მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
01 ოქტომბერი 2014
რა ელით გალის ქართველებს ხაჯიმბას მმართველობის პირობებში?
"გალის მოსახლეობის მომავალს საკმაოდ პესიმისტურად ვუყურებ. სხვათაშორის, ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ამ პასპორტების ჩამორთმევით, უპირველესად გალის მოსახლეობის აფხაზეთის დანარჩენ ნაწილში ინტეგრირება სურს. მაგრამ ეს ტყუილია, მას სურს ენგურის ადმინისტრაციული საზღვარი სახელმწიფო საზღვრად გადაკეთდეს და გალის მოსახლეობას ისეთივე პირობები წაუყენოს, რა პირობებშიც ჩვეულებრივი საზღვრისპირა მოქალაქეები ცხოვრობენ ნებისმიერ ქვეყანაში".
   
25 სექტემბერი 2014
უკრაინა ბრძოლას აგებს, რუსეთი თავხედდება, რა ელის საქართველოს?
"ახლა იცით ყველზე მეტად რისი მეშინია? სომხეთ–აზერბაიჯანს შორის ომი თუ დაიწყო, რუსეთი აუცილებლად სომხეთის მხარეზე გამოვა. ჩვენს საზღვართან ახლოს გიუმრის ძლიერი სამხედრო ბაზაა. რუსეთს ჰაერიდან მძიმე ტექნიკის მიწოდება უჭირს, ამიტომ საქართველოში შემოვა, სომხეთზე რუსულ ტვირთებს ვატარებთ, მაგრამ სამხედრო დანიშნულებისას არა. ამიტომ, რუსეთი ჩვენთან ძალისმიერი მეთოდით შემოვა, ცხინვალის რეგიონიდან გაჭრის გზას. ეს ჩვენთვის ახალი გამოწვევა იქნება".
   
24 სექტემბერი 2014
რატომ არ ანიჭებენ დაღესტნელ უფლებადამცველ მიკაილ კადიევს ლტოლვილის სტატუსს?
"ეჭვს არ იწვევს ის, თუ რა ელის დაღესტნელ უფლებადამცველს რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში, რაც კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი იქნება ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში. ამიტომ, ქართულ მხარეს სერიოზული დაფიქრება, ყველაფრის აწონ-დაწონა მოუწევს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ მიმართულებით, ბოლო წლებში მიღებული პრაქტიკა და მიღებული შედეგებიც უცილობლად გასათვალისწინებელია".
   
20 სექტემბერი 2014
არასამთავრობო ორგანიზაციები: მთავრობა პრეზიდენტის კრიტიკისას ყოფილი პრემიერმინისტრის უკმაყოფილებით ხელმძღვანელობს
"მმართველი კოალიციის მიზანი, როგორც ჩანს, პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის ინსტიტუტის, როგორც, ქვეყნის მეთაურის, მთავარსარდლისა და საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენელის, ხელოვნურად დაკნინებაა. პრეზიდენტი ხელოვნურ ბარიერებს აწყდება საკუთარი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას, რომელიც მას კონსტიტუციით ევალება. ყველაფერს ემატება ის, რომ ქვეყანაში იკვეთება არაფორმალური მმართველობის ტენდენციები, როცა არაუფლებამოსილი პირის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და თანამდებობის პირებზე სახელმწიფოს მართვისას გავლენის მოხდენაში გამოიხატება".
   
25 ივლისი 2014
ქართულ სოფლებს სახელებს უცვლიან, გალის რაიონს კი სპეციალურ სტატუსს ანიჭებენ
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ყოფილი უშიშროების მინისტრი ლევან კიკნაძე აცხადებს, რომ „სამურზაყანოელ აფხაზთა საბჭო“ სეპარატისტების მორიგი პროექტია _ ე.წ. ინტეგრაციით სურთ, ამ ხალხს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ათქმევინონ, რის შემდეგაც მათ აფხაზურ პასპორტებს მისცემენ. მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა ყოფილიყო ვინმე თენგიზ ინალ-იფა ამ საზოგადოების თავმჯდომარე, რადგან მას ამ ორგანიზაციასთან საერთო არაფერი აქვს.
   
23 ივლისი 2014
,,რუსეთი ის ხე არაა, რომელსაც შეძახილით გაახმობ!’‘
"პუტინის მიერ მსოფლიოსთვის მიცემული ამოცანა ადვილი ამოსახსნელი არაა. მხოლოდ ჰუმანური შეძახილებით ისეთი ტიპის ქვეყანა, როგორადაც დღეს რუსეთი ყალიბდება (დიქტატურის ტიპის, სსრკ-ს ანალოგი), ადვილად არაფერს დათმობს, თუ სათანადო ძალა არ დაუპირისპირეს. რუსეთი ის ხე არაა, რომელსაც შეძახილით გაახმობ!"
   
12 ივნისი 2014
ირაკლი ღარიბაშვილი - რუსეთი არ არის დაინტერესებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიით
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი BBC WORLD-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიით. მისივე მტკიცებით, ყირიმის სიტუაციის შედარება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან შეცდომაა. „ეს ორი ტერიტორია გახლავთ საქართველოს ნაწილი ჩვენი ქვეყნის არსებობიდან მოყოლებული. ჩემი თვალსაზრისით და ჩვენი ანალიზის მიხედვით, რუსეთი არ არის დაინტერესებული ამ ორი დე-ფაქტო ტერიტორიის ანექსიით“, - ამბობს ღარიბაშვილი.
   
05 ივნისი 2014
რა ნიშნით მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი?
"ნარმანია მორცვხად უვლის გვერდეს ისეთ პრობლემებს, რასაც ჩვენ ყოველდღე ვაწყდებით – თუ გნებავთ ყბადაღებული სითი პარკის თემა, ამდენი მანქანისგან ქალაქის ცოტა მაინც გათავისუფლება, ის რომ ტროტუარებზე გასასვლელი აღარ არის, ქალაქი ერთ დიდ ავტოსადგომად იქცა, იგივე მაწანწალა ძაღლების პრობლემა ავიღოთ... შეგნებულად ისეთ პრობლემებს ვასახელებ, რომელზეც ვერავინ იტყვის, რომ ამას ბევრი დრო, დიდი თანხები და დიდი რესურსები სჭირდება".
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია