015
ევროკავშირს სოხუმში ოფისის გახსნა სურს
„ნებისმიერი წარმომადგენლობა, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიქმნება, აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, უნდა აღიქვამდეს. მე მესმის, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობა, მაგრამ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია დასავლეთთან კონტაქტები. საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა გუშინდელი დღეა“, - აცხადებს ხაჯიმბა და დასძენს, რომ ძირითადი შიდა პრობლემების მოგვარების შემდეგ, აფხაზეთის მთავარი ამოცანა საერთაშორისო აღიარების მოპოვება იქნება.
   
21 თებერვალი 2015
„ნატოს საწვრთნელი ცენტრი თბილისთან უნდა განთავსდეს, რადგან დაცვის მექანიზმად მოიაზრება“
"ეს ცენტრი გამოწვევა მაშინ იქნება, როდესაც საქართველო, როგორც სახელმწიფო სუსტი იქნება როგორც ეკონომიკურად, ასევე თავისი შეიარაღებული ძალებით. თუ ჩვენ ასეთი სუსტები ვიქნებით, მაშინ რუსეთს რამდენი შანსიც ხელში ჩაუვარდება, იმდენს მოგვიწყობს პროვოკაციას და დაგვარტყამს კიდეც. მაგრამ თუ ძლიერები ვიქნებით, არანაირი საფრთხე არ არის ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნაში".
   
21 თებერვალი 2015
რატომ არ ხვდება პრემიერი ღარიბაშვილი საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიულ ჯგუფს?
ქვეყანაში მოქმედ საარჩევნო გარემოსა და სისტემას წლების განმავლობაში ყველა ერჩის, როგორც წესი მოქმედი ხელისუფლების გარდა. ლიტერატურაში ლამის აღარ მოიპოვება უარყოფითი ეპითეტები, რითაც მას "ამკობენ" მარჯვნიდან და მარცხნიდან. საზოგადოებისთვის მიუღებელია მოქმედი საარჩევნო სისტემა, როდესაც მმართველი კოალიცია კენჭისყრაზე მიღებული 45%-ს შედეგად დედაქალაქის საკრებულოში მანდატების 75%-ს იღებს.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია