მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
03 იანვარი 2016
პროფკავშირები მთავრობას მინიმალური ხელფასის გადახედვისკენ მოუწოდებს
პროფკავშირების გაერთიანება მთავრობას მიმართავს, მოხდეს მინიმალური ხელფასის ოდენობის გადახედვა. რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან, პროფკავშირების ოგანიზებით ღირსეული შრომის დღის აქცია ჩატარდა და მასში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
   
24 აგვისტო 2015
სადამდე გაგრძლდება რუსული აგრესია საქართველოში?
რუსეთი საქართველოს ტერიტორიის მცოცავ ანექსიას აგრძელებს. ე.წ. სამხეთ ოსეთს რესპუბლიკის „სასაზღვრო ბანერი“ უკვე დასავლეთის ტრასიდან ერთ კილომეტრში დადგეს. ქართული მხარის და საერთაშორისო თანამეგობრობის პროტესტს შედეგი არ მოაქვს. ადგილობრივ მოსახლეობას „საზღვარს“ იქით დარჩენილი მიწებიდან მოსავლის აღების შესაძლებლობა მხოლოდ შემოდგომამდე ექნება, ისიც თუ თბილისში „ჭკვიანად“ იქნებიან და ზედმეტს არ იხმაურებენ.
   
17 აგვისტო 2015
არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილს ორმაგ მოქალაქეობაზე უარს ეუბნებიან
კახის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარის არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილს ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით პრობლემები 21 ივნისს შეექმნა, როდესაც კახში არ შეუშვეს. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა არქიმანდრიტს განუცხადეს, რომ „შავ სიაშია“ შეყვანილი. მისივე თქმით, აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნაა, რომ კახში მოღვაწე საქართველოს მოქალაქე სასულიერო პირებმა აზერბაიჯანის მოქალაქეობა აიღონ. ამის გამო, არქიმანდრიტი ამ დროისთვის კახში ღვთისმსახურებას ვერ ახორციელებს.
   
15 აგვისტო 2015
„საბერძნეთის მაგალითმა ჩვენზე ცივი შხაპის ეფექტი უნდა მოახდინოს“
საბერძნეთის კრიზისს ბოლო არ უჩანს და პროგნოზები არცთუ დამაიმედებელია. ათენის მოვლენები ბევრისთვის ჭკუისსასწავლებელი უნდა გახდეს. ამ ფონზე, საქართველოს ვალებიც იზრდება და სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა - ვადგავართ თუ არა ე.წ. ბერძნულ გზას, სად არის გამოსავალი? საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური ყოფა ისედაც დამძიმებულია და სამეზობლოში მიმდინარე პროცესები ადეკვატურად გასათვალისწინებელია.
   
14 აგვისტო 2015
რატომ არის ნეპოტიზმი ავთვისებიანი სიმსივნე დემოკრატიის სხეულზე?
ნეპოტიზმი საქართველოში ერთ-ერთ რეალურ გამოწვევად რჩება. ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინიციატივას ნეპოტიზიმის კრიმინალიზებასთან დაკავშირებით დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განიხილეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, მსგავსი ჩანაწერი სისხლის სამართლის კოდექსში უკვე არსებობს და ის 332-ე და 333-ე მუხლებია, აქედან გამომდინარე, ეკა ბესელიას თქმით, დამატებითი ჩანაწერები ხარვეზი იქნება.
   
14 ივლისი 2015
კახის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ შეუშვეს
„როდესაც საზღვარზე მივედი, პასპორტში ბეჭედი ჩაარტყეს, მერე პასპორტი საეჭვოდ ატრიალეს, გამოიძახეს მეორე მებაჟე, საბაჟოს უფროსი. შემდეგ ამ ბეჭედს დაარტყეს რაღაც, რაც ნიშნავს ბეჭდის გაუქმებას. როდესაც მიზეზი ვიკითხე, მითხრეს, რომ შავ სიაში ვიყავი შეყვანილი და ბრძანებაა, რომ აზერბაიჯანში არ შევეშვი. ახლა ვარკვევთ რა ხდება“, - აღნიშნა არქმინადრიტმა დემეტრე თეთრუაშვილმა.
   
08 ივლისი 2015
რატომ თქვა ხელისუფლებამ უარი საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე?
"მთავრობამ თავისი გადაწყვეტილებით ერთმნიშვნელოვნად აღიარა, რომ მოქმედი სისტემა არ ვარგა; განაცხადა, რომ 2020 წლიდან ეს სისტემა უნდა შეიცვალოსო, რაც აღნიშნულის დადასტურებაა. მეორე მხრივ თქვა, რომ კიდევ ოთხი წლით ამ მახინჯი სისტემის შენარჩუნების ერთგული რჩება. ეს იმიტომ, რომ სურს ისარგებლოს შანსით, რასაც ნაკლები რეიტინგით მეტი მანდატების მიღება ჰქვია. ეს ნიშნავს ძალაუფლების უფრო მაღალ ხარისხში ფლობას, ვიდრე შესაბამისი მხარდაჭერა გააჩნია".
   
25 ივნისი 2015
იმართება თუ არა ქვეყანა არაფორმალურად?
ქვეყანაში არ წყდება საუბრები ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასა და მის შედეგებზე. თავად ყოფილი პრემიერი მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლებთან კონსულტაციებს არ უარყოფს და ამ პროცესში საძრახისსაც ვერაფერს ხედავს. რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულებაა პოლიტიკურ ოპოზიციაში, სადაც სხვადასხვა მიმართულებით წარუმატებლობის მიზეზს სწორედ ასეთი ტიპის მმართველობასა და მთავრობის უპასუხისმგებლობაში ხედავენ.
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია