მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
15 დეკემბერი 2014
„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მინიმუმ 10 წელი დასჭირდება“
"ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას მინიმუმ 10 წელი მაინც დასჭირდება. რაც შეეხება პერსპექტივის აღიარებას, შესაძლოა დადგეს ამის აუცილებლობა, რომ ჩვენი ქვეყნები მყარად იყვნენ დარწმუნებულნი თავიანთ მომავალში. ეს მეტ სტაბილურობას შეძენს რეფორმების პროცესს, საერთოდ ქვეყნის კონსოლიდაცის ხელს შეუწობს. ასევე გეოპოლიტიკური ნიშნით ევროპისთვის მომგებიანია, რომ მყარი პარტნიორობის დაფიქსირება მოხდეს. სრულიად შესაძლებელია, მომავალ წელსაც განაცხადონ, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას გააჩნის ევროპული პერსპექტივა".
   
11 დეკემბერი 2014
„აფხაზეთზე ძალოვანი კონტროლი 2009 წლის ჩარჩო-ხელშეკრულებით გადაწყდა“
რუსეთ-აფხაზეთის სამოკავშირეო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ვნებები მცირედ ჩაცხრა. მოსკოვს საქართველოს ძირძველი ტერიტორიის ანექსიის პროცესი ბოლომდე მიჰყავს, რასაც სოხუმში ჯერჯერობით სუსტი პროტესტი თან ახლავს. სამწუხაროდ, თბილისს არანაირი ბერკეტები არ აქვს მიმდინარე უკანონო პროცესზე ზეგავლენის მოსახდენად.
   
03 დეკემბერი 2014
„ქვეყანას ერთი კაცის ნება მართავს და არა ინსტიტუტები და კანონები“
"შესაძლოა, მოცემულ მომენტში ამის გამო ზეწოლას არ განვიცდიდეთ, სამომავალოდ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ხელი შეგვიშალოს; იმედი მაქვს, რომ ასე არ გაგრძელდება და საბოლოო ჯამში საქართველოში მმართელობა უფრო დემოკრატიული გახდება. ადამიანებში დემოკრატული მმართველობის მოთხოვნა ვითარდება და მგონია, რომ მოსახლეობა ამ პროცესის მონიტორინგს მოახერხებს".
   
21 ნოემბერი 2014
შტაინმაიერის ახალი მეთოდი რუსეთის დასაშოშმინებლად
"რუსები საკმაო პოტენციალის ხალხია. მართალია, ჯერ ვერ ააწყვეს სახელმწიფო და თავის სიმდიდრეს განვითარებს ვერ ახმარენ; ასზე მეტ ოლიგარქს შეაჭამინეს მთელი ქვეყანა და ფაქტობრივად ქვეყნის ძარცვას აგრძელებენ. მაგრამ ჩვენ საკუთარი სახელმწიფოს უშიშროებიდან უნდა გამოვიდეთ და ვფიქრობ, რუსეთში დაძაბულობის ესკალაცია საქართველოსთვის საშიშია. სჯობს დასავლეთი და რუსეთი შეთანხმდენ თანაცხოვრებაზე და ეს ჩვენთვისაც კარგი იქნება".
   
27 ოქტომბერი 2014
„რუსეთ-აფხაზეთის სამოკავშირეო ხელშეკრულება ყირიმის მიერთების ტოლფასია“
რუსეთ-აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და მოკავშირეობის პროექტთან დაკავშირებით აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ მოსახლეობას ტელეეთერით მიმართა. დეფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, „აფხაზეთს რუსეთის გარდა, სხვა მოკავშირე არ გააჩნია და არ აქვს უფლება, სხვადასხვა მიმართულებებით რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაფართოების იდეის დისკრედიტაცია განახორციელოს“.
   
20 ოქტომბერი 2014
საქართველოს უმთავრესი პრობლემა - პოლარიზაცია?
ევროსაბჭოს მომხსენებელი მიქაელ იენსენი საქართველოში არსებულ უმთავრეს პრობლემად პოლიტიკურ პოლარიზაციას მიიჩნევს: „ჩემი აზრით, უმთავრესი პრობლემა პოლიტიკური პოლარიზაციაა. ევროპაში, მათ შორის ჩემს სამშობლოში, უმრავლესობა და უმცირესობა თანამშრომლობენ, ერთად განიხილავენ პრობლემებს, საქართველოში კი „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ჯერ კიდევ ნაპრალია. არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ პოლარიზება ამ ორ პარტიას შორის ჯერ კიდევ თვალსაჩინოა“, - აცხადებს მიქაელ იენსენი.
   
09 ოქტომბერი 2014
რაულ ხაჯიმბა ენგურზე ხუთი გადასასვლელის ჩაკეტვას აპირებს
"ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ენგურზე, ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას და ექვსი „გამშვები პუნქტის“ ნაცვლად, ერთის დატოვებას გეგმავს. ამის შესახებ ხაჯიმბამ აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა. დე ფაქტო პრეზიდენტი თანაპარტიელებს დაჰპირდა, რომ „საქართველოსთან საზღვარს გაამაგრებს".
   
07 ოქტომბერი 2014
„პანკისიდან სირიაში მოქალაქეების გადინების კონტროლი შეუძლებელია“
"იცით, პანკისში და საქართველოს სხვა რეგიონებშიც რა სოციალური პრობლემებია. თუმცა პანკისის ხეობაში ასეთი ინფორმაციაც გავრცელდა, რომ ვინც სირიიდან დაბრუნდა, იმედები გაუცრუვდათო. არც ის გამოირიცხება, რომ თავის მხრივ ვაჰაბიტური მოძრაობის წარმომადგებლები რელიგიური მრწამსით მიდიან. აქ რამდენიმე მიზეზი ემთხვევა, რაც მოქალაქეთა გადინებას იწვევს. აქვე ერთ ნიუანსს ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენს საკონტრაქტო სამსახურშიც ძირითადად სოფლის ახალგზრდობა მიდის, რადგან სხვა სამსახურის მოძებნა ძალიან რთულია".
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია