მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკა
04 აგვისტო 2013
საქართველოს პრეზიდენტობის მსურველთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა
ცესკოში განაცხადების წარდგენა პრეზიდენტობის მსურველებს 7 სექტემბრამდე შეუძლიათ. 17 სექტემბრამდე კი მათ 26 530 მხარდამჭერის ხელმოწერა უნდა წარადგინონ .
   
02 აგვისტო 2013
„რუსეთის თავისუფალ შემოტევას წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს“
"საქართველო ვალდებულია, რომ რუსეთის თავისუფალი შემოტევა, რასაც წინააღმდეგობა არ ეწევა, არათავისუფალ შემოტევად შეცვალოს; შემოტევად, რომელსაც წინააღმდეგობა ეწევა მოხალისეების საშუალებით, რომლებსაც მკლავზე რაღაც განმასხვავებელი ნიშანი ექნებათ. გადმოვიდა რუსი ღობეზე, უნდა მიხვიდე და უთხრა, მაჩვენე დოკუმენტი, ვინ ხარ და რას მოდიხარ. თუ ფორმიანმა წინააღმდეგობა გაგიწია, ცეცხლი უნდა გაუხსნა და ადილზე გაანადგურო. თუ მან დაგასწრო და მოგკლა, ორსავე შემთხვევაში ეს იქნება ინციდენტი, რომელსაც რუსეთი ვეღარ გაიმეორებს".
   
10 აპრილი 2013
რატომ არ აპროტესტებს საგარეო უწყება აჰმეთ დავუთოღლუს სკანდალურ გაცხადებას?
"თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება არის პირდაპირი და ღია აგრესია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. როდესაც უწყების პირველი პირი აცხადებს, რომ პრეტენზია აქვს აჭარასთან დაკავშირებით, წელში გამართული ქვეყანა, საერთოდ, დიპლომატიურ ურთიერთობას გადახედავდა. სამწუხაროდ, ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს. ამიტომ, ელემენტარული პროტესტი მაინც უნდა გამოითქვას აღნიშნულ გამოხდომაზე. თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნდა დაიბარონ და პასუხი მოსთხოვონ, რატომ აკეთებს მინისტრი არამეგობრულ განცხადებებს".
   
07 აპრილი 2013
რატომ იქმნება ქართულ შეიარაღებულ ძალებში აღმოსავლეთის და დასავლეთის სარდლობა
"არსებული პროექტი უფრო პარტნიორებზეა გათვლილი, ვიდრე შიდა მოხმარებაზე. ასეთი პუნქტია მაგალითად, აღმოსავლეთის და დასავლეთის სარდლობის შექმნა. მე ჯერ არ მინახია, ამ ნაბიჯის დასაბუთება. არ არსებობს რაიმე ტიპის პროფესიული ანალიზი, რაში ჭირდება საქართველოს ერთი შეიარაღებული ძალებისთვის ორი, თანაბარუფლებიანი სარდლობა. ამ თვალსაზრისით, მოყვანილი არგუმენტები კრიტიკას ვერ უძლებს. გაუგებარია, სარდლობამ როგორ უნდა აამაღლოს ქვედანაყოფების ავტონომიურობა, რაც 2008 წლის აგვისტოში ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა. თუ სხვა რამეა კიდევ ჩაფიქრებული, ესეც ნათქვამი უნდა იყოს".
   
04 აპრილი 2013
„ნაციონალები“ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შერბილებას აპროტესტებენ
"შემდეგი მოთხოვნა მათი მხრიდან უფრო რადიკალური იქნება. ხომ იცით, მადა ჭამაში მოდისო. ამით ჩვენ არაფერს ვკარგავთ და რეალურად და არც ვიგებთ რაიმეს. იმის იმედი, რომ კანონის შერბილებას დაგვიფასებენ და ამის გამო შეგვირიგდებიან, ზღაპრებია, მეტი არაფერი. არავინ არაფერს მოგვიწონებს. უბრალოდ, ქართულმა მხარემ ეს შეიძლება რომელიმე შეხვედრაზე გამოიყენოს და შერიგებისკენ გადადგმულ კეთილ ნაბიჯად განიხილოს. თუმცა ყველას მშვენივრად ეცოდინება, რომ ამით პრაქტიკულად არაფერი იცვლება".
   
02 აპრილი 2013
რუსული მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთს მოუწოდებს, ქართულ ეკლესიასთან მიმართებაში კანონები დაიცვას
"ადრე თუ გვიან, მოსკოვის მხრიდან ასეთი ბიძგი იქნებოდა. ეს უზარმაზარი ხარჯი, ეკონომიკური დანაკარგია და გაუგებარია, რატომ უნდა გაიღოს ეს რუსეთმა; როცა ამ რეგიონებიდან ყველაფერი მიიღო და სახეზეა პოლიტიკური დანაკარგი. ვისაც არ მოწყინდება, რუსეთს ამ ნაბიჯებს საყვედურობს; ითხოვენ აღიარების უკან წაღებას, გაუქმებას, აგრესორად აფასებენ და ა.შ. ამ ფონზე, რუსეთს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თავიდან მოშორება, დისტანცირება რომ უნდოდეს, გასაკვირი არ არის".
   
01 აპრილი 2013
პუტინის მორიგი „საერთაშორისო ხულიგნობა“ შავ ზღვაზე
„ანალიზს თუ გავაკეთებთ, როგორც კი საქართველოში სამხედრო სფეროში რაიმე თანამშრომლობა შედგება რუსეთი ყოვეთვის შეშფოთებას გამოხატავს. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაშიც ესაა პოლიტიკური განაცხადი და პრევენციული მიდგომა, რათა ამით გარკვეულწილად დაფრთხნენ ის სახელმწიფოები, რომლებსაც საქართველოსთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობა სურთ. ვფიქრობ, რომ ის რაც მოხდა დაკავშირებულია სწორედ საქართველოში ქართულ-ამერიკულ წვრთნებთან. მიუხედავად იმისა, რომ მათ მხოლოდ უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზანი აქვს“.
   
24 მარტი 2013
დემურ გიორხელიძე - არამკითხე მოამბენი რაიონებსა და ქალაქებს არ უნდა განაგებდნენ
ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ „არამკითხე მოამბენი რაიონებსა და ქალაქებს არ უნდა განაგებდნენ“. „მაჟორიტარული წესით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრების საქმე არჩევის ადგილების (რაიონები/ქალაქები) „მიხედვა“ არ არის! ეს რა სიბნელეა?! მათი უშუალო მოვალეობაა პარლამენტში და მთავრობაში ამ რაიონებისა და ქალაქების და იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა! რა უნდათ და რა ესაქმებათ ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციების განხორციელებაში?!"
   
 
პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია