მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
04 თებერვალი 2015
საქართველო ევროკავშირის რიგის სამიტიდან უვიზო რეჟიმის მიღებას ელოდება
მიმდინარე წლის 21–22 მაისს, რიგაში, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მორიგი სამიტი გაიმართება. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პროგრესი აღიარებული და დაფასებული იქნება. მოკავშირეებს კი სურთ, რომ რიგის სამიტი საქართველოს ევროპაში უფრო ახლო ინტეგრაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი გახდეს.
   
02 თებერვალი 2015
რუსული ეკონომიკური ექსპანსიის შუქ-ჩრდილები საქართველოში
„როსნეფტი“, „გაზპრომი“, მსგავსი სახელმწიფო კომპანიები და პუტინის აგრესიული საგარეო პოლიტიკა რომ ერთიანი და განუყოფელი ცნებებია, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დამრღვევი კომპანიის ფოთის პორტში შემოსვლას მთავრობის წევრები წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს აბრალებენ. თავის მხრივ, „ბრალდებულები“ აცხადებენ, რომ ამ ბოლო გარიგებას ღარიბაშვილის მთავრობა ყველანაირად წინ უნდა აღდგომოდა".
   
29 იანვარი 2015
რა საფრთხეს შეიცავს „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედება საქართველოსთვის?
სამწუხაროდ, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საქართველოდან წასული ადამიანებიც იბრძვიან. პანკისის ხეობის გარდა, მათ შორის სხვა რეგიონების წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ. უფრო მეტიც, თუ აქამდე კავკასიელი მებრძოლების მუქარის ძირითადი ადრესატი პუტინის ხელისუფლება იყო, ახლა აჭარელი „მოჯაჰედი“ მშობლიურ საქართველოსაც გადმოწვდა და ამისთვის მუქარანარევ ვიდეორგოლებს არ იშურებს.
   
25 იანვარი 2015
რატომ არ ანიჭებენ დაღესტნელ უფლებადამცველ მიკაილ კადიევს ლტოლვილის სტატუსს?
"ეჭვს არ იწვევს ის, თუ რა ელის დაღესტნელ უფლებადამცველს რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში, რაც კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი იქნება ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში. ამიტომ, ქართულ მხარეს სერიოზული დაფიქრება, ყველაფრის აწონ-დაწონა მოუწევს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ მიმართულებით, ბოლო წლებში მიღებული პრაქტიკა და მიღებული შედეგებიც უცილობლად გასათვალისწინებელია".
   
19 იანვარი 2015
რა ნიშნებს შეიცავს „პეტროკასის“ აქციების 49%-ის „როსნეფტისთვის გადაცემა?
ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის კომპანია Petrocas Energy Group ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „როსნეფტმა“ „პეტროკასის“ აქციების 49%-პროცენტიანი პაკეტი შეიძინა. „როსნეფტის“ მფლობელობაში გადავა ფოთის პორტის ნავთობტერმინალი, ასევე „გალფის“ ავტოგასამართი სადგურების ნაწილი, თუმცა აქციათა საკონტროლო პაკეტი კვლავ დავით იაკობაშვილს რჩება. გარიგების მოცულობა უცნობია.
   
17 იანვარი 2015
მიმდინარეობს თუ არა დეზინტეგრაცია ევროკავშირში და რა ელის საქართველოს?
"ჩვენს ხელისუფლებას სჭირდება მობილიზებაც, შემოქმედებითი მიდგომის უნარის გამოვლენაც და ბოლოს და ბოლოს, იმ სირთულის დაძლევა, რასაც გამოცდილების ნაკლებობა ჰქვია. გამოცდილების ნაკლებობის გამო დაშვებული შეცდომები ქვეყნისთვის სერიოზული წინაღობის მიზეზად არ უნდა იქცეს ევროპული წინსვლის გზაზე. ამ მხრივ სერიოზული გამოწვევებია, რასაც ძალიან აქტიური მოქმედება სჭირდება".
   
22 დეკემბერი 2014
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პატარა სტრასბურგი უნდა გახდეს“
„თუკი საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს სახით პატარა სტრასბურგი შეიქმნება, ეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივრების რაოდენობას შეამცირებს და მოქალაქეებს იმის საშუალებას მისცემს, გადაწყვეტილებებს წლების განმავლობაში არ ელოდონ. ეს იქნება სისტემა რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით უფრო ეფექტიანი იქნება“.
   
17 დეკემბერი 2014
„რუსეთთან ურთიერთობა არამხოლოდ დარეგულირებას, არამედ ნორმალიზაციას ითხოვს“
"დღევანდელ ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე მოკლედ რომ გითხრათ, ეს არის ნაბიჯი წინ, ნაბიჯი უკან, ძალიან დიდ წინააღმდეგობას აწყდება. რუსეთთან დღევანდელი ჩვენი ურთიერთობა არანორმალურია, ის არამხოლოდ დარეგულირებას, არამედ უფრო მაღალ დონეს, ნორმალიზაციას ითხოვს. დაუშვებელი ფუფუნებაა, რომ ერთმა ციცქნა ქვეყანამ, თავისი დიპლომატიური საქმიანობის არეალიდან ამხელა გიგანტი მეზობელი სახელმწიფო გამორიცხოს; დიპლომატიაში ასეთი რამ უბრალოდ არ ხდება".
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია