მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
23 ივნისი 2015
რატომ არ „დაიჭირა“ ივანიშვილმა ქადაგიძე?
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სთხოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და ეს თხოვნა გაითვალისწინა. მისივე თქმით, ფონდის წარმომადგენლის მხრიდან ეს თხოვნა პირად შეხვედრაზე დაფიქსირდა და მისი პოზიცია იყო, რომ რაც „მისი პირადია“ შეუძლია, აპატიოს.
   
11 ივნისი 2015
ავლაბრიდან ათონელზე - პრეზიდენტ მარგველაშვილს გადაბარგებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს
გიორგი მარგველაშვილს კიდე ერთხელ მოუწოდეს, რომ ავლაბრის სასახლე საკუთარი ნებით დატოვოს და მისთვის გარემონტებულ ათონელის ოფისში გადავიდეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაბარგებასთან დაკავშირებული პრემიერის „იმედი“ ორი ყურის პრინციპით მოისმინა და შესაბამისი კომენტარიც გააკეთა. ამ ფონზე, საგარეო მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი წუხს, რომ უწყებას შეუფერებელ გარემოში უწევს მუშაობა.
   
27 მაისი 2015
„ქართული საზოგადოება არ აპირებს მხარი დაუჭიროს პარლამენტის დღევანდელ კონფიგურაციას“
აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (ენდიაი) მიერ გამოქვეყნებულმა ბოლო სოციოლოგიური კვლევის შედეგებმა, ბევრი კითხვის ნიშნები გააჩინა. ყველაზე საგულისხმო, მმართველი კოალიციის, ქართული ოცნების 24%-იანი შედეგი გახდა ნაციონალების 16%-თან მიმართებაში, როდესაც მოსახლეობის 27-მა პროცენტმა საერთოდ არ იცის, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭიროს მხარი. ასევე, აღსანიშნავია „ევრაზიის კავშირის“ მომხრეთა რაოდენობის ზრდა იმ ფონზე, როცა ევროპული ინტეგრაციის პუნქტი მოსახლეობისთვის ბუნდოვნად იყო განმარტებული.
   
19 მაისი 2015
როგორ უნდა გამოსწორდეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობები?
ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად საქართველოშიც აღინიშნა. ნაცისტების წინააღმდეგ ყოფილი მოკავშირეები, რუსეთი და საქართველო და დღეს ოკუპანტ-დაპყრობილის მდგოარეობაში არიან. პუტინის მეგობარი ბაიკერები, „ღამის მგლებად“ წოდებულნი, ე.წ. გეორგიევსკის ლენტებით დახრიგინებენ ქვეყანაში. მათ ადგილობრივი ქართველების ერთი ნაწილიც მხარს უბამს მთხლე ლოგიკით - „მაშინ ირანელებს და თურქებსაც უნდა დავუპირისპირდეთო“.
   
15 მაისი 2015
კიდევ ერთი უდანაშაულო მსხვერპლი ოკუპირებულ აფხაზეთში - მოზარდი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ არ გადმოატარეს
ერთი კვირის წინ, 12 წლის მოზარდი ირაკლი ცაავა, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა სამკურნალოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოატარეს, გარდაიცვალა. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის შალვა ენუქიძის განცხადებით, მოზარდს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.
   
12 მაისი 2015
რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქვეყანაში არსებული კრიზისის განსამუხტად?
მთავრობა ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვას საკადრო ცვილებებით ცდილობს. თუმცა გაუგებარი რჩება, ამ ეტაპზე პასუხისმგებლობა სპორტის, გარემოსა და თავდაცვის მინისტრებზე რატომ გადადის. მეორე მხრივ, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები ისეთივე ხელშეუხებლები არიან, როგორიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტია. განხორციელებულ ცვლილებებში ექსპერტები ლოგიკას ვერ ხედავენ და ხელისუფლებას საკუთარ რეცეპტებს სთავაზობენ არსებული მდგომარეობისთვის თავის დასაღწევად.
   
07 მაისი 2015
რატომ არ სურს ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის ცვლილებების განხორციელება?
"რთული მათთვის არის, რადგან ხვდებიან - რომ არა მაჟორიტარული სისტემა, რომ არა 73 მაჟორიტარი დეპუტატის პირწმინდად ჯიბეში ჩატენვა, ისინი ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებენ; ძალიან კარგად იციან, რომ პროპორციული სისტემის პირობებში, 35%-იან მორალურ ბარიერსაც ვერ გადალახავენ. ერთადერთი იმედი, რომ უმრავლესობა ისევ შეინარჩუნონ, მაჟორიტარებია".
   
30 აპრილი 2015
ვინ აგებს ქვეყანაში არსებულ კრიზისზე პასუხს?
ქვეყანაში რომ კრიზისია, ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. დაცემული ლარი, გაძვირებული ცხოვრება, ყოველდღიურად ზრდადი საბანკო პროცენტები და ა.შ. ადამიანების ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის. ამ ფონზე, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები მოვლენებს თავისი სამრეკლოდან აკვირდებიან და შეფასებებიც რადიკალურად განსხვავებული აქვთ.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია