მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
02 ივნისი 2014
არასამთავრობოები: პრემიერის განცხადებები წინასაარჩევნო პროცესებზე უარყოფითად აისახება
"განცხადებაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ: საქართველოს პრემიერმინისტრს, თავი შეიკავოს ისეთი განცხადებებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სულისკვეთებას და საფრთხეს უქმნის საქართველოში დამოუკიდებელი თვითმმართველობის შექმნასა და მრავალპარტიული დემოკრატიის კონსოლიდაციას; შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავი შეიკავოს ნაჩქარევი და დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთებისგან და დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება რეგიონებში საარჩევნო კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტების უმოკლედ ვადებში შესწავლის მიზნით".
   
23 მაისი 2014
ასოცირების ხელშეკრულებას ხელს პრემიერ-მინისტრი მოაწერს
„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 27 ივნისს ასოცირების ხელშეკრულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოაწერს, როგორც ეს გათვალისწინებულია საქარველოს კონსტიტუციით და მოქმედი კანონმდებლობით“. თადუმაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკების წარმოებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის თანახმად, მას ესაჭიროება საქართველოს მთავრობის თანხმობა.
   
20 მაისი 2014
ვახო სანაია: ვინმემ იცით ქუჩაში ხალხის გამოკითხვის ხერხი სიცრუის გამყარებისთვის როგორ უნდა გამოიყენო?
„მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური: „სიცრუის გამყარებისთვის მან [ვახო სანაიამ] ქუჩაში ხალხის გამოკითხვის ხერხსაც მიმართა...“ ქუჩაში ხალხის გამოკითხვის ხერხი სიცრუის გამყარებისთვის როგორ უნდა გამოიყენო, ვინმემ იცით? ვთავაზობ მთავრობას, გამომაყოლოს ამ ტექსტის ავტორი და ერთად გავამყაროთ სიმართლე ხალხის გამოკითხვით".
   
19 მაისი 2014
რატომ უზღუდავენ ჩეჩენ საიხან მუზაევს საზღვრის გადაკვეთის უფლებას?
ქართველმა სამართალდამცავებმა ჩეჩენ საიხან მუზაევს უკვე მეთორმეტეჯერ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. მისი ადვოკატი ალექსი შოშიკელაშვილი განხორციელებულ უკანონობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ქართულ სპეცსამსახურებს ეთნიკურად ჩეჩენის მალულად რუსი კოლეგებისთვის გადაცემა სურთ“. თავად მუზაევი ამბობს, რომ მიუხედავად ოფიციალური უწყებებისადმი მრავალგზის მიმართვისა, ამ დრომდე არავინ აძლევს განმარტებას, რატომ არ აძლევენ თავისუფალი გადაადგილების საშუალებას.
   
08 მაისი 2014
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“: ჟურნალისტის უფლება არ გაამჟღავნოს ინფორმაციის წყარო არის მისი უფლება და არა ვალდებულება
"ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, არ უნდა აფასებდეს სუბიექტური შეხედულებით რომელიმე მედია ორგანიზაციის საქმიანობას. პრემიერის კომენტარი იმის თაობაზე, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2 „აქტიურობს“, „აქვს ახალი იდეები“ და რომ მომხდარი არ შეესაბამება სიმართლეს, შეიძლება მიჩნეულ იქნეს ხელისუფლების მხრიდან მედიის თავისუფლებაში ჩარევად. ამასთან, პრემიერის განცხადებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს გამოძიების პროცესსა და მის შედეგზე".
   
07 მაისი 2014
კახა კახიშვილი: თუ გამოძიება ფარული ჩანაწერის ფაქტზე ჭეშმარიტებას არ დაადგენს, კითხვები ხელისუფლებასთან გაჩნდება
"თუ გამოძიება უმოკლეს ვადაში საზოგადოებას არ წარუდგენს დამაჯერებელ, არგუმენტირებულ პასუხს, რასაკვირველია, კითხვები ხელისუფლების მიმართ გაჩნდება. ამიტომ, პროკურატურამ რაც შეიძლება სწრაფად საქმეზე ჭეშმარიტება, ამის ჩამდენი პირები და პასუხისმგებლობა უნდა დაადგინოს".
   
01 მაისი 2014
კამპანია „ეს შენ გეხებას“ ორგანიზაციები პრემიერმინისტრის განცხადების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ
საგანგაშოა პრემიერმინისტრის შეფასებები, რომ თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციები „ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას“ ვახორციელებთ მაშინ, როდესაც წარდგენილი კანონპროექტის ერთადერთი მიზანი პირადი ცხოვრების უფლების ევროპული სტანდარტების დაცვაა. ქვეყნის მეთაურის რიტორიკა ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და მათ მიმართ ნეგატიური აზრის ფორმირებას.
   
01 მაისი 2014
პრემიერი ღარიბაშვილი კამპანია „ეს შენ გეხებას“ „ძირგამომთხრელ საქმიანობად“ აფასებს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტს მოუწოდა კანონპროექტი მოსმენებთან დაკავშირებით მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს: „მიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულია და ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს“. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ დღეს ყველას უსმენენ, ქვეყნის იმიჯის ძირგამომთხრელ საქმიანობად შეიძლება შეფასდეს.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია